მოერიდეთ დამხვრჩალს, ლეშის საკვებად გამოყენებას

საკვანძო მუხლები:

მეორე რჯული 14 : 21 ; ეზეკიელი 4 : 14 ;
3.44.5. მოერიდეთ დამხვრჩალს, ლეშის საკვებად გამოყენებას

- პირველი ეკლესიის დადგენილების ოთხიდან ერთერთი მოთხოვნა წარმართთაგან გამოსული ქრისტიანებისთვის რჯ.14,21 ეზეკ.4,14 საქ.15,[20.29],, 21,25 რომ.14,15.20.21 

ბიბლიის მუხლები

მეორე რჯული 14
21. არა ჭამოთ არავითარი ლეში. შენს სახლში მცხოვრებ მდგმურს მიეცი იგი, მან შეჭამოს, ან უცხოელს მიჰყიდე, რადგან უფლის, თქვენი ღმერთის წმიდა ერი ხართ თქვენ. ციკანს თავისი დედის რძეში ნუ მოხარშავთ.

ეზეკიელი 4
14. ვთქვი: ეჰა, უფალო ღმერთო! აი, არ არის ჩემი სული გაუწმიდურებული, მძორი და ნამხეცავი არ მიჭამია სიყმაწვილიდან დღემდე და უსურმაგის ხორცი არ ჩამსვლია პირში.

საქმენი მოციქულთა 15
20. არამედ მივწეროთ მათ, რომ ეკრძალონ კერპთაგან შებილწულსა და სიძვას, დამხრჩვალსა და სისხლს.
29. ეკრძალეთ ნაკერპალსა და სისხლს, დამხრჩვალს და სიძვას. თუ ამათგან მოიზღუდავთ თავს, კარგს იზამთ. იცოცხლეთ!

საქმენი მოციქულთა 21
25. ხოლო რაც შეეხება წარმართებს, რომლებმაც ირწმუნეს, ჩვენ ვიმსჯელეთ მათზე და მივწერეთ, რომ ეკრძალონ კერპთათვის შენაწირს, სისხლს, დამხრჩვალს და სიძვას.

რომაელთა 14
15. ხოლო თუ საჭმლის გამო წუხს შენი ძმა, უკვე აღარ დადიხარ სიყვარულის გზით. შენი საჭმლით ნუ დაღუპავ მას, ვისთვისაც მოკვდა ქრისტე.
20. საჭმლის გულისთვის ნუ დაარღვევ ღვთის საქმეს. ყველაფერი წმიდაა, მაგრამ ბოროტია კაცისთვის, ვინც საცდუნებლად ჭამს.
21. გიჯობს არც ხორცი ჭამო, არც ღვინო სვა და არც რამ ისეთი აკეთო, რაზედაც შეიძლება წაიბორძიკოს შენმა ძმამ.