ძმა - იესო ქრისტე


საკვანძო მუხლები:

მეორე რჯული 18 : 15 ; მათე 25 : 40 ; მარკოზი 3 : 31 ; ლუკა 8 : 19 ; საქმენი მოციქულთა 3 : 22 ; საქმენი მოციქულთა 7 : 37 ; რომაელთა 8 : 29 ; ებრაელთა 2 : 11 ; დაბადება 45 : 14 ;
2.3.15. ძმა - იესო ქრისტე

დაბ.45,14 რჯ.18,15 მათ.25,40 მარ.3,31-35 ლუკ.8,19-21 საქ.3,22; 7,[37] რომ.8,29 ებრ.2,11

ბიბლიის მუხლები

დაბადება 45
14. დაემხო თავისი ძმის, ბენიამინის კისერზე და აქვითინდა; და ბენიამინიც ქვითინებდა მის კისერზე.


მეორე რჯული 18
15. წინასწარმეტყველს, როგორც მე ვარ, შენი წიაღიდან, შენი მოძმეებიდან, დაგიდგენს უფალი, შენი ღმერთი. მას უსმინე. 

მათე 25
40. მიუგებს მეუფე და ეტყვის მათ: ჭეშმარიგად გეუბნებით თქვენ: რითაც შეეწიეთ ერთს ამ ჩემს მცირე ძმათაგანს, იმით მე შემეწიეთ.

მარკოზი 3
31. მოვიდნენ მისი დედა და ძმები, გარეთ გაჩერდნენ და კაცი შეუგზავნეს დასაძახებლად.
32. დიდძალი ხალხი ეხვია გარს, როდესაც უთხრეს: აჰა, დედაშენი და შენი და-ძმანი გარეთ დგანან და გკითხულობენო.
33. ხოლო იესომ მიუგო მათ: ვინ არის დედაჩემი, ან ჩემი ძმები?
34. თვალი მოავლო ირგვლივ მსხდომთ და თქვა: აი, დედაჩემი და ჩემი ძმები.
35. რადგან ვინც აღასრულებს ღმერთის ნებას, იგია ჩემი ძმაც, ჩემი დაცა და დედაც. 

ლუკა 8
19. მივიდნენ მასთან დედა და მისი ძმები, მაგრამ ხალხმრავლობის გამო ვერ შესძლეს ახლოს მისვლა.
20. და უთხრეს მას: დედაშენი და შენი ძმები გარეთ დგანან და შენი ნახვა სურთ.
21. ხოლო მან მიუგო და უთხრა მათ: დედა ჩემი და ჩემა ძმები ისინი არიან, რომელნიც ისმენენ ღმრთის სიტყვას და ასრულებენ მას.

საქმენი მოციქულთა 3
22. რადგანაც მოსემ თქვა: „უფალი ღმერთი ჩემნაირ წინასწარმეტყველს ადგიღგენთ თქვენი ძმებიდან; ყურად იღეთ ყველაფერი, რასაც ის გეტყვით.

საქმენი მოციქულთა 7
37. ეს არის მოსე, რომელმაც უთხრა ისრაელის ძეთ: უფალი ღმერთი თქვენს ძმათაგან აღგიდგენთ ჩემნაირ წინასწარმეტყველს: მას უსმინეთ.

რომაელთა 8
29. რადგან ისინი, ვინც წინასწარ სცნო, წინასწარვე აირჩია თავისი ძის ხატის მსგავსებად, რათა იგი ყოფილიყო პირმშო მრავალ ძმას შორის.

ებრაელთა 2
11. ვინაიდან განმწმენდიც და განწმენდილნიც ერთისგან არიან ყველანი, ამიტომაც არ რცხვენია, ძმები უწოდოს მათ,

__თემაზე წერდნენ__
***
დაბ.45,14 ეს სცენა შესანიშნავი პროლოგია იმ სიხარულისა, რომელიც ელოდება ისრაელ ხალხს, როცა ქრისტე, წამებული გოლგოთაზე, მოვა მათთან და გაეცხადება როგორც მესია-მეფე.
— მაკდონალდის კომენტარები —


2.3.15. Брат - Иисус Христос
Быт.45,14 Втор.18,15 Матф.25,40 Мар.3,34.35 Лук.8,21 Деян.3,22,, 7,[37] Рим.8,29 Евр.2,11