ღვთისმოშიშება სიბრძნის დასაბამია


საკვანძო მუხლები:

მეორე რჯული 4 : 10 ; მეორე რჯული 10 : 12 ; 1მეფეთა 12 : 24 ; ფსალმუნები 85 : 11 ; ფსალმუნები 110 : 10 ; იგავნი 3 : 7 ; ეკლესიასტე 12 : 13 ; ესაია 33 : 6 ; ზირაქი 25 : 1 ;
=1.6.12. ღვთისმოშიშება სიბრძნის დასაბამია

რჯ.4,[10]; 10,12; 1მეფ.12,24; ფს.85,11; 110,10; იგ.3,7; ეკლ.12,13; ეს.33,6 ზირაქ.25,10

ბიბლიის მუხლები

მეორე რჯული 4
10. ის დღე, როდესაც უფლის, შენი ღმერთის წინაშე იდექი ხორებში და მე მეუბნებოდა უფალი: შემიკრიბე ხალხი და ჩავასმენ სიტყვებს, საიდანაც ისწავლიან ჩემდამი შიშს, ვიდრე ცოცხლობენ ამ მიწაზე, და თავიანთ შვილებსაც ასწავლიანო. 

მეორე რჯული 10
12. აბა, ისრაელ, რას მოითხოვს შენგან უფალი, შენი ღმერთი? თუ არა იმას, რომ გეშინოდეს უფლისა, შენი ღმერთისა, იარო მის კვალზე, გიყვარდეს იგი, ემსახურო უფალს, შენს ღმერთს, მთელი შენი გულითა და სულით.

1მეფეთა 12
24. ოღონდ უფლის გეშინოდეთ და ემსახურეთ წრფელად და მთელი გულით, რადგან ხედავთ, რა დიდი საქმე აქვს აღსრულებული თქვენთვის.

ფსალმუნი 85
11. დამაყენე, უფალო, შენს გზაზე; ვივლი შენი ჭეშმარიტებისამებრ. წარმართე ჩემი გული შენი სახელის მოშიშებით.

ფსალმუნი 110
10. სიბრძნის დასაბამია შიში უფლისა; აზრკეთილია ყველა, ვინც მათ ასრულებს. მისი დიდება მარადიულია.

იგავნი 3
7. ნუ იფიქრებ, რომ ბრძენი ხარ, უფლის გეშინოდეს და ბოროტებას განერიდე.

ეკლესიასტე 12
13. მოვისმინოთ ყველაფრის თავი და ბოლო: ღვთისა გეშინოდეს და დაიცავი მცნებანი მისნი, რადგან ეს არის კაცის თავი და თავი.

ესაია 33
6. ის იქნება შენი დროების სიმტკიცე, სახსართა სიუხვე, სიბრძნე და ცოდნა; უფლის შიშია მისი საუნჯე.

ზირაქი 25
10. ხომ დიდია სიბრძნის მომხვეჭელი, მაგრამ უფლის მოშიშზე დიდი არავინაა.

1.6.12. Начало мудрости - страх Господень
Втор.4,[10],, 10,12,, 1цар.12,24 Пс.85,11,, 110,10 Прит.3,7 Екк.12,13 Ис.33,6 Сирах.25,10