თმის მოუპარსავობის, მოწმიდარობის აღთქმა

საკვანძო მუხლები:

რიცხვნი 6 : 5 ; მსაჯულნი 13 : 5 ; მსაჯულნი 16 : 17 ; 1მეფეთა 1 : 11 ;
3.19.6. __

რიცხ.6,[5].13.18 მსაჯ.13,5; 16,17.19; 1მფ.1,11

- (აღთქმის გარეშე) თმის გრძლად მოშვება საძრახისია კაცისთვის 1კორ.11,14

ბიბლიის მუხლები

რიცხვნი 6
5. მოწმიდარობის აღთქმის მთელს დროს სამართებელი არ უნდა შეეხოს მის თავს; ვიდრე არ გაუვა უფლის მოწმიდარობის ვადა, წმიდაა იგი. თმა უნდა მოიზარდოს თავზე.
13. ეს არის მოწმიდარის რჯული: როცა გაუვა მოწმიდარობის ვადა, მიიყვანენ მას სადღესასწაულო კარვის შესასვლელთან;
18. გადაიპარსავს მოწმიდარი სადღესასწაულო კარვის შესასვლელთან თავის სამოწმიდარო თავს, აიღებს თავისი სამოწმიდარო თავის თმას და ჩააგდებს ცეცხლში, სამადლობელი მსხვერპლის ქვეშ რომ არის.

მსაჯულნი 13
5. რადგან, აჰა, დაორსულდები და ვაჟი შეგეძინება, სამართებელი არ უნდა მიეკაროს მის თავს, რადგან ღვთის მოწმიდარი იქნება იგი დედის მუცლიდანვე და შეუდგება ისრაელის დახსნას ფილისტიმელთა ხელიდან.

მსაჯულნი 16
17. გამოუტყდა და უთხრა: სამართებელი არ გაჰკარებია ჩემს თავს, რადგან დედის მუცლიდან ღვთის მოწმიდარი ვარ. თავი რომ გადამპარსონ, ძალა გამომეცლება, დავძაბუნდები და სხვათა მსგავსი შევიქნები.
19. კალთაში ჩააძინა იგი დალილამ, კაცი იხმო და მისი თმის შვიდივე კოწოლი მოაპარსვინა. იწყო სამსონმა დასუსტება, გამოეცალა თავისი დიდი ძალა.

1მეფეთა 1
11. აღუთქვამდა და ეუბნებოდა: ცაბაოთ უფალო, თუ მიხედავ შენი მხევლის ტანჯვას, თუ გამიხსენებ და არ დაივიწყებ შენს მხევალს, და მისცემ შენს მხევალს ვაჟიშვილს, უფალს დავუთმობ მას. ვიდრე ცოცხალი იქნება, დანა არ შეეხება მის თავს.

1კორინთელთა 11
14. განა თვით ბუნება არ გასწავლით, რომ თუ კაცი გრძლად უშვებს თმას, ეს საძრახისია მისთვის?