ღმერთი არის მეფე


საკვანძო მუხლები:

მეორე რჯული 33 : 5 ; 1მეფეთა 8 : 7 ; 1მეფეთა 12 : 12 ; ფსალმუნები 9 : 37 ; ფსალმუნები 73 : 12 ; ესაია 33 : 22 ; იერემია 10 : 10 ; გამოცხადება 11 : 17 ;
=2.2.42. ღმერთი არის მეფე

რჯ.33,5.26,, 1მფ.8,7,, 12,[12] ფს.9,37,, 73,12 ეს.33,22 იერ.10,10 გმცხ.11,17

ბიბლიის მუხლები

მეორე რჯული 33
5. გაჩნდა მეფე იეშურუნში, როცა შეიკრიბნენ ერის თავკაცნი, ისრაელის შტოები.
26. არ არის ღმერთი იეშურუნის ღმერთის მსგავსი, ცაშია ამხედრებული შენს შემწედ და ღრუბლებში თავისი დიდებით.

1მეფეთა 8
7. უთხრა უფალმა სამუელს: შეისმინე ხალხის ყოველი სიტყვა, რასაც გეტყვის, რადგან შენ კი არ უარგყვეს, არამედ მე უარმყვეს თავიანთ მეფედ. 

1მეფეთა 12
12. დაინახეთ, რომ ყამონელთა მეფე ნახაში მოდის თქვენს წინააღმდეგ და მითხარით: არა, მეფემ იმეფოს ჩვენზე! თქვენი მეფე კი უფალია, ღმერთი თქვენი.

ფსალმუნი 9
37. უფალი არის ხელმწიფე უკუნითი უკუნისამდე, განქარდებიან ხალხები მისი ქვეყნიდან.

ფსალმუნი 73
12. ხოლო ღმერთი მეფეა ჩემი ადრიდანვე, შველა-ხსნის მოქმედი ქვეყნიერებაზე.

ესაია 33
22. რადგან უფალია ჩვენი მსაჯული, უფალია ჩვენი რჯულმდებელი, უფალია ჩვენი მეფე; ის გვიხსნის ჩვენ.

იერემია 10
10. უფალი კი ჭეშმარიტი ღმერთია, ის არის ცოცხალი ღმერთი და მარადიული მეფე. მისი რისხვისაგან ირყევა მიწა, ვერ უძლებენ მის წყრომას ხალხები.

გამოცხადება 11
17. ...ღმერთო, რომელიც ხარ და რომელიც იყავი, რადგან ხელთ იპყარ შენი დიდი ძალა და გამეფდი.

2.2.42. Бог - царь
Втор.33,5.26,, 1цар.8,7,, 12,[12] Пс.9,37,, 73,12 Ис.33,22 Иер.10,10 Отк.11,17