არ გაიხარონ მტრებმა ჩვენზედა

საკვანძო მუხლები:

ფსალმუნები 24 : 2 ; ფსალმუნები 34 : 15 ; ფსალმუნები 37 : 17 ;
3.15.11. __

- ქართული სიმღერის ბიბლიური პირველწყარო ფს.24,2; 34,15.[19].24-27; 37,17

ბიბლიის მუხლები

ფსალმუნი 24
2. ღმერთო ჩემო! შენ გესავ, ნუ შევრცხვები, ნუ იზეიმებს მტერი ჩემზე.

ფსალმუნი 34
15. ხოლო ჩემი მარცხის ჟამს ხარობდნენ და იკრიბებოდნენ; იკრიბებოდნენ ჩემს წინააღმდეგ სულმდაბალნი და არ ვიცოდი - რატომ; სულს მიგლეჯდნენ და არ მეშვებოდნენ.
19. არ გაიხარონ ჩემზე მტრებმა ტყუილუბრალოდ, ჩემი მოძულენი უმიზეზოდ თვალით ანიშნებენ ერთიმეორეს.
24. გამასამართლე შენი სიმართლით და ნურავინ გაიხარებს ჩემზე.
25. ნუ იტყვიან თავიანთ გულში: ოჰო! ასე გვენება. ნუ იტყვიან: ჩავყლაპეთ იგი.
26. შერცხვნენ და გაწბილდნენ ყველანი, ვისაც ჩემი ცუდი უხარია, სირცხვილით შეიმოსონ, ვინც ჩემთან მედიდურად იქცევა.
27. იგალობონ და იმხიარულონ ჩემი სიმართლის მსურველებმა და თქვან მარადჟამს: განდიდდეს უფალი, მისი მორჩილისთვის მშვიდობის მსურველი.

ფსალმუნი 37
17. რადგან ვთქვი: ნუმც გაიხარონ ჩემზე; თუ ფეხი გადამიბრუნდა, გაბატონდებიან ჩემზე.