ისრაელიანებთან ერთად მცხოვრები სხვა მოსახლეობა


საკვანძო მუხლები:

იესო ნავეს ძე 15 : 63 ; იესო ნავეს ძე 16 : 10 ; იესო ნავეს ძე 17 : 12 ; მსაჯულნი 1 : 16 ; მსაჯულნი 2 : 3 ; გამოსვლა 12 : 38 ; ლევიანნი 17 : 12 ; ლევიანნი 25 : 46 ; რიცხვნი 2 : 8 ;
=1.2.45. ისრაელიანებთან ერთად მცხოვრები სხვა მოსახლეობა

გამ.12,38 ლევ.17,12; 25,46 რიცხ.2,8 იესნ.15.[63]; 16,10; 17,12.13; მსაჯ.1,16.21.27-35; 2,3

ბიბლიის მუხლები

გამოსვლა 12
38. უცხოტომელთა მრავალრიცხოვანი ბრბო გამოვიდა მათთან ერთად და წვრილფეხა და მსხვილფეხა საქონლის ფრიად დიდი ჯოგი.


ლევიანნი 17
12. არც ერთი თქვენგანი და არც თქვენ შორის მაცხოვრებელი ხიზანი არ უნდა ჭამდეს სისხლს.

ლევიანნი 25
46. ...სამუდამოდ დაიმონებთ მათ...

რიცხვნი 2
8. აღირიცხა მისი ლაშქარი და მასთან მყოფნი...

იესო ნავეს ძე 15
63. იებუსეველები, იერუსალიმის მკვიდრნი, ვერ აჰყარეს იუდაელებმა და დღემდე ცხოვრობენ იებუსეველები იერუსალიმში. 

იესო ნავეს ძე 16
10. არ აუყრიათ მათ გაზერში მცხოვრები ქანაანელები. და დღემდე ცხოვრობენ ქანაანელები ეფრემიანთა შორის და ხარკს იხდიან. 

იესო ნავეს ძე 17
12. ვერ დაისაკუთრეს მენაშეანებმა ეს ქალაქები და დარჩნენ საცხოვრებლად ამ მხარეში ქანაანელები.
13. როცა მომძლავრდნენ ისრაელიანები, მოხარკეებად გაიხადეს ქანაანელები, აყრით კი არ აუყრიათ.

მსაჯულნი 1
16. მოსეს სიმამრის, იოთორ კენიელის შთამომავლებიც თან ამოჰყვნენ იუდიანებს ფინიკთა ქალაქიდან იუდას უდაბნოში, რომელიც არადის სამხრეთით მდებარეობს. მოვიდნენ და ადგილობრივ ხალხში ჩასახლდნენ.
21. მაგრამ იებუსეველები - იერუსალიმის მკვიდრნი ვერ აჰყარეს ბენიამინიანებმა და იებუსეველები დღემდე ცხოვრობენ იერუსალიმში ბენიამინიანთა გვერდით.
27. მენაშემ ვერ აჰყარა ბეთ-შეანი თავისი სოფლებითურთ, ვერც თაყანაქი თავისი სოფლებითა და მცხოვრებლებითურთ, ვერც დორი თავისი სოფლებითა და მცხოვრებლებითურთ, ვერც იბლეყამი თავისი სოფლებითა და მცხოვრებლებითურთ, ვერც მეგიდო თავისი სოფლებითურთ. დარჩნენ და ცხოვრობდნენ ქანაანელები ამ მიწაზე.
28. როცა მომძლავრდა ისრაელი, დახარკა ქანაანელები, აყრით კი ვერ აჰყარა.
29. ეფრემმა ვერ აჰყარა გაზერის ქანაანელები, ცხოვრობდნენ ქანაანელები გაზერში მათ გვერდით და ხარკს უხდიდნენ.
30. ზაბულონმა ვერ აჰყარა კიტრონელები და ნაქლოლელები, ცხოვრობდნენ ისინი მათ გვერდით და მისი მოხარკენი შეიქნენ.
31. აშერმა ვერ აჰყარა ყაქოელები, რომლებიც ხარკს უხდიდნენ, ვერც დორელები და სიდონელები, ვერც ახლაბელები, აქზიბელები, ქელბელები, აფიკელები და რექობელები.
32. ცხოვრობდა აშერი იქაურ ქანაანელებს შორის, რადგან ვერ აჰყარა ისინი.
33. ნაფთალიმ ვერ აჰყარა ბეთ-შემეში და ბეთ-ანათი; ცხოვრობდა იქაურ ქანაანელებს შორის. ბეთ-შემეშელებიც და ბეთ-ანათელებიც მისი მოხარკენი შეიქნენ.
34. ამორეველებმა მთებში შეიმწყვდიეს დანელები და ბარად არ ჩამოუშვეს.
35. დარჩნენ და ცხოვრობდნენ ამორეველები ქარ-ქერესში, სადაც დათვები და მელებია, აიალონში და შაყალბიმში, მაგრამ იოსების სახლის ხელი მძიმედ დააწვა ამორეველებს და მოხარკედ გაუხდნენ ისინი.

მსაჯულნი 2
3. ამიტომაც გეუბნებით: მათ, ვის აყრასაც ვაპირებდი, აღარ ავყრი. აღარ ავყრი მათ თქვენგან, რომ ხუნდებად გექცნენ ისინი, მახედ გექცნენ მათი ღმერთები.

1.2.45. Другиe нaроды Изрaиля вмeстe с eврeями
Исх.12,38 Лев.17,12; 25,46 Чис.2,8 Иис.15,[63],, 16,10,, 17,12.13 Суд.1,16.21.27-35,, 2,5