მინდობა, მორჩილება, თვინიერება, თავის დამდაბლება ღვთის წინაშე

საკვანძო მუხლები:

რიცხვნი 12 : 3 ; იესო ნავეს ძე 11 : 12 ; 1მეფეთა 3 : 18 ; 2ნეშტთა 16 : 9 ; ფსალმუნები 4 : 6 ; ფსალმუნები 9 : 11 ; ფსალმუნები 10 : 1 ; ფსალმუნები 24 : 9 ; ფსალმუნები 36 : 11 ; ფსალმუნები 50 : 19 ; ფსალმუნები 68 : 33 ; ფსალმუნები 130 : 1 ; ფსალმუნები 137 : 6 ; იგავნი 15 : 33 ; იგავნი 15 : 33 ; იგავნი 22 : 4 ; ესაია 66 : 2 ; იერემია 18 : 6 ;
3.40.15. მინდობა, მორჩილება, თვინიერება, თავის დამდაბლება ღვთის წინაშე

- ვიყოთ თვინიერი რიცხ.12,3 იგავ.22,4 სოფ.2,3; ; 3,12 ეფ.4,2

- მორჩილი (თიხა) მისი ნებისადმი იესნ.11,12; 1მფ.3,18 ფს.24,9; 50,19 იგავ.15,33 ზირაქ.45,4 იერ.18,6 ლუკ.1,38 საქ.13,22; 1პეტ.5,5 რომ.6,12.13

- მივენდოთ მთელი გულით უფალს 2ნეშ.16,9 ფს.4,6,, 9,11,, 10,1; 1პეტ.5,7; 2კორ.1,8-10

- დავიმდაბლოთ თავი უფლის წინაშე, არ ვეძიოთ საკუთარი დიდება ფს.24,9,, 36,11,, 137,6 იგავ.15,33,, 22,4 ზირ.3,18,, მათ.23,12 ლუკ.1,38.52,, 5,8,, 22,26 ინ.1,27,, 8,50,, 13,4.5.14 იაკ.4,6,, 1პეტ.3,8,, 5,5.6 რომ.12,16,, 1კორ.15,10,, კოლ.3,12

- მოდრეკილ (მოთრგუნულ, შემუსვრილ) სულს (გულს) ვწირავდეთ ღმერთს ფს.50,19 დან.3,39 ეფ.4,2

- ვიყოთ ტყვე უფლისა ფს.68,33

- და მონა ღვთისა მათ.11,29 ლუკ.17,10 რომ.6,19; 7,[24].25

- მონა, რომელიც მადლიერებას კი არ ელის თავის ბატონისგან, არამედ ასრულებს მას, რაცაა საკეთებელი ლუკ.17,9.10

- ღარიბი (გლახაკი, ღატაკი, ბეჩავი) სულით ფს.68,33 ეს.66,2 სოფ.3,12

- თვალთა მაღლა ვერ ამწევი ფს.130,1 რომ.12,16

- ღვთის მადლს აღვასრულებდეთ უძლურებაში 2კორ.12,9

ბიბლიის მუხლები

რიცხვთა 12
3. მოსე უთვინიერესი კაცი იყო დედამიწის ზურგზე.

იესო ნავეს ძე 11
12. ამ მეფეთა ყველა ქალაქი და ყველა მეფე ჩაიგდო ხელში იესომ და მახვილით მოსრა. გაანადგურა ისინი, როგორც ნაბრძანები ჰქონდა უფლის მორჩილს, მოსეს.

1მეფეთა 3
18. უამბო სამუელმა მთელი ნალაპარაკევი, არაფერი დაუმალავს მისთვის. თქვა ელიმ: უფალი ყოფილა. ქმნას, რაც ენებოს.

2ნეშტთა 16
9. რადგან უფლის თვალი დაჰყურებს მთელს ქვეყანას, რომ მხარი დაუჭიროს იმას, ვინც მთელი გულით არის მასზე მინდობილი. უგუნურად მოგივიდა ეს. ამიტომ ომები გექნება ამიერიდან.

ფსალმუნი 4
6. შესწირეთ შესაწირავები სიმართლისა და უფალს მიენდეთ.

ფსალმუნი 9
11. შენ მოგენდობიან შენი სახელის მცოდნენი, ვინაიდან არ მიატოვებ, უფალო, შენს მაძიებლებს. 

ფსალმუნი 10
1 გუნდის ლოტბარს. დავითისა. უფალზე ვარ მინდობილი; როგორ ეტყვით ჩემს სულს: “გადაიხვეწე ჩიტივით თქვენს მთებში.

ფსალმუნი 24
9. წაუძღვება თავმდაბალთ სამართალში და თავიანთ გზას ასწავლის მორჩილთ.

ფსალმუნი 36
11. ხოლო თავმდაბალნი დაიმკვიდრებენ ქვეყნიერებას და დაამდებიან დიდი მშვიდობით.

ფსალმუნი 50
19. შესაწირავი ღმერთისა - სული მოდრეკილი; მოდრეკილისა და მორჩილის გული არ დაამცირო, ღმერთო.

