ხორციელ გულისთქმებს განვერიდოთ


საკვანძო მუხლები:

რიცხვნი 11 : 4 ; ფსალმუნები 77 : 18 ; მათე 24 : 13 ; მათე 26 : 41 ; ლუკა 8 : 14 ; ლუკა 12 : 15 ; ლუკა 14 : 33 ; ლუკა 18 : 22 ; ლუკა 21 : 34 ; საქმენი მოციქულთა 15 : 20 ; იაკობი 4 : 1 ; იაკობი 5 : 8 ; 1პეტრე 2 : 1 ; 1პეტრე 4 : 1 ; 2პეტრე 1 : 4 ; 2პეტრე 3 : 14 ; 1იოანე 2 : 15 ; იუდა 1 : 16 ; რომაელთა 5 : 3 ; რომაელთა 7 : 14 ; რომაელთა 8 : 1 ; რომაელთა 13 : 13 ; 1კორინთელთა 3 : 16 ; 1კორინთელთა 6 : 19 ; 1კორინთელთა 9 : 24 ; 2კორინთელთა 7 : 1 ; გალატელთა 5 : 13 ; გალატელთა 6 : 8 ; ეფესელთა 2 : 3 ; ეფესელთა 4 : 22 ; ფილიპელთა 2 : 16 ; ფილიპელთა 3 : 12 ; კოლასელთა 3 : 5 ; 1თესალონიკელთა 5 : 23 ; 1ტიმოთე 6 : 6 ; 2ტიმოთე 2 : 22 ; ტიტე 2 : 12 ; ებრაელთა 10 : 36 ; ებრაელთა 12 : 1 ;
=3.49.18. ხორციელ გულისთქმებს განვერიდოთ

- რადგან ხორციელი გულისთქმები აღიძვრიან სულის (სამშვინველის) წინააღმდეგ 1პეტ.2,[11]; 2პეტ.1,[4] ეფ.2,3; 2ტიმ.2,22 ტიტ.2,12

- მოვიშოროთ სიხარბე, ნაყროვანება, ღორმუცელობა, განცხრომა რიცხ.11,4.33.34 ფს.77,18.30.31; 1პეტ.4,1-3 რომ.13,13

- ვეკრძალოთ ანგარებას, გამდიდრების წყურვილს, რადგან ქონებით როდი ცოცხლობს კაცი ლუკ.12,15; 1ტიმ.6,9.10

- ვიყოთ თვიმკმარნი 1ტიმ.6,6-8

- განვუდგეთ ყველაფერს, რაც გვაბადია, რათა ვიყოთ ქრისტეს მოწაფე ლუკ.14,33; 18,22

- არ დამძიმდეს ჩვენი გული განცხრომით, სიმთვრალით და ქვეყნიური საზრუნავით ლუკ.21,34; 1პეტ.4,1-3 რომ.13,13

- ვეკრძალოთ სიძვას, მრუშობას საქ.15,20.29 რომ.13,13

- განვდევნოთ ჩვენი ასოებიდან ურთიერთმბრძოლი ვნებები იაკ.4,1-3 რომ.7,14-25; 8,1-25 გალ.5,24 კოლ.3,5-8

- ხორცზე ზრუნვას ნუ ვაქცევთ ავხორცობად რომ.13,14

- ხორციელ განცხრომას ნუ მოვახმართ ქრისტეში მოპოვებულ თავისუფლებას გალ.5,13

- დავთრგუნოთ და დავიმონოთ ჩვენი სხეული 1კორ.9,27

- განვიწმიდოთ ხორცისა და სულის ყოველგვარი მწიკვლისგან სიწმიდის სრულყოფისათვის ღვთისმოშიშებით 2კორ.7,1

- სულიერად ვიაროთ და ნუ ვეცდებით აღვასრულოთ ხორცის სურვილი. ჯვარს ვაცვათ ხორცი მისი ლტოლვებით, რადგან ხორცისთვის თესვა ხრწნილებას მოიმკის, სულისთვის თესვა კი საუკუნო სიცოცხლეს გალ.5,16-19; 6,8

- განვშორდეთ ძველი კაცის უწინდელ ყოფას, გავახლდეთ გონების სულით და შევიმოსოთ ახალი კაცი ღვთის მსგავსად შექმნილი ეფ.4,22-24

- დავივიწყოთ უკან დარჩენილი და მიველტვოდეთ სრულქმნილებას ფლპ.3,12-16

- გვახსოვდეს, რომ ღვთის ტაძარია ჩვენი სხეული და ის წმიდა უნდა იყოს 1კორ.3,16.17; 6,19.20

- განვიშოროთ ზაკვა, პირფერობა, შური, შუღლი, ავსიტყვაობა 1პეტ.2,1 იუდ.1,16 რომ.13,13

- ნუ შევიყვარებთ ამ ქვეყანას 1ინ.2,15-17

- რადგან ამქვეყნიური განცხრომის სურვილით მომშთვარნი უნაყოფოდ რჩებიან ლუკ.8,14

- ვილოცოთ, რათა არ შევიდეთ საცდუნებელში მათ.26,41

- ვინც დაითმენს ბოლომდე, ცხონდება მათ.24,13 იაკ.5,8; 2პეტ.1,6; 3,14 რომ.5,3-5; 1კორ.9,25 ებრ.10,36; 12,1

