მხოლოდ მათ დაიმკვიდრეს ქვეყანა, რომელთაც სწამდათ

საკვანძო მუხლები:

რიცხვნი 13 : 2 ; რიცხვნი 14 : 1 ; რიცხვნი 26 : 63 ; მეორე რჯული 2 : 14 ; მეორე რჯული 32 : 49 ;
2.12.5. __

რიცხ.13,2.3.25.27-33,, 14,1.2.6.8.9.11.22-.24.29-31.33-38,, 26,63-[65] რჯ.2,14.15; 32,49-52 ზირაქ.46,8-10 იუდ.1,5 რომ.11,22; 1კორ.10,5.6 ებრ.3,17-19

ბიბლიის მუხლები

რიცხვნი 13
2. გაგზავნე კაცები, რომ დაზვერონ ქანაანის ქვეყანა, რომელიც მივეცი ისრაელიანებს; მამათა შტოდან თითო კაცი გაგზავნეთ, ყველა თავკაცი იყოს მათში.
3. გაგზავნა მოსემ ისინი ფარანის უდაბნოდან უფლის სიტყვისამებრ; ყველანი ისრაელიანთა მთავრები იყვნენ.
25. ორმოცი დღის შემდეგ, რომ დაზვერეს ქვეყანა, უკან დაბრუნდნენ.
27. უამბეს და უთხრეს: მივედით იმ ქვეყანაში, სადაც გაგვაგზავნე - მართლაც რძე და თაფლი დის იქ; აჰა, მისი ნაყოფებიც.
28. ოღონდ ძლიერი ხალხი ცხოვრობს იმ ქვეყანაში, ქალაქებიც გამაგრებულია და ძალზე დიდი; ყანაკის ნაშიერნიც ვნახეთ იქ.
29. ყამალეკი ქვეყნის სამხრეთში ცხოვრობს; ხეთელები, იებუსეველები და ამორეველები მთებში ცხოვრობენ; ქანაანელები კი - ზღვისპირეთში და იორდანეზე.
30. ხალხი დაუშოშმინა ქალებმა მოსეს, თქვა: გავილაშქრებთ და დავისაკუთრებთ იმ ქვეყანას, რადგან შეგვიძლია მათი ძლევა.
31. სხვებმა, კი ვინც მასთან ერთად იყვნენ წასულნი, თქვეს: ვერ შევძლებთ იმ ხალხის წინააღმდეგ გალაშქრებას, რადგან ჩვენზე ძლიერია.
32. ცუდი ხმები გაავრცელეს ისრაელიანებში მათ მიერ დაზვერილ ქვეყანაზე. ერთმანეთს ჭამენო იმ ქვეანაში, რომელიც ჩვენ მოვიარეთ დასაზვერად; მთელი ხალხი, რომელიც იქ ვნახეთ, ბუმბერაზიაო.
33. იქ ვნახეთ დევკაცები, ყანაკის ძენი, დევკაცთა შთამომავალნი. კალია გვეგონა ჩვენი თავი და ასეც ვჩანდითო მათ თვალში. 

