სულით სიარული


საკვანძო მუხლები:

რიცხვნი 11 : 27 ; რიცხვნი 27 : 18 ; მსაჯულნი 3 : 10 ; მსაჯულნი 11 : 29 ; მსაჯულნი 13 : 25 ; მსაჯულნი 14 : 6 ; მსაჯულნი 15 : 14 ; 1მეფეთა 10 : 6 ; ესაია 11 : 2 ; ეზეკიელი 36 : 26 ; ლუკა 4 : 1 ; იოანე 3 : 34 ; იოანე 7 : 38 ; საქმენი მოციქულთა 10 : 19 ; საქმენი მოციქულთა 21 : 4 ; 1იოანე 2 : 27 ; რომაელთა 1 : 4 ; რომაელთა 8 : 4 ; 2კორინთელთა 1 : 21 ; 2კორინთელთა 3 : 6 ; გალატელთა 4 : 6 ; გალატელთა 5 : 25 ; გალატელთა 6 : 8 ; ებრაელთა 9 : 14 ;
=3.40.14. სულით სიარული

- უფალ იესო ქრისტეზე ივანებს ღვთის სული ეს.11,2 ლუკ.4,1.14.18 ინ.3,34 რომ.1,4 ებრ.9,14

- ქრისტეს მორწმუნეებზე გადმოდის სული წმიდა ეზეკ.36,26 ინ.7,38.39 რომ.8,11; 2კორ.1,21.22 გალ.4,6

- ღმერთი თავის სულს მოაფენს მისდა სამსახურად რიცხ.11,27; 27,18 მსაჯ.3,10; 11,29

- უფლის სული მიუთითებს საქ.10,19

- სულით ცხებულობა ასწავლის 1ინ.2,27

- სული წმიდა აფრთხილებს საქ.21,4.11

- უფლის სული ამოქმედებს მსაჯ.11,29; 13,25; 14,6; 15,14

- უფლის სული აქადაგებს 1მფ.10,6.9.10 ინ.7,38

- სულით ვიარებოდეთ და არა ხორციელად ეზეკ.36,26.27 რომ.8,4.5.9.13-15; 2კორ.3,6 გალ.5,[25]; 6,8

ბიბლიის მუხლები

რიცხვთა 11
27. მოირბინა ერთმა ყმაწვილმა და შეატყობინა მოსეს, ელდადი და მედადი ქადაგად დაეცნენო ბანაკში.

რიცხვთა 27
18. უთხრა უფალმა მოსეს: წაიყვანე იესო ნავეს ძე, რომელშიც არის სული, და დაასხი მას ხელი.

მსაჯულთა 3
10. უფლის სული იყო მასზე და გახდა იგი ისრაელის მსაჯული. გავიდა სალაშქროდ და ხელში ჩაუგდო უფალმა ქუშან-რიშთაიმი, არამის მეფე. სძლია მისმა ხელმა ქუშან-რიშთაიმს.

მსაჯულთა 11
29. გადმოვიდა უფლის სული იფთახზე და მან გაიარა გალაადი და მენაშე, გაიარა გალაადის მიცფა და გალაადის მიცფადან წავიდა ყამონელებზე.

მსაჯულთა 13
25. უფლის სულმა იწყო მისი აღძვრა დანის ბანაკში ცორასა და ეთშაოლს შორის. 

მსაჯულთა 14
6. მოიცვა იგი უფლის სულმა და თიკანივით შუაზე გახლიჩა ლომი, ისე რომ ხელში არაფერი სჭერია. მამისთვის და დედისთვის არ უთქვამს, რაც ჩაიდინა.

მსაჯულთა 15
14. ლეხთან რომ მივიდა, ყიჟინით შემოეხვივნენ ფილისტიმელები. უფლის სული გადმოვიდა მასზე, თოკები, რომლებითაც ხელები ჰქონდა შეკრული, დამწვარი სელივით შეიქმნა და დასცვივდა ბორკილები ხელებიდან.

1მეფეთა 10
6. ღვთის სული გადმოვა შენზე და მათთან ერთად აქადაგდები, სხვა კაცად გარდაიქმნები.
9. როგორც კი გატრიალდა საული წასასვლელად სამუელისგან, სხვა გული ჩაუდგა მას ღმერთმა და ყველა ნიში აუცხადდა იმ დღეს.
10. ავიდნენ გორაკზე და, აჰა, მოდის მისკენ ქადაგთა გუნდი. გადმოვიდა მასზე ღვთის სული და ისიც მათთან ერთად აქადაგდა.

ესაია 11
2. დაივანებს მასზე უფლის სული, სული სიბრძნისა და გონიერებისა, სული რჩევისა და სიმხნევისა, სული შეგნებისა და უფლის შიშისა

ეზეკიელი 36
26. მოგცემთ ახალ გულს და ახალ სულს ჩაგიდგამთ შიგნით; ამოგაცლით ქვის გულს სხეულიდან და ხორცის გულს ჩაგიდგამთ.

ლუკა 4
1. სულით წმიდით აღვსილი იესო გამობრუნდა იორდანედან, და სულის მიერ გაყვანილ იქნა უდაბნოში.
14. დაბრუნდა იესო სულის ძალით გალილეაში; და მოედო მისი ამბავი მთელს არე-მარეს.
18. სული უფლისა ჩემზე, რომლისთვისაც მცხო და მომავლინა გლახაკთა მახარებლად და გულით შემუსვრილთა მკურნალად,

იოანე 3
34. რადგან ვინც ღმერთმა მოავლინა, ღმრთის სიტყვებს ამბობს, ვინაიდან ღმერთი ზომით როდი იძლევა სულს. 