ფსალმუნი 68
33. რადგან მოუსმენს ღატაკებს უფალი და თავის ტყვეებს არ უგულებელყოფს.

ფსალმუნი 130
1. გალობა აღსავალთა. დავითისათვის. უფალო, არ გავდიდგულებულვარ და თვალნი მაღლა არ ამიწევია; და არც მივლია განდიდებისა და ჩემთვის მიუწვდომლისაკენ.

ფსალმუნი 137
6. რადგან მაღალია უფალი და დამდაბლებულს ხედავს; ხოლო მედიდურს შორიდან შეიცნობს.

იგავნი 15
33. უფლის შიშით სიბრძნე ისწავლება და მორჩილება წინ უძღვის დიდებას.

იგავნი 22
4. თვინიერების და უფლის შიშის საზღაური სიმდიდრე, დიდება და სიცოცხლეა.

სიბრძნე ზირაქისა 3
18. რამდენადაც დიდი ხარ, იმდენად დაიმდაბლე შენი თავი და უფლის წინაშე მადლს იპოვი.

სიბრძნე ზირაქისა 45
4. ერთგულებისა და მორჩილებისთვის წმინდა ჰყო იგი და ყოველი ხორციელისგან გამოარჩია;

ესაია 66
2. ჩემმა ხელმა შექმნა ეს ყველაფერი და ასე გაჩნდა ეს ყველაფერი, ამბობს უფალი. აი, ვის მივაპყრობ მზერას - გლახაკს და სულგამწარებულს, ჩემი სიტყვების მოშიშს.

იერემია 18
6. ხომ შემიძლია ისე მოგექცეთ, როგორც ეს მეთუნე იქცევა, ისრაელის სახლო? ამბობს უფალი: აჰა, როგორც თიხაა მეთუნის ხელში, ისე ხართ ჩემს ხელში, ისრაელის სახლო!

დანიელი 3
39. მაგრამ შემუსვრილი გულითა და მოთრგუნული სულით ისევე ვიქნებით შეწყნარებულნი, როგორც კრავებისა და ხარების აღსავლენით, როგორც ათასი პოხილი ცხვრით.

სოფონია 2
3. ეძიეთ უფალი, ქვეყნის თვინიერნო, ვინც მისდევთ უფლის რჯულს; ეძიეთ სიმართლე, ეძიეთ თვინიერება, ვინძლო დაიმალოთ უფლის რისხვის დღეს.

სოფონია 3
12. დავტოვებ შენს წიაღში თვინიერ და ბეჩავ ხალხს და შეუვრდებიან უფლის სახელს.

მათე 11
29. დაიდგით ქედზე ჩემი უღელი და ისწავლეთ ჩემგან, ვინაიდან მშვიდი ვარ და გულით მდაბალი, და მოიპოვებთ სულის სიმშვიდეს.

მათე 23
12. რადგან ვინც აიმაღლებს თავის თავს, დამდაბლდება, და ვინც დაიმდაბლებს თავის თავს, ამაღლდება.

ლუკა 1
38. ხოლო მარიამმა თქვა: აჰა, მხევალი უფლისა! მეყოს მე შენი სიტყვისამებრ! და განეშორა მას ანგელოზი.
52. დაამხო ტახტთაგან ძლიერნი და აამაღლა მდაბალნი.

ლუკა 5
8. ეს რომ დაინახა, სიმონ-პეტრე ფეხებში ჩაუვარდა იესოს და უთხრა: გამშორდი, უფალო, ვინაიდან ცოდვილი კაცი ვარ.

ლუკა 17
9. ნუთუ მონის მადლიერი იქნება მხოლოდ იმიტომ, რომ ბრძანება შეუსრულა? არა მგონია.
10. ასევე თქვენც, როცა აღასრულებთ ყველაფერს, რაც ნაბრძანები გქონდათ, თქვით: უვარგისი მონები ვართ, ვინაიდან ვქენით ის, რაც უნდა გვექნა.

ლუკა 22
26. ხოლო თქვენ ნუ იქნებით ეგრე, არამედ უდიდესი თქვენს შორის იყოს როგორც უმცირესი, და წინამძღვარი - როგორც მსახური.

იოანე 1
27. ის არის ჩემს შემდეგ მომავალი, რომელიც ჩემზე უწინარეს იყო; და მე იმის ღირსიც არა ვარ, რომ შევუხსნა ხამლის საკვრელი.

იოანე 8
50. მაგრამ მე ჩემს დიდებას როდი ვეძებ; არის მძებნელი და განმკითხველი.

იოანე 13
4. წამოდგა სერობიდან, მოიძრო მოსასხამი, აიღო პირსახოცი და წელზე მოირტყა.
5. მერე საბანელში ჩაასხა წყალი და შეუდგა მოწაფეთა ფეხების ბანას და პირსახოცით შემშრალებას, წელზე რომ ერტყა.
14. ხოლო თუ მე, მოძღვარმა და უფალმა, დაგბანეთ ფეხები, თქვენც ასევე უნდა ჰბანდეთ ფეხებს ერთმანეთს.

