შიში გამომდინარე შეცოდებიდან


საკვანძო მუხლები:

იესო ნავეს ძე 7 : 1 ; 1მეფეთა 18 : 12 ; იობი 15 : 20 ; ფსალმუნები 72 : 19 ; ფსალმუნები 118 : 120 ; დაბადება 3 : 10 ; ესაია 33 : 14 ; ესაია 57 : 11 ; დაბადება 3 : 11 ; მარკოზი 6 : 20 ; ლუკა 8 : 37 ; საქმენი მოციქულთა 24 : 25 ; იაკობი 2 : 19 ; დაბადება 50 : 17 ;
3.51.14. შიში გამომდინარე შეცოდებიდან

დაბ.3,[10.11]; 50,17 იესნ.7,1.5,, 1მფ.18,12.29 იობ.15,20.21 ფს.72,19,, 118,120 ეს.33,14; 57,11 მარ.6,20 ლუკ.8,37 საქ.24,25 იაკ.2,19

ბიბლიის მუხლები

დაბადება 3
10. მიუგო: შენი ხმა მომესმა ბაღში და შემეშინდა, შიშველი რომ ვარ, და დავიმალე.

დაბადება 50
17. ‘ასე უთხარით იოსებს: გემუდარები, შეუნდე შენს ძმებს დანაშაული და ცოდვა, რადგან ბოროტად მოგექცნენ.’ ახლა შეუნდე დანაშაული მამაშენის ღმერთის მსახურებს”. და ატირდა იოსები, როდესაც ამას ეუბნებოდნენ.

იესო ნავეს ძე 7
1. ხელჰყვეს ისრაელიანებმა დარისხებული. აიღო ყაქანმა, ძემ ქარმისა, ძისა ზაბდისა, ძისა ზარახისა, იუდაელმა, დარისხებულიდან წილი და აღიგზნო უფლის რისხვა ისრაელიანებზე.
5. დახოცეს მათგან ჰაღაიელებმა ოცდათექვსმეტამდე კაცი და დაედევნენ კარიბჭიდან შებარიმამდე და გაწყვიტეს ისინი ფერდობზე. შედრკა მათი გული, წყალივით გახდა.

1მეფეთა 18
12. დაუშინდა სული საულს, რადგან უფალი იყო დავითთან, საულს კი განეშორა.
29. და კიდევ უფრო შეეშინდა დავითისა და სამუდამოდ მტრად გადაეკიდა.

იობი 15
20. იტანჯება ბოროტი მთელი სიცოცხლე და წელთა რიცხვი დაფარულია მძლავრთათვის;
21. შიშისზარია მათ ყურებში, მშვიდობიანობის დროს ესხმის თავს მძარცველი.

ფსალმუნი 72
19. როგორ მეყსეულად განადგურდნენ, დაიღუპნენ, გაქრნენ შიშის ზარისაგან!

ფსალმუნი 118
120. თრთის შენი შიშით სხეული ჩემი და მეშინია შენი განკითხვების.

ესაია 33
14. შეშინდნენ ცოდვილნი სიონზე, შიშისზარმა შეიპყრო უკეთურნი; რომელი ჩვენგანი გაუძლებს მშთანთქმელ ცეცხლს? რომელი ჩვენგანი გაუძლებს მარადიულ სახმილსო?

ესაია 57
11. ვის უფრთხოდი და ვისი გეშინოდა, რომ მღალატობდი და არ გახსოვდი, გულზე არ გქონდი დადებული? ალბათ რომ ვდუმდი კარგა ხანი, იმიტომაც არ გქონდა ჩემი შიში.

მარკოზი 6
20. რადგანაც ჰეროდეს ეშინოდა იოანესი, ვინაიდან იცოდა, რომ მართალი და წმიდა კაცი იყო და უფრთხილდებოდა; ბევრ რამეს აკეთებდა მისი რჩევით და სიამოვნებით უსმენდა მას.

ლუკა 8
37. გერასენელთა მხარის მთელმა ხალხმა სთხოვა, გასცლოდა მათ, ვინაიდან შიშით თავზარდაცემულნი იყვნენ. ისიც ჩაჯდა ნავში და უკანვე გამობრუნდა.

საქმენი მოციქულთა 24
25. მაგრამ რაკი პავლე სამართლიანობაზე, თავდაჭერილობასა და განკითხვაზე ლაპარაკობდა, ფელიქსი შეშინდა და უთხრა: ახლა წადი და როცა მოვიცლი, მაშინ გიხმობო.

იაკობი 2
19. შენ გწამს, რომ ღმერთი ერთია? კეთილი და პატიოსანი. ეშმაკებსაც სწამთ და ძრწიან კიდეც.

__თემაზე წერდნენ__
***
დაბ.3:8 - ცოდვილები ყოველთვის იმალებიან უფლის სახისგან და ამის გაკეთებას კვლავაც გააგრძელებენ: `დაგვმალეთ ტახტზე მჯდომარის პირისგან!~ (გამოც. 6:16)
__ ბიბლია კომენტარებით 2015 __

***
დაბ.3,10 - "შენი ხმა მომესმა". მას შემდეგ, რაც მათ "აეხილათ თვალი", ადამიანს უკვე აღარ შეეძლო ღმერთის დანახვა, მას მხოლოდ ღმერთის ხმა ესმოდა. "შემეშინდა". იმის გამო შეეშინდა, რომ "სიშიშვლე" იგრძნო, რაც გველთან აახლოებს და წარმოადგენს ღმერთსა და ადამიანს შორის გაჩენილ წინააღმდეგობას. ამ წინააღმდეგობას ღმერთი თავად დასძლევს.
__ ბიბლია განმარტებებით ტ.1 __

3.51.14. Стрaх зa послeдствия грeхa
Быт.3,[10.11]; 50,17 Иис.7,1.5,, 1цар.18,12.29 Иов.15,20.21 Пс.72,19,, 118,120 Ис.33,14; 57,11 Мар.6,20 Лук.8,37 Деян.24,25 Иак.2,19