დიდი საქმეების კეთებისგან ვერავინ მოგვწყვიტოს


საკვანძო მუხლები:

ნეემია 6 : 1 ; იგავნი 14 : 14 ; ეკლესიასტე 9 : 10 ; მათე 10 : 16 ; ლუკა 14 : 28 ; იოანე 9 : 4 ; 1ტიმოთე 4 : 14 ;
=3.42.3 დიდი საქმეების კეთებისგან ვერავინ მოგვწყვიტოს 

ნეემ.6,1-[3]

- ვილოცოთ განგვამტკიცოს უფალმა ნეემ.6,9

- საქმის გასრულების შემდეგ ჩვენი მტრები შერცხვებიან ნეემ.6,12-16 იგ.14,14.15

- ვაკეთოთ ვიდრე ვართ ეკლ.9,10 ინ.9,4

- ვაკეთოთ ოღონდ გონიერად და უბიწოდ მათ.10,16 ლუკ.14,28-30

- ნუ უგულვებელვყოფთ ჩვენთვის ბოძებულ ნიჭს 1ტიმ.4,14.15

ბიბლიის მუხლები

ნეემია 6
1. როდესაც სანბალატმა, ტობიამ, გეშემ არაბმა და სხვა დანრჩენმა მტრებმა შეიტყვეს, რომ კედელი ავაშენე და ზედ ბზარი არ დამიტოვებია (თუმცა საიმდროოდ ჯერ კიდევ არ მქონდა კარიბჭეში კარი ჩაყენებული),
2. სანბალატმა და გერშომმა კაცი გამომიგზავნეს და შემომითვალეს: წამო და ერთად შევიყაროთ ონოს ხეობის რომელიმე სოფელში. განზრახული ჰქონდათ, ჩემთვის ბოროტება შეემთხვიათ.
3. მოციქულები გავუგზავნე და დავაბარე: დიდ საქმეს ვაკეთებ და არ შემიძლია ჩამოსვლა. რისთვის უნდა შეჩერდეს საქმე, როცა მივატოვებ მას და თქვენთან ჩამოვალ-მეთქი?
9. ყველანი გვაშინებდნენ და ამბობდნენ: ხელები ჩამოუცვივათ საქმიდან და ვეღარც დაასრულებენ. გევედრები, გაამაგრე ახლა ჩემი ხელები.
12. მივხვდი, ღვთის გამოგზავნილი რომ არ იყო. ჩემზე იმიტომ იწინასწარმეტყველა, რომ ტობიას და სანბალატის მოსყიდული იყო.
13. იმისთვის მოისყიდეს, რომ მე შევშინებულიყავი, ისე მოვქცეულიყავი, რომ ცოდვა ჩამედინა და ეს წამხდარი სახელი ჩემს დასამცირებლად გამოეყენებინათ.
14. ღმერთო ჩემო, მათი ამ საქმეებისაებრ გაიხსენე ტობია და სანბალატი, აგრეთვე ნოყადია, წინასწარმეტყველი ქალი, და სხვა დანარჩენი წინასწარმეტყველები, მე რომ მაშინებდნენ.
15. ელულის თვის ოცდამეხუთე დღეს დასრულდა კედელი - ორმოცდათორმეტ დღეში.
16. როცა ეს ყველაფერი ჩვენმა მტრებმა გაიგეს და ჩვენს გარშემო მცხოვრებმა ხალხებმა დაინახეს, დიდად დამცირდნენ საკუთარ თვალში და მიხვდნენ, რომ ჩვენი ღმერთის მიერ იყო ეს საქმე გაკეთებული.

იგავნი 14
14. გულმრუდი კაცი თავისი საქციელით გაძღება, კეთილი კაცი კი - თავისი საქმეებით.
15. სულელს ყველა სიტყვისა სჯერა, საზრიანი კი საკუთარ ნაბიჯს უკვირდება.

ეკლესიასტე 9
10. რისი კეთების ძალაც შესწევს შენს ხელებს, აკეთე; რადგან არც საქმე, არც საფიქრალი, ცოდნა, ან სიბრძნე არ გაგყვება შავეთში, სადაც მიდიხარ.

მათე 10
16. აჰა, მე გგზავნით თქვენ როგორც ცხვრებს მგლების ხროვაში; მაშ, იყავით გონიერნი, როგორც გველები, და უმანკონი, როგორც მტრედები.

ლუკა 14
28. რადგან თუ რომელიმე თქვენგანი მოისურვებს კოშკის აგებას, განა თავდაპირველად არ დაჯდება და გამოთვლის ხარჯს, რაც დასჭირდება მის დასრულებას?
29. რათა, საძირკველს თუ ჩაყრის, მაგრამ ვერ შესძლებს დაასრულოს, მნახველებმა არ დაუწყონ დაცინვა
30. და თქვან: აი, კაცი, რომელმაც დაიწყო შენება და დასრულება კი ვერ შესძლოო.

იოანე 9
4. ჩვენ გვმართებს, სანამდის დღეა, ვაკეთოთ ჩემი მომავლინებლის საქმე; მოდის ღამე, როცა ვეღარავინ შესძლებს კეთებას.

1ტიმოთე 4
14. ნუ უგულებელყოფ შენთვის ბოძებულ ნიჭს, რომელიც მოგეცა წინასწარმეტყველებითა და უხუცესთა ხელდასხმით.
15. ამაზე იზრუნე და ასე იყავი, რათა შენი წარმატება ცხადი შეიქნეს ყველასთვის.


__თემაზე წერდნენ__
***
უდიდეს გადაწყვეტილებებს ღებულობს ის, ვისაც ღვთის შიში და რწმენა გააჩნია.
__ მაჰათმა განდი __

3.42.3. Не бойтесь большого дела
Неем.6,1-3.9.12-16 Пр.14,14.15 Екк.9,10 Матф.10,16 Лук.14,28-30 Ин.9,4; 1Тим.4,14.15