წვიმის მოსვლა-არმოსვლა ლოცვის შედეგად


საკვანძო მუხლები:

1მეფეთა 12 : 17 ; 3მეფეთა 17 : 1 ; 3მეფეთა 18 : 1 ; ზაქარია 10 : 1 ; იაკობი 5 : 17 ; გამოცხადება 11 : 6 ; ზაქარია 14 : 17 ;
=3.21.3. წვიმის მოსვლა-არმოსვლა ლოცვის შედეგად

1მფ.12,[17.18]; Зმფ.17,1; 18,1.41-45  ზაქ.10,1; 14,17 იაკ.5,17.18 გმცხ.11,6 

1მეფეთა 12
17. ხომ პურის მკის დრო არის ახლა? შევსთხოვ უფალს და მოავლენს იგი ჭექა-ქუხილსა და წვიმას, რომ იცოდეთ და ნახოთ, რა დიდია თქვენი ბოროტება, უფლის წინაშე რომ ჩაიდინეთ, როცა მეფე მოითხოვეთ.
18. შესთხოვა სამუელმა უფალს და მოავლინა უფალმა ჭექა-ქუხილი და წვიმა იმ დღეს. ძლიერ შეეშინდა ხალხს უფლისა და სამუელისა.

3მეფეთა 17
1. უთხრა ელია თიშბელმა, გალაადის მაცხოვრებმა, აქაბს: ვფიცავ უფალს, ისრაელის ღმერთს, რომლის წინაშე ვდგავარ, რომ არ იქნება ამ წლებში ცვარი და წვიმა, თუ არა ჩემს სიტყვაზე.

3მეფეთა 18
1. გამოხდა მრავალი ხანი და მესამე წელს გამოეცხადა უფლის სიტყვა ელიას: წადი, ეჩვენე აქაბს და მეც ვაწვიმებ მიწის პირზე.
41. უთხრა ელიამ აქაბს: წადი, ჭამე და სვი, რადგან წვიმის ხმაური ისმის უკვე.
42. წავიდა აქაბი, რომ ეჭამა და ესვა; ხოლო ელია ქარმელის თავზე ავიდა, მიწაზე გაწვა და პირისახე მუხლებში ჩამალა.
43. უთხრა მსახურს: წადი, ზღვისკენ გაიხედე. ისიც წავიდა და გაიხედა. თქვა: არაფერი ჩანს. უთხრა ელიამ: შვიდგზის გააკეთე ასე.
44. მეშვიდე ჯერზე თქეა: აჰა, მცირე ღრუბელი, მუჭისოდენა, ამოდის ზღვიდან. თქვა ელიამ: წადი, უთხარი ახაბს, ეტლი შეკაზმე და გაბრუნდი, წვიმამ არ მოგისწროს-თქო.
45. ამასობაში ცა მოიღრუბლა, ქარმა დაუბერა და წამოვიდა ხშირი წვიმა. შეჯდა ეტლზე აქაბი და იზრეყელისკენ გაემართა.

ზაქარია 10
1. შესთხოვეთ უფალს წვიმა გვიანი წვიმობის ჟამს; უფალი მოიღებს ღრუბელს და მისცემს მათ წვიმის ღვარს, ჯეჯილს ყველასთვის ყანაში.

ზაქარია 14
17. თუ ვინმე დედამიწის ტომთაგან არ ავა იერუსალიმს მეფის, ცაბაოთ უფლის თაყვანსაცემად და კარვების დღესასწაულის საზეიმოდ, არ იქნება წვიმა მათზე.

იაკობი 5
17. ელია ჩვენნაირი კაცი იყო და ლოცვით ილოცა, რომ არ ეწვიმა, და სამი წლისა და ექვსი თვის მანძილზე წვეთი არ დასცემია მიწას.
18. კვლავ ილოცა და მისცა ცამ წვიმა, და მიწამაც აღმოაცენა თვისი ნაყოფი.

გამოცხადება 11
6. მათ აქვთ ხელმწიფება ზეცის დახშვისა, რათა არ იწვიმოს მათი წინასწარმეტყველების დღეებში, და აქვთ ხელმწიფება წყალთა მიმართ, რათა სისხლად აქციონ და ათასგვარი წყლულით მოწყლან ქვეყანა, როცა ინებებენ.

3.21.3. Дождь по молитве, воздействие
1цар.12,[17.18]; Зцар.17,1; 18,1.41-45 Зах.10,1; 14,17 Иак.5,17.18 Отк.11,6