ღმერთი აუცილებელია ადამიანისთვის


საკვანძო მუხლები:

1მეფეთა 7 : 2 ; იერემია 3 : 22 ; იერემია 31 : 18 ; ოსია 3 : 5 ; ოსია 6 : 3 ;
1.2.52. ღმერთი აუცილებელია ადამიანისთვის

1მფ. 7,[2]; იერ. 3,[22]; 31,18 ოს.3,5; 6,3

ბიბლიის მუხლები

1მეფეთა 7
2. გამოხდა მრავალი ხანი კიდობნის დასვენებიდან კირიათ-იეყარიმში, გავიდა ოცი წელი და მოენატრა უფალი მთელს ისრაელს. =1.2.52

იერემია 3
22. მოიქეცით ჩემკენ, გაქცეულო შვილებო! მე განვკურნავ თქვენს განდგომილებას. აჰა, მოვედით შენთან, რადგან შენ უფალი ხარ, ჩვენი ღმერთი.

იერემია 31
18. რადგან მოქცევის შემდეგ მოვინანიებ და დასჯის შემდეგ თეძოებზე ხელებს დავიცემ; შერცხვენილი ვარ და გაწბილებული, რადგან ჩემი სიყმაწვილის სირცხვილს ვატარებ.

ოსია 3
5. მერე მოიქცევიან ისრაელიანები და ძებნას დაუწყებენ უფალს, თავიანთ ღმერთს, და დავითს, თავიანთ მეფეს, და მოწიწებით განიმსჭვალებიან უფლისა და მისი მადლის წინაშე უკანასკნელ დღეებში.

ოსია 6
3. შევიცნოთ, ვესწრაფოთ უფლის შეცნობას; განთიადივით საიმედოა მისი ამოსვლა, წვიმასავით მოგვივა, ისხარივით, მიწას რომ რწყავს.

__თემაზე წერდნენ__
*** 
ღმერთი არის ჩვენი გულისგული და მის გარეთ ისევე მოუსვენრად ვართ, როგორც წყალთა გარე გადმოგდებული თევზი, ანდა როგორც ჩვენი სხეულის ნაღრძობი ადგილი, რომელსაც დაუკარგავს ჩვეული მდგომარეობა. 
__ ნეტარი ავგუსტინე __

*** 
ორმოცი წლის წინათ მე ჯერ კიდევ არ ვარსებობდი და არ შემეძლო თვითონვე მიმენიჭებინა ჩემი თავისთვის არსებობა, ისევე როგორც ამჟამად, როცა უკვე ვარსებობ, არ შემიძლია არ ვარსებობდე; მაშასადამე, მე დავიწყე და განვაგრძობ არსებობას რაღაცის წყალობით, რაც ჩემს გარეთაა, რაც ჩემს შემდეგაც იქნება, და რაც ჩემზე მაღალია და ძლიერი. და თუ ეს ღმერთი არ არის, მაშინ, დაე მითხრან რა არის ეს. 
__ ლაბრუიერი __

*** 
ამ ქვეყნად ყველაფერი ან კაცის უბედურებას გვიმოწმებს ანდა უფლის გულმოწყალებას; ყველაფერი გვიჩვენებს ან კაცის უძლურებას უღმერთოდ, ან კაცის ძლიერებას ღმერთით. 
__ ბლეზ პასკალი __

*** 
კაცი უთუოდ ფიქრისთვის არის შექმნილი; ესაა მთელი მისი ღირსება და უმთავრესი დანიშნულება; მოვალეობა კი ისაა, რომ კეთილგონივრულად იფიქროს. რაც შეეხება დასაწყისს, რასაჯვირველია, თავის თავზე, თავის შემოქმედსა და თავის აღსასრულზე ფიქრით უნდა დაიწყოს.
მაგრამ რაზე ფიქრობენ კაცნი? ამაზე? არა, მათი საფიქრალი სულ სხვა რამეა: ტაშ-ფანდური, ცეკვა, სიმღერა, ლექსების თხზვა, დროსტარება, ომი, სამეფოს ხელში ჩაგდება და ა.შ. და ა.შ., ისე რომ ერთხელაც არ დაფიქრდებიან ერთხელაც არ ჰკითხავენ თავიანთ თავს: რას ნიშნავს იყო მეფე? რას ნიშნავს იყო ადამიანი? 
__ ბლეზ პასკალი __

*** 
მხოლოდ ის რელიგიაა ჭეშმარიტი, რომელიც იცნობს ჩვენს ბუნებას. მან უნდა შეიცნოს ადამიანის სიდიადე და სიმდაბლე, როგორც ერთის, ისე მეორის მიზეზი. მაგრამ რომელმა რელიგიამ შეიცნო ეს ქრისტიანულის გარდა? 
__ ბლეზ პასკალი __

*** 
დაიღუპება ხალხი ღვთის სიტყვის გარეშე, რადგან სწყურია სულს სიტყვა და ყოველი მისი მშვენიერების მიღება. 
__ თ. დოსტოევსკი __

*** 
- არსებობს თუ არა ღმერთი? - ჰკითხეს.
- იფიქრე, შეიცვლება თუ არა შენი მოქმედება იმისდა მიხედვით, რა პასუხს მიიღებ ამ კითხვაზე. თუ არ შეიცვლება, მაშინ მხოლოდ ამით შემიძლია დაგეხმარო, გეტყვი, რომ თავად უპასუხე ამ კითხვას: შენ გჭირდება ღმერთი. 
__ უპასუხა კოინერმა __

*** 
ერთადერთი, ვის გარეშეც ადამიანის არსებობა შეუძლებელია, ეს არის ღმერთი. 
__ მაჰათმა განდი __

*** 
თუმცა ჯაჭვებით უხილავით, მარადიულით,
არამქვეყნიურ ნაპირებთან ჩვენ ვართ მიბმული
და მაინც უნდა გავიაროთ ის წრე ღვთიური, 
რაც ზენაარმა დაგვისაზღვრა და რაც იბრუნვის.
ყოველმან, ვინც კი ეთანხმება უმაღლეს ნებას,
თავისი ნებით ნება სხვისა კვლავ აღასრულოს,
რადგან ანათებს უსხეულო უბიწოებას,
უფლის ნათელი მარადისი და უსასრულო. 
__ ვ. სოლოვიოვი __

*** 
სულიერი აღორძინების გარეშე კაცობრიობა ვერ აერიდება გოლგოთას და მესამე მსოფლიო ომს. 
__ ეიზენჰაუერი __

***
ადამიანის მთელი ისტორია, ეს არის - გამორბის ადამიანი და მოსდევს ღმერთი ძახილით, მობრუნდი! და ვინც შეჩერდა, ის არის ღვთისნიერი.
__ რეზო ბაქრაძე __