საქმე 13
22. ხოლო მისი გადაყენების შემდეგ მეფედ დაუსვა მათ დავითი, ვისაც თავად უმოწმა სიტყვით: „ვპოვე დავითი, ძე იესესი, ჩემი გულით ნანატრი კაცი, რომელიც მთლიანად აღასრულებს ჩემს ნებას“.

იაკობი 4
6. მაგრამ მით უფრო მეტ მადლს იძლევა. ამიტომაც თქმულა: „ქედმაღალთ მუსრავს ღმერთი, მდაბალთ კი მადლით მოსავს“.

1პეტრე 3
8. და ბოლოს, ყველანი თანამოაზრენი, თანამლმობნი, ძმათმოყვარენი, შემწყნარეაელნი და თავმდაბალნი იყავით.

1პეტრე 5
5. ასევე უმრწემესნიც დაემორჩილეთ უხუცესთ და ურთიერთმორჩილებით შეიმოსეთ სიმდაბლე, რადგან ქედმაღალთ ეწინააღმდეგება ღმერთი, თავმდაბალთ კი მადლს ანიჭებს.
6. მაშ, დამდაბლდით ღვთის მტკიცე ხელქვეშ, რათა დროულად აგამაღლოთ თქვენ.
7. მას მიანდეთ ყოველი თქვენი საზრუნავი, რადგანაც ის ზრუნავს თქვენზე.

რომაელთა 6
12. მაშ, ნუ იქნება ცოდვის სუფევა თქვენს მოკვდავ სხეულში, ნუ დაემორჩილებით მის ვნებებს.
13. ნუ მისცემთ თქვენს ასოებს ცოდვას უსამართლობის საჭურვლად, არამედ, როგორც მკვდრეთით აღმდგარმა, უძღვენით თავი ღმერთს, ხოლო თქვენი ასოები საჭურვლად - ღმერთის სიმართლეს.
19. თქვენი ხორცის უძლურების გამო ისე ვმსჯელობ, როგორც მსჯელობენ კაცნი: მსგავსად იმისა, როგორც ურჯულოებისათვის დაუმონეთ თქვენი ასოები უწმინდურებას და ურჯულოებას, ახლა სიწმიდისათვის დაუმონეთ ისინი სიმართლეს.

რომაელთა 7
24. ვაიმე, ბედკრულს! ვინ დამიხსნის სიკვდილის ამ სხეულისაგან? 
25. ვმადლობ ღმერთს, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მიერ. ამრიგად, მე, ერთი და იგივე კაცი, გონებით ღვთის რჯულს ვემონები, ხორცით კი - ცოდვის რჯულს.

რომაელთა 12
3. ჩემთვის მოცემული მადლით მოგმართავთ ყველას: ნურავინ იფიქრებს თავის თავზე უფრო მეტს, ვიდრე უნდა ფიქრობდეს; არამედ იფიქროს ზომიერად, იმ რწმენის თანახმად, ღმერთმა რომ მიაგო თვითეულ თქვენგანს.
16. ერთსულოვანნი იყავით; მაღლად მხედობას ნუკი ცდილობთ, არამედ ემსგავსეთ მდაბალთ, ბრძენკაცებად ნუ მოგაქვთ თავი.

1კორინთელთა 15
10. მაგრამ ღვთის მადლით, ისა ვარ, რაცა ვარ, და მისი მადლი ჩემდამი არ ყოფილა ფუჭი, რადგანაც ყველა მათგანზე მეტი ვიღვაწე, თუმცა მე კი არა, არამედ ღვთის მადლმა, რომელიც არის ჩემთან.

2კორინთელთა 1
8. ამიტომ გვინდა იცოდეთ, ძმანო, რა საშინლად გაგვიჭირდა ასიაში, ისე, რომ ლამის სიცოცხლეც კი აუტანელი გაგვიხდა.
9. მაგრამ თვითონვე გამოვუტანეთ ჩვენს თავს სასიკვდილო განაჩენი, რათა ჩვენი თავის იმედი კი აღარ გვქონდა, არამედ ღვთისა, რომელიც აღადგენს მკვდრებს;
10. სწორედ მან გვიხსნა ამნაირი სიკვდილისაგან, ახლაც გვიხსნის და იმედი გვაქვს, რომ კვლავ დაგვიხსნის;

2კორინთელთა 12
9. მომიგო: „შენთვის საკმარისია ჩემი მადლიც, რადგანაც ჩემი ძალა უფრო სრულად ვლინდება უძლურებაში“. ამიტომაც მეტი ხალისით დავიქადი ჩემს უძლურებას, რათა ქრისტეს ძალა დამკვიდრდეს ჩემში. 

ეფესელთა 4
2. მთელი ქედმოდრეკილობით და თვინიერებით, დიდსულოვნებითა და სიყვარულით შეიწყნარეთ ერთმანეთი.

კოლასელთა 3
12. მაშ, ღვთის რჩეულთა, წმიდათა და საყვარელთა დარად, შეიმოსეთ გულმოწყალება, სიტკბოება შემწყნარებლობა, სიმდაბლე, სიმშვიდე, დიდსულოვნება.