- ვირბინოთ ისე, რომ მივიღოთ ჯილდო 1კორ.9,24-26 ფლპ.2,16

- დაე ღმერთმა წმიდა-გვყოს მთელი სისრულით 1თეს.5,23


__თემაზე წერდნენ__
***
უფრო დიდი ცოდვა არაფერია: ვიდრე ვნებააშლილობა.
__ ლაო-ძი __

***
ვინცა დაიხშო ყურნი და დაიბრმავა თვალნი:
უტანჯველად გალია წუთისოფელი.
ვინცა ვნებებს აჰყვა და ნეტარებამ შთანთქა:
სატანჯველში გალია წუთისოფელი.
__ ლაო-ძი __

***
ბრძენი დუმს და: იხშობს კარს. იგმანავს სარკმელს. იურვებს ვნებებს.
__ ლაო-ძი __

***
მგელო, ჭკუას მოდიო, - სათხებოში შევხტეო?
__ ქართული ხალხური __

***
მგლის თავზე სახარებას კითხულობდნენ, ის კი ცხვრისკენ იხედებოდა.
__ ქართული ხალხური __

***
თუკი ადამიანი ვერ შეიძენს სრულყოფილ თავმდაბლობას და მორჩილებას – მთელის გულით, მთელის სულით, მთელის გონებით, მთელის სამშვინველითა და მთელის სხეულით, იგი ვეღარ დაიმკვიდრებს ცათა სასუფეველს.
__ წმ. ანტონ დიდი __

***
თუ შენს გულს ხორციელი სილამაზე აცთუნებს, წარმოიდგინე როგორ გაიხრწნება იგი და დამშვიდდები.
__ წმ. აბბა ისაია __

***
გულის-თქმა – გონებით ნდომაა.
__ სულხან-საბა __

***
ზოგიერთები ვერ აღწევენ ზეცას, თავიანთ გულსა და თავს შორის მოკლე მანძილის გასვლის ვერშემძლენი.
__ ემპეტი __

***
როცა წადილი წინ უსწრებს განსჯას და მოფიქრებას, მერე სანანური ხდება.
__ ბუასტი __

***
გონებისა და ვნებების გაშმაგებული ბრძოლა ადამიანში. მარტო გონება რომ ჰქონდეს და არა ვნებები . . . მარტო ვნებები რომ ჰქონდეს და არა გონება . . . მაგრამ რაკი ერთიცა აქვს და მეორეც, ამიტომ გამუდმებით ეომება საკუთარ თავს, რადგან გონებას მხოლოდ მაშინ უზავდება, როცა ვნებებს ებრძვის, ანდა პირუკუ. ამგვარად, ის ყოველთვის გაორებულია, გათიშული, შინაგანი წინააღმდეგობებით გაწამებული . . . ვნებები კი კვლავინდებურად მძვინვარებენ იმათ სულში, ვისაც მათი დათრგუნვა სურს.
__ ბლეზ პასკალი __

***
ადამიანი ცთომითაა სავსე, და მისი ცთომა ბუნებრივია და წარუვალი ღვთაებრივი მადლის გარეშე. არაფერი არ უმჟღავნებს ჭეშმარიტებას, ყველაფერი ატყუებს მას. გონებასა და გრძნობას, ჭეშმარიტების წვდომის ამ ორ ძირითად წყაროს, ჯერ ერთი, გულწრფელობა აკლიათ და, ეგეც არ იყოს, ისინი გამუდმებით ატყუებენ ერთიმეორეს. გრძნობები ყალბი მოჩვენებითობით აცდუნებენ გონებას, სამაგიეროდ, გონებაც არ რჩება ვალში და, თავის მხრივ, აცდუნებს მათ. სულის ვნებები ამღვრევენ გრძნობებს და ყალბ შთაბეჭდილებებს ახვევენ თავზე; ისინი საოცრად ტყუიან და თავსაც იტყუებენ.
__ ბლეზ პასკალი __

***
აზრი სურვილად გადაექცა, სურვილი წყურვილად მოედო.
__ მიხეილ ჯავახიშვილი __

***
ჯერ კიდევ დიდი ხნით ადრე, ვიდრე ჩაიდენდნენ ცოდვას, ბევრს ფიქრობდნენ მასზე.
__ ბობ იანდიანი __

3.49.18. Плотские похоти, восстаюшие на душу
Чис.11,4.34 Пс.77,18.30 Матф.24,13,, 26,41 Лук.8,14,, 12,15,, 14,26-33,, 18,22,, 21,34 Ин.9,40.41 Деян.15,20.29 Иак.4,1-3,, 5,9,, 1Пет.2,1.[11],, 4,1-3,, 2Пет.1,[4].6,, 2,10.18-20,, 3,14 1Ин.2,15.[16].17 Иуд.16.18 Рим.2,7,, 5,3-5,, 6,1.2,, 7,14-25,, 8,1-25,, 12,1,, 13,11-14,, 1Кор.3,16.17,, 6,19.20,, 9,24-27,, 10,6 2Кор.7,1 Гал.5,7.13.16-21.24,, 6,8 Еф.2,3,, 4,22-24,, Флп.2,16,, 3,12-14,, Кол.3,5-8,, 1Фес.5,23,, 1Тим.6,9.10,, 2Тим.2,4.22 Тит.2,12,, 3,3 Евр.10,35-39,, 11,4,, 12,[1].15