შედარება ანგელოზებთან


საკვანძო მუხლები:

2მეფეთა 14 : 17 ; ეზეკიელი 28 : 14 ; ლუკა 20 : 36 ; 1კორინთელთა 13 : 1 ; გალატელთა 4 : 14 ; გამოცხადება 2 : 9 ;
2. 9.13. შედარება ანგელოზებთან

2მფ.14,17.[20] ეზეკ.28,14 ლუკ.20,36; 1კორ.13,1 გალ.4,14 გმცხ.2,9

ბიბლიის მუხლები

2მეფეთა 14
17. იფიქრა შენმა მორჩილმა, ნუგეში იქნება-მეთქი მეფე-ბატონის სიტყვა, რადგან ღვთის ანგელოზივით არის ჩემი მეფე-ბატონი, და გაარჩევს კეთილს და ბოროტს. შენთან იყოს უფალი, შენი ღმერთი.
20. ნართაულად რომ ეჩვენებინა საქმე, იმიტომ მოიქცა ასე იოაბი. მაგრამ ღვთის ანგელოზივით ბრძენია ჩემი ბატონი და ყველაფერს მიხვდება ამ ქვეყანაზე. 

ეზეკიელი 28
14. მფარველი ქერუბიმივით ცხებული იყავი და ღვთის წმიდა მთაზე დაგსვი; იქ იყავი და ცეცხლის ქვათა შორის მიმოდიოდი. 

ლუკა 20
36. თვით სიკვდილსაც კი ხელი არა აქვს მათთან, ვინაიდან ანგელოზთა სწორნი და ღმრთის ძენი, აღდგომის ძენი არიან. 

1კორინთელთა 13
1. კაცთა და ანგელოზთა ენებზეც რომ ვმეტყველებდე, სიყვარული თუ არა მაქვს, მხოლოდ რვალი ვარ მოჟღრიალე, მხოლოდ წკრიალა წინწილი. 

გალატელთა 4
14. მაგრამ თქვენ არ შეიზიზღეთ და არც უგულებელყავით ჩემი ხორციელი განსაცდელი, არამედ შემიწყნარეთ, როგორც ღვთის ანგელოზი, როგორც ქრისტე იესო.

გამოცხადება 2
9. ვიცი შენი გასაჭირი და სიღატაკე, - თუმცაღა მდიდარი ხარ, - და გმობა მათგან, რომელნიც ამბობენ, იუდეველნი ვართო, და არ კი არიან, არამედ საკრებულო სატანისა.


2.9.13. Сравнение с ангелами
2цар. 14,17.[20] Иез. 28,14 Лук. 20,36; 1Кор. 13,1 Гал. 4,14 Отк. 2,9