იოანე 7
38. ვისაც სწამს ჩემი, როგორც ამბობს წერილი, მისი მუცლიდან წარმოდინდებიან ცოცხალი წყლის მდინარენი.
39. ესა თქვა სულზე, მის მორწმუნეებს რომ უნდა მიეღოთ, ვინაიდან ჯერ კიდევ არ იყო მათზე სული, რადგან ჯერ კიდევ არ განდიდებულიყო იესო.

საქმე 10
19 ვიდრე პეტრე ჩვენებაზე ფიქრობდა, სულმა უთხრა მას: “აგერ, სამი კაცი გეძებს შენ.

საქმე 21
4. მოწაფეები მოვინახულეთ და შვიდი დღე დავყავით იქ; ხოლო ისინი, სულით აღძრულნი, იერუსალიმში ასვლას უშლიდნენ პავლეს.
11. ჩვენთან მოვიდა, პავლეს სარტყელი აიღო, ხელ-ფეხი შეიკრა და თქვა: კაცს, ვისიცაა ეს სარტყელი, ასე შეკრავენ იერუსალიმს და წარმართებს მისცემენ ხელში.

1იოანე 2
27. თუმცა ცხება, რომელიც მისგან მიიღეთ, კვლავაც თქვენშია, და არ გჭირდებათ, რომ ვინმემ გასწავლოთ, რადგანაც ცხება, ჭეშმარიტი და არა ყალბი, თვითონვე გასწავლით ყველაფერს, ამიტომ რასაც გასწავლით, მასშივე დარჩით. 

რომაელთა 1
4. ძალით, სიწმიდის სულითა და მკვდრეთით აღდგომით ღვთის ძედ განჩინებულს, უფალს ჩვენსას იესო ქრისტეს, 

რომაელთა 8
4. და, ამრიგად, რჯულის სიმართლე აღსრულებულიყო ჩვენში, რომელნიც ხორციელად კი არ ვცხოვრობთ, არამედ - სულიერად.
5. რადგანაც ხორციელნი ხორცისას იზრახავენ, სულიერნი კი - სულისას.
9. ხოლო თქვენ ხორციელად მყოფნი კი არა ხართ, არამედ - სულიერად, თუკი სული ღვთისა დამკვიდრებულია თქვენში. მაგრამ ვისაც ქრისტეს სული არა აქვს, იგი არც არის მისი.
11. და თუ მისი სული, ვინც მკვდრეთით აღადგინა იესო, დამკვიდრებულია თქვენში, ქრისტეს მკვდრეთით აღმდგენი თქვენს მოკვდავ სხეულებსაც გააცოცხლებს თავისი სულით, რომელიც მკვიდრობს თქვენში.
13. რადგან თუ ხორციელად ცხოვრობთ, სიკვდილი გელით, ხოლო თუ სულით მოაკვდინებთ ხორცის საქმეს, ცოცხალნი იქნებით.
14. ვინაიდან ღვთის ძეა ყველა, ვისაც ღვთის სული წარმართავს.
15. რადგან მონობის სული როდი მიგიღიათ, რომ კვლავ გეშინოდეთ, არამედ მიიღეთ ძეობის სული, რომლითაც ვღაღადებთ: აბბა, მამაო!

2კორინთელთა 1
21. ხოლო ვინც თქვენთან ერთად განგვამტკიცა ქრისტეში და ცხებულნი გვყო, ეს არის ღმერთი,
22. რომელმაც ასევე აღვგბეჭდა და მოგვცა წინდი სულისა ჩვენს გულებში.

2კორინთელთა 3
6. არა, ღმერთმა მოგვცა იმისი ძალა, რომ ახალი აღთქმის მსახურნი ვიყოთ; არა ასოსი, არამედ სულისა, ვინაიდან ასო კლავს, ხოლო სული აცოცხლებს.

გალატელთა 4
6. ხოლო რაკი ძენი ხართ, ღმერთმა მოავლინა თქვენს გულებში თავისი ძის სული, რომელიც ღაღადებს: „აბბა, მამაო“!

გალატელთა 5
25. თუ სულით ვცოცხლობთ, სულითვე უნდა ვიაროთ. 

გალატელთა 6
8. ვინც ხორცისთვის თესავს, ხორცისგან მოიმკის ხრწნილებას, ხოლო ვინც სულისთვის თესავს, სულისგან მოიმკის საუკუნო სიცოცხლეს.

ებრაელთა 9
14. განა სისხლი ქრისტესი, რომელმაც მარადიული სულით უბიწო მსხვერპლად შესწირა თავი ღმერთს, ათასწილ უფრო მეტად არ განწმედს თქვენს სინიდისს მკვდარ საქმეთაგან, ცოცხალი ღმრთის სამსახურისთვის?


3.40.14. Хождение Духом
- Дух Святой на Иисуса Христа Ис.11,2 Лук.4,1.14.18 Ин.3,44 Рим.1,4 Евр.9,14 
- Дух Святой на веруюших Иисуса Христа Иез.36,26 Ин.7,38.39  Рим.8,11,, 2Кор.1,21.22  Гал.4,6 
- Бог Своего Духа изливает для служения Чис.11,27,, 27,18 Суд.3,10,, 11,29 
- Дух Господень указывает Деян.10,19 
- Помазание с Духом Святым научает 1Ин.2,27 
- Дух Святой предупреждает Ин.14,31 Деян.21,4.11 
- Духом Святим деиствуют Суд.11,29,, 13,25,, 14,6,, 15,14 
- Дух Святой даеть пророчествоват 1цар.10,6.9.10 Ин.7,38 
- Должны действовать с Духом, да не плотью Иез.36,26.27 Рим.8,4.5.13-15,, 2Кор.3,6 Гал.5,[25],, 6,8