მოწმიდარობა დედის მუცლიდან სიკვდილამდე

საკვანძო მუხლები:

მსაჯულნი 13 : 3 ; 1მეფეთა 1 : 11 ;
3.19.4. __
 
მსაჯ.13,3-5.7.12-14; 1მფ.1,11.21.22.28

ბიბლიის მუხლები

მსაჯულნი 13
3. გამოეცხადა ქალს უფლის ანგელოზი და უთხრა: აჰა, ბერწი ხარ და შვილს ვერ აჩენ, მაგრამ დაორსულდები და ვაჟი შეგეძინება.
4. ოღონდ ფრთხილად იყავი, არ დალიო ღვინო და თაფლუჭი, უწმიდურიც არაფერი ჭამო.
5. რადგან, აჰა, დაორსულდები და ვაჟი შეგეძინება, სამართებელი არ უნდა მიეკაროს მის თავს, რადგან ღვთის მოწმიდარი იქნება იგი დედის მუცლიდანვე და შეუდგება ისრაელის დახსნას ფილისტიმელთა ხელიდან.
7. მითხრა: აჰა, დაორსულდები და ვაჟი შეგეძინება, ოღონდ არ დალიო ღვინო და თაფლუჭი, უწმიდურიც არაფერი ჭამო, რადგან ყმაწვილი დედის მუცლიდან სიკვდილამდე ღვთის მოწმიდარი იქნებაო.
12. უთხრა მანოახმა: თუ მართლა ახდა შენი სიტყვა, რა უნდა ვუყოთ ამ ყმაწვილს, როგორ უნდა მოვექცეთ?
13. უთხრა უფლის ანგელოზმა მანოახს: ერიდოს ყველაფერს, რაც ქალს ვუთხარი.
14. არაფერს გაეკაროს ვაზისაგან მოწეულს, არც რამე უწმიდური ჭამოს. შეასრულოს ყველაფერი, რაც ვუბრძანე

1მეფეთა 1
.11. აღუთქვამდა და ეუბნებოდა: ცაბაოთ უფალო, თუ მიხედავ შენი მხევლის ტანჯვას, თუ გამიხსენებ და არ დაივიწყებ შენს მხევალს, და მისცემ შენს მხევალს ვაჟიშვილს, უფალს დავუთმობ მას. ვიდრე ცოცხალი იქნება, დანა არ შეეხება მის თავს.
21. წავიდა კაცი ელკანა მთელი თავისი სახლითურთ უფლისათვის ყოველწლიური მსხვერპლის შესაწირად და თავისი აღთქმის აღსასრულებლად.
22. ხანა არ წასულა, უთხრა ქმარს: როცა ძუძუს მოსწყდება, მაშინ წავიყვან. გამოცხადდება უფლის წინაშე და სამუდამოდ იქ დარჩება.
28. ამიტომაც უფლისათვის მიმიბარებია იგი. ვიდრე ცოცხალია, უფლისთვის იქნება მიბარებული. და თაყვანი სცა იქ უფალს.