რიცხვნი 14
1. ატეხა მოთქმა მთელმა საზოგადოებამ და ტიროდა ხალხი იმ ღამეს.
2. აუდრტვინდა მოსეს და აარონს მთელი ისრაელობა და უთხრა მთელმა საზოგადოებამ: ნეტავ ეგვიპტის ქვეყანაში დავხოცილიყავით ან ამ უდაბნოში გავმწყდარიყავით!
6. იესო ნავეს ძემ და ქალებ იეფუნეს ძემ, რომლებიც სხვებთან ერთად იყვნენ წასულნი ქვეყნის დასაზვერად, შემოიხიეს ტანისამოსი.
8. თუ ვუნდივართ უფალს, შეგვიყვანს მაგ ქვეყანაში და მოგვცემს მაგ ქვეყანას, სადაც რძე და თაფლი დის.
9. ოღონდ ნუ აუჯანყდებით უფალს და მაგ ქვეყნის ხალხის ნუ შეგეშინდებათ, რადგან ჩვენი კერძია იგი, უმწეოდ არიან დარჩენილი, უფალი კი ჩვენთან არის. ნუ გეშინიათ!
11. უთხრა უფალმა მოსეს: როდემდის უნდა მგმობდეს ეს ხალხი, როდემდის არ უნდა სჯეროდეს ჩემი და იმ სასწაულებისა, რომლებიც მათ შორის მოვახდინე.
22. ვერცერთი იმათგანი, ვინც იხილა ჩემი დიდება და სასწაულები, ეგვიპტეში და უდაბნოში რომ მოვიმოქმედე, ათგზის რომ გამომცადა მე და მაინც არ დაიჯერა ჩემი სიტყვა,
23. ვერ იხილავს იმ ქვეყანას, რომლის მოცემასაც შევპირდი მათ მამა-პაპას, ვერცერთი ჩემი მგმობელი ვერ იხილავს მას.
24. მხოლოდ ქალებს, ჩემს მორჩილს, იმის გამო რომ სხვა სულით აღვსილმა ბოლომდე მიერთგულა მე, შევიყვან იმ ქვეყანაში, სადაც წასული იყო დასაზვერად, და მისი შთამომავლობა დაიმკვიდრებს მას.
29. ამ უდაბნოში ეყრება თქვენი გვამები, ყველასი, ვინც აღრიცხული ხართ, ოცი წლიდან მოყოლებული, ვინც მებუზღუნებოდით.
30. ვერავინ შეხვალთ ქვეყანაში, სადაც თქვენი დასადგურება დავიფიცე, ქალებ იეფუნეს ძისა და იესო ნავეს ძის გარდა.
31. თქვენს ბავშვებს, რომლებზეც ამბობდით ტყვედ ჩავარდებიანო, შევიყვან იქ, რათა გაიცნონ თქვენგან შეძულებული ქვეყანა.
33. თქვენი შვილები იხეტიალებენ უდაბნოში ორმოც წელს, დასჯილნი თქვენი გარყვნილების გამო, ვიდრე არ გაქრება თქვენი გვამები უდაბნოში.
34. იმ ორმოცი დღის მიხედვით, რამდენ ხანსაც ზვერავდით ქვეყანას (თითო დღე თითო წელიწადზე), ორმოცი წელი იქნებით დასჯილი თქვენი დანაშაულის გამო, რათა გამოსცადოთ ჩემი რისხვა. 
35. მე, უფალი, გეუბნებით: ნახავთ, თუ ამგვარად არ მოვექეცი მთელს ამ ბოროტ საზოგადოებას, რომელიც შეთქმულია ჩემს წინააღმდეგ. ამ უდაბნოში გათავდებიან და აქ დაიხოცებიან.
36. დაიხოცნენ კაცები, რომელნიც გაგზავნა მოსემ ქვეყნის დასაზვერად და რომელთაც დაბრუნებისას ცუდი ხმები დაუყარეს იმ ქვეყანას და მთელი საზოგადოება აუჯანყეს მოსეს,
37. ერთბაშად განადგურდნენ უფლის წინაშე ცუდი ხმის დამყრელი ეს კაცები.
38. იესო ნავეს ძე და ქალებ იეფუნეს ძე იყვნენ იმათ შორის, ვინც ქვეყნის დასაზვერად იყვნენ წასული.

რიცხვნი 26
63. ესენი არიან აღრიცხულნი მოსესა და ელეაზარ მღვდლის მიერ, რომელთაც აღრიცხეს ისრაელიანები მოაბის ველზე, იორდანეს პირას, იერიხონის მახლობლად.
64. მათში არავინ ყოფილა აღრიცხულთაგან მოსესა და აარონ მღვდლის მიერ, რომელთაც აღრიცხეს ისრაელიანები სინაის უდაბნოში:
65. რადგან ნათქვამი ჰქონდა მათთვის უფალს: უსათუოდ დაიხოცებიან უდაბნოში და ვერცერთი მათგანი ვერ გადარჩება, გარდა ქალებ იეფუნეს ძისა და იესო ნავეს ძისა. 

