საკვები და წყალი სიცოცხლისთვისაა, სულის მოსაბრუნებლადაა საჭირო

საკვანძო მუხლები:

მსაჯულნი 15 : 19 ; 1მეფეთა 30 : 12 ; 3მეფეთა 17 : 4 ; 3მეფეთა 18 : 5 ; იობი 29 : 19 ; ფსალმუნები 32 : 19 ; იგავნი 10 : 3 ; იგავნი 13 : 25 ;
3.44.1.__

მსაჯ.15,[19],, 1მფ.30,12; Зმფ.17,4-6; 18,5 იობ.29,19 ფს.32,19 იგ.10,3,, 13,25 ეს.41,17.18; 44,3 

ბიბლიის მუხლები

მსაჯულთა 15
19. გააჩინა ღმერთმა ლეხში ნაპრალი და ამოხეთქა იქიდან წყალმა. დალია სამსონმა, სული მოიბრუნა და გამოცოცხლდა. ამიტომაც ეწოდა იმ ადგილს ვედრების წყარო, რომელიც დღემდეა ლეხში.

1მეფეთა 30
12. მისცეს ტყლაპის ნაჭერი და ორი მტევანი ჩამიჩი. შეჭამა კაცმა და მოსულიერდა, რადგან სამი დღე და ღამე უჭმელ-უსმელი იყო.

3მეფეთა 17
4. ამ ხევიდან სვი წყალი; ყორნებს ვუბრძანებ, რომ გკვებონ მანდ.

5. წავიდა ისიც და უფლის სიტყვისამებრ მოიქცა; წავიდა და ჩაჯდა ქერითის ხევში, იორდანეს გასწვრივ.
6. მოჰქონდათ მისთვის ყორნებს დილაობით პური და ხორცი, და საღამოობითაც პური და ხორცი. წყალს კი ხევიდან სვამდა.

3მეფეთა 18
5. უთხრა აქაბმა აბდიას: წადი და მოიარე ქვეყნის წყაროები და ხევები; იქნებ აღმოჩნდეს სადმე ბალახი რომ როგორმე გამოვკვებო ცხენები და ჯორები, და არ მოგვიხდეს პირუტყვის დახოცვა.

იობი 29
19. ჩემი ფესვი გაიშლებოდა წყალში და ჩემ რტოებზე ღამეს გაათევდა ცვარი.

ფსალმუნი 32
19. რომ იხსნას მათი სული სიკვდილისაგან და ასაზრდოოს შიმშილობის დროს.

იგავნი 10
3. უფალი მართალის სულს არ დაამშევს, ხოლო ბოროტეულთა სიხარბეს უკუაგდებს.

იგავნი 13
25. მართალი მხოლოდ დასანაყრებლად ჭამს, ბოროტეულთა სტომაქს კი მუდამ ეშიება.

ესაია 41
17. ჩაგრულნი და უპოვარნი წყალს ეძებენ, მაგრამ არ არის; ენა გამშრალი აქვთ წყურვილისგან. მე, უფალი, შევეხმიანები, ისრაელის ღმერთი მათ არ მივატოვებ.
18. გავხსნი ნაკადულებს ხმელგორებზე და წყაროებს ტრამალებში; უდაბნოს წყლის ტბორად ვაქცევ, ხრიოკ მიწას - წყაროსთვალად.

ესაია 44
3. რადგან წყალს მივუღვრი ურწყულს და ნაკადულებს - გამომშრალ მიწას; ჩემს სულს მივუღვრი შენს ნატამალს და ჩემს კურთხევას - შენს შთამომავლებს.