წმიდა წერილის გადაწერა


საკვანძო მუხლები:

=1.1.38 წმიდა წერილის გადაწერა

რჯ.27,2.3.8; იესნ.8 [32]

ბიბლიის მუხლები

მეორე რჯული 27
2. როცა გადახვალ იორდანეს გაღმა ქვეყანაში, რომელსაც უფალი, შენი ღმერთი, მოგცემს, დაიდგი დიდი ქვები და კირით შელესე.
3. დააწერე ზედ ამ რჯულის ყოველი სიტყვა იორდანეზე გადასვლისას, რომ შეხვიდე ქვეყანაში, რომელსაც გაძლევს უფალი, შენი ღმერთი, ზეთითა და თაფლით მდინარ ქვეყანაში, როგორც უთქვამს შენთვის უფალს, შენი მამა-პაპის ღმერთს.
8. დააწერე ქვებზე ამ რჯულის ყოველი სიტყვა გარკვევით და მკაფიოდ.

იესო ნავეს ძე 8
32. იქ გადაწერა იესომ ქვებზე მოსეს რჯული, რომელიც დაწერილი ჰქონდა მოსეს ისრაელიანთა წინაშე.


1.1.38. Переписание св. писания
Втор.27,2.3.8 Иис.8,[32]