ჩვენი მეგობარი შეიქმნა იესო, ჩვენც ვემეგობროთ მას


საკვანძო მუხლები:

იგავნი 17 : 17 ; ლუკა 7 : 34 ; ლუკა 12 : 4 ; ლუკა 15 : 16 ; იოანე 3 : 29 ; იოანე 11 : 11 ; იოანე 15 : 13 ; იაკობი 2 : 23 ;
2.3.14. ჩვენი მეგობარი შეიქმნა იესო, ჩვენც ვემეგობროთ მას 

იგ.17,[17] ლუკ.7,34; 12,4; 15,6.9 ინ.3,29; 11,11; 15,13-15 იაკ.2,23

ბიბლიის მუხლები

იგავნი 17
17. მეგობარი მუდამ მოყვარულია და ძმა გაჭირვებისთვის იბადება.

ლუკა 7
34. მოვიდა ძე კაცისა: კიდეც ჭამს და კიდეც სვამს; და ამბობთ: აჰა, კაცი მჭამელი და ღვინის მსმელი, მებაჟეთა და ცოდვილთა მეგობარიო;

ლუკა 12
4. თქვენ გეუბნებით, ჩემს მეგობრებს: ნუ გეშინიათ იმათი, რომელნიც ჰკლავენ ხორცს, მაგრამ სხვას ვეღარას გავნებენ;

ლუკა 15
6. შინ მოსული დაუძახებს მებობრებს და მეზობლებს და ეტყვის მათ: იხარეთ ჩემთან ერთად, ვინაიდან ჩემი დაკარგული ცხვარი ვიპოვე.
9. ხოლო როცა იპოვის, მეგობრებსა და მეზობლებს დაუძახებს და ეტყვის: იხარეთ ჩემთან ერთად, ვინაიდან დაკარგული დრაქმა ვიპოვე.

იოანე 3
29. ვისაც სასძლო ჰყავს, სიძეა; ხოლო სიძის მეგობარი, ვინც დგას და ესმის მისი, სიხარულით ხარობს სიძის ხმის გაგონებისას; სწორედ ეს სიხარული აღსრულდა ჩემი.

იოანე 11
11. ესა თქვა და შემდეგ უთხრა მათ: ლაზარემ, ჩვენმა მეგობარმა, მიიძინა; მაგრამ მივალ და გავაღვიძებ მას.

იოანე 15
13. არავისა აქვს იმაზე დიდი სიყვარული, ვინც სულს დადებს თავისი მეგობრისთვის.
14. თქვენ ჩემი მეგობრები ხართ, თუ ასრულებთ იმას, რაც გამცნეთ?
15. უკვე აღარ გიწოდებთ მონებს, ვინაიდან მონამ არ იცის, რას აკეთებს მისი ბატონი; არამედ მეგობრებს გიწოდებთ, რადგანაც გაუწყეთ ყველაფერი, რაც მსმენია მამაჩემისგან.

იაკობი 2
23. და აღსრულდა წერილი, რომელიც ამბობს: „ერწმუნა აბრაამი ღმერთს, რაც სიმართლედ შეერაცხა“ და ღვთის მეგობრად იწოდა იგი.

2.3.14.Друг - Иисус Христос, и мы станем друзями Его
Иов.29,4 Прит.3,32,, 17,[17] Лук.7,34,, 12,4,, 15,6.9 Ин.3,29,, 11,11,, 15,13-15 Иак.2,23