ლოცვა და მარხვა განუყრელია


საკვანძო მუხლები:

ეზრა 8 : 23 ; ეზრა 9 : 5 ; ნეემია 9 : 1 ; დანიელი 9 : 3 ; ლუკა 2 : 37 ; საქმენი მოციქულთა 10 : 30 ; 2ეზრა 8 : 1 ;
=3.35.2. ლოცვა და მარხვა განუყრელია

ეზრ.8,[23]; 9,[5] ნეემ.9,1-3; 2ეზრ.8,49.50  დან.9,3 ლუკ.2,37 საქ.10,30.31

ბიბლიის მუხლები

ეზრა 8
23. ვმარხულობდით და ამას შევსთხოვდით ჩვენს ღმერთს, და მანაც ისმინა ჩვენი.

ეზრა 9
5. ხოლო მწუხრის მსხვერპლშეწირვისას ავდექი ჩემი მარხულობიდან და სამოსელშემოგლეჯილი დავეცი მუხლებზე, და ხელი აღვაპყრე უფლის, ჩემი ღმერთის მიმართ,

ნეემია 9
1. ამავე თვის ოცდამეოთხე დღეს შეიკრიბნენ ისრაელიანები - მარხულნი, ჯვალოთი შემოსილნი და თავზე მტვერდაყრილნი. 
2. გამოეყო ისრაელის მოდგმა ყველა სხვა უცხო გვარ-ტომს. ადგენენ და აღიარეს თავიანთი ცოდვები და მამა-პაპის უკეთურებები.
3. იდგნენ თავ-თავიანთ ადგილას, დღის მეოთხედში და უფლის, თავიანთი ღმერთის რჯულის წიგნს კითხულობდნენ, მეორე მეოთხედში კი აღსარებას ამბობდნენ და თაყვანს სცემდნენ უფალს, თავიანთ ღმერთს.

2ეზრა 8
49. გამოვუცხადე იქ მარხვა ჭაბუკებს ჩვენი უფლის წინაშე,
50. რათა გამოგვეთხოვა მისგან კეთილი გზა ჩვენთვის და ჩვენი თანამგზავრებისთვის, შვილებისათვის და საქონლისათვის;

დანიელი 9
3. პირი მივაქციე უფალი ღმერთისკენ და მივმართე ლოცვითა და ვედრებით, მარხვაში, ჯვალოში და ნაცარში; 

ლუკა 2
37. ოთხმოცდა ოთხი წლის ქვრივი, რომელიც ტაძარს არ შორდებოდა და დღე და ღამ მარხვითა და ლოცვით ემსახურებოდა ღმერთს.

საქმე მოციქულთა 10
30 კორნელიოსმა თქვა: “ოთხი დღის წინ, ამ საათამდე, ვმარხულობდი, მეცხრე საათზე ჩემს სახლში ვლოცულობდი. და აჰა, ჩემს წინაშე დადგა კაცი ელვარე სამოსით.
31 თქვა: ‘კორნელიოს, შესმენილია შენი ლოცვა და შენი მოწყალებანი მოხსენებულია ღვთის წინაშე.

__თემაზე წერდნენ__
*** 
ლოცვა და მარხვა განუყრელნი არიან. 
__ წმ. ნილოს სინელი __

3.35.2. Пост и молитва неразделимы
Езд.8,[23]; 9,[5] Неем.9,1-3; 2Езд.8,49.50 Дан.9,3 Лук.2,37 Деян.10,30.31