მეორე რჯული 2
14. ოცდათვრამეტი წელი მოეუნდით კადეშ-ბარნეადან ზარედის ხევამდე მისვლას და ამასობაში გაწყდა ბანაკში მებრძოლთა მთელი თაობა, როგორც დაფიცებული ჰქონდა მათთვის უფალს.
15. უფლის ხელიც იყო მათზე, რომ სრულებით გამწყდარიყვნენ ბანაკში, ვიდრე არ გაწყდნენ.

მეორე რჯული 32
49. ადი ამ ყაბარიმის მთაზე, ნებოს მთაზე, მოაბის ქვეყანაში რომ არის, იერიხონის გასწვრივ, და გახედე ქანაანის ქვეყანას, რომელსაც საკუთრებად ვაძლევ ისრაელიანებს.
50. მოკვდი მთაზე, რომელზეც ახვალ, და შეერთე შენს ერს, როგორც მოკვდა შენი ძმა აარონი ჰორის მთაზე და შეერთო თავის ერს.
51. იმის გამო, რომ მიღალატეთ ისრაელიანთა შორის მერიბას წყლებთან, კადეშში, ცინის უდაბნოში, იმის გამო, რომ ჩემი სიწმიდისაებრ არ მომაგეთ პატივი ისრაელიანებში,
52. ამიტომაც შორიდან დაინახავ ქვეყანას, მაგრამ ვერ შეხვალ იქ, იმ ქვეყანაში, რომელსაც ისრაელიანებს ვაძლევ. 

ზირაქი 46
8. ეს ორნიღა გადარჩნენ ექვსასიათასი ქვეითისგან, რათა შეეყვანათ ხალხი სამკვიდრებელში, ქვეყანაში, სადაც ღვარად დის რძე და თაფლი.
9. მისცა უფალმა ქალებს ძალა, რომელიც სიბერემდე შეინარჩუნა, რათა ასულიყო მთაზე და მის შთამომავლობას დაემკვიდრებინა იგი;
10. რათა დაენახა ყველა ისრაელიანს, რა კარგია უფლის კვალზე სიარული.

იუდა 1
5. მინდა შეგახსენოთ, თუმცა ყველაფერი იცით, რომ ღმერთმა ეგვიპტის ქვეყნიდან იხსნა თავისი ხალხი, შემდეგ კი შემუსრა ურწმუნონი.

რომაელთა 11
22. ხომ ხედავ სიკეთეს და სიმკაცრეს ღვთისას: სიმკაცრეს - დაცემულთა, ხოლო სიკეთეს - შენს მიმართ, თუკი მის სიკეთეში მკვიდრობ; არა და, შენც მოიკვეთები.

1კორინთელთა 10
5. თუმცა მათი უმრავლესობა როდი ესათნოვა ღმერთს, რადგანაც უდაბნოში დაეცნენ.
6. ხოლო ეს ჩვენთვის ნიმუში იყო, რათა მათსავით არ დავხარბდეთ ბოროტს.

ებრაელთა 3
17. მაშ, ვის გამო მრისხანებდა ორმოც წელიწადს, თუ არა შემცოდეთა გამო, რომელთა ძვლებიც უდაბნოში დაცვივდნენ?
18. ან ვის მიმართ დაიფიცა, რომ ვერ ეღირსებოდნენ მის სიმშვიდეში შესვლას, თუ არა ურჩთა მიმართ?
19. და ჩვენ ვხედავთ, რომ ურწმუნოების გამო მართლაც ვერ ეღირსნენ შესვლას.