ღვთის სიბრძნის მოსმენა ატკბობთ ქვეყნიურად მცხოვრებთ


საკვანძო მუხლები:

3მეფეთა 4 : 34 ; 3მეფეთა 10 : 7 ; მათე 12 : 42 ; ლუკა 2 : 52 ; ლუკა 11 : 31 ; ებრაელთა 1 : 3 ;
1.2.3 ღვთის სიბრძნის მოსმენა ატკბობთ ქვეყნიურად მცხოვრებთ

3მფ. 4,34; 10,7.24; მათ. 12[42]; ლუკ. 2,52; 11,31; ებრ. 1,3

ბიბლიის მუხლები

3მეფეთა 4
34. მოდიოდნენ ყველა მოდგმის ხალხისგან სოლომონის სიბრძნის მოსასმენად და ქვეყნის ყველა მეფისგან, ვისაც კი სმენოდა მისი სიბრძნის ამბავი. 

3მეფეთა 10
7. სიტყვების არ მჯეროდა, ვიდრე თავად არ მოვედი და ჩემი თვალით არ ვიხილე. აჰა, თურმე ნახევარიც არ უთქვამთ ჩემთვის. უფრო მეტი სიბრძნე და დოვლათი გქონია, ვიდრე გამეგონა.
24. მთელი ქვეყანა ესწრაფოდა სოლომონის ნახვას, რომ მოესმინათ მისი სიბრძნე, რომელიც გულში ჩაუდო ღმერთმა.

მათე 12
42. სამხრეთის დედოფალი აღსდგება განკითხვისას ამ მოდგმასთან ერთად და შეაჩვენებს მას, ვინაიდან ქვეყნის დასალიერიდან მოვიდა სოლომონის სიბრძნის სასმენად, და, აჰა, აქ სოლომონზე უმეტესია.

ლუკა 2
52. ხოლო იესოს ემატებოდა სიბრძნე და ასაკი და მადლი ღმრთისა და კაცთა წინაშე.

ლუკა 11
31. სამხრეთის დედოფალი აღდგება განკითხვისას კაცთა ამ მოდგმასთან ერთად და შეაჩვენებს მათ; ვინაიდან ქვეყნის დასალიერიდან მოვიდა სოლომონის სიბრძნის სასმენად და, აჰა, აქ სოლომონზე უმეტესია.

ებრაელთა 1
3. რომელიც არის ბრწყინვალება დიდებისა და მისი არსების აღნაბეჭდი, თავისი ძალმოსილების სიტყვით ყოვლის მტვირთველი და, ცოდვებისგან ჩვენი განწმედის შემდეგ, ზესკნელს სიდიადის მარჯვნივ მჯდომელი,

__თემაზე წერდნენ__

_______მუშა ბოქულაძედან
....(მღვდლის) სიტყვები ზოგჯერ თუმცა არ მესმის,
მაგრამ გულს კი უხარია მათ სმენა!
სულს მიმაგრებს ძალა ნუგეშ-ცემისა,
ზეციურის მადლით განათებული.
გულში ქრება ღელვა სიბოროტისა. -
ვჰგრძნობ სიმშვიდეს... ლოცვაებსა ვიგონებ....
და აღარ ვსწყევ ჩემ შობის დღეს, ჩემს ბედსა....
თითქოს ჩემს ქოხს დაჰფრინვენ ანგელოზნი....
__გრ.ორბელიანი__

***
არის წიგნი, რომელშიც ყოველივე ახსნილია, განმარტებული, ნაქადაგები დედამიწის ყველა კუთხეში, გამოყენებულია ცხოვრების ყოველგვარ მდგომარეობაში და მსოფლიო მოვლენებში; რომლისგანაც შეუძლებელია გაიმეორო რომელიმე გამოთქმა,, რომელიც არ იცოდნენ ზეპირად, რომელიც არ იყოს ანდაზად ქცეული მსოფლიოს ხალხებში; ის არ შეიცავს ჩვენთვის რაიმე შეუცნობელს.
ამ წიგნს სახარება ეწოდება და ასეთია მისი მუდამ ახალი ბრწყინვალება, და თუ ჩვენ, ქვეყნიერებით მოყირჭებულნი ან ამაოებით გათანგულნი შემთხვევით ვფურცლავთ მას, უკვე აღარ ძალგვიძს შევეწინააღმდეგოთ მის მიერ ტკბილ გატაცებას.
__ა. პუშკინი__

***
აზრების სიღრმე და სიმდიდრე, რომელთაც უხსნის ადამიანს სახარება, დაასურათხატა თავის ლექსში „ვარსკვლავები“ ცნობილმა მწერალმა-სლავოფილმა ა. ხომიაკოვმა, სადაც სახარების შინაარსში წვდომას ადარებს ცის თაღზე ვარსკვლავების გულისყურით თვალიერებას.
__იაკობ ლევენი__