მშვიდი ცხოვრებისთვის

საკვანძო მუხლები:

ლევიანნი 25 : 18 ; ლევიანნი 26 : 5 ; მეორე რჯული 28 : 15 ; მეორე რჯული 29 : 28 ; მეორე რჯული 30 : 1 ; მეორე რჯული 32 : 21 ; 1მეფეთა 12 : 14 ;
3.46.6. __

- მშვიდობა გვექნება, თუ დავიცავთ ღვთის მცნებები ლევ.25,18.19,, 26,5.6; 1მფ.12,14 

- თუ არ დავიცავთ მშვიდობა არ გვექნება ლევ.26,15-17.25.32-39 რჯ.28,15.25.30.48-57,, 29,28,, 30,1,, 32,21.25.30

ბიბლიის მუხლები

ლევიანნი 25
18. შეასრულეთ ჩემი წესები და ჩემი სამართალი დაიცავით. შეასრულეთ ისინი და მშვიდად იცხოვრებთ ქვეყანაში.
19. მოგცემთ მიწა თავის ნაყოფს, მაძღრისად შეჭამთ და მშვიდად იცხოვრებთ იქ.

ლევიანნი 26
5. ლეწვა თესვაზე ადრე დაგიდგებათ, რთველი თესვაზე ადრე, ძღომაზე შეჭამთ თქვენს პურს, თქვენს ქვეყანაში მშვიდად იცხოვრებთ.
6. მშვიდობას ჩამოვაგდებ ქვეყანაზე და მოსვენებული იქნებით. აღარ იქნება დამაფრთხობელი, მიწისგან აღვგვი სასტიკ მხეცებს და მახვილი არ გაივლის თქვენს ქვეყანაზე.
15. თუ არად ჩააგდებთ ჩემს წესებს, თუ ისე შეიძულებთ ჩემს სამართალს, რომ არ შეასრულებთ არცერთ ჩემს მცნებას და დამირღვევთ აღთქმას,
16. მაშინ ამგვარად მოგექცევით: მოგივლენთ შიშისზარს, ჭლექსა და ცხროებას, თვალის დამავსებელს და სულის შემაღონებელს. ფუჭი იქნება თქვენი დათესილი, რადგან მტრები შეგიჭამენ.
17. პირს ვიზამ თქვენსკენ და დაუმარცხდებით თქვენს მტრებს, გაგიბატონდებიან მოსისხლენი; გაიქცევით, თუმცა მდევარი არ გეყოლებათ.
32. დავაცარიელებ ქვეყანას თქვენი მტრების განსაცვიფრებლად, რომლებიც იქ დასახლდებიან.
33. მიმოგფანტავთ ხალხებში და გაშიშვლებულ მახვილს დაგადევნებთ. დაცარიელდება თქვენი ქვეყანა და გაუდაბურდება თქვენი ქალაქები.
34. მაშინ ამოიგებს მიწა თავის შაბათებს მთელი იმ ხნის მანძილზე, რაც დაცარიელებული იქნება. როცა თქვენი მტრების ქვეყანაში იქნებით, მაშინ იუქმებს მიწა, ამოიგებს თავის შაბათებს.
35. იუქმებს მთელი იმ ხნის მანძილზე, რაც არ უუქმია თქვენს შაბათებში, როცა იქ ცხოვრობდით.
36. დანარჩენებს გულს გაგილაჩრებთ მტრების ქვეყნებში. გაფრენილი ფოთლის ხმა შეგაშინებთ და გაიქცევით, თითქოს მახვილს გაურბოდეთ. დაეცემით, მდევარი კი არავინ იქნება.
37. წაიფორხილებენ ერთმანეთზე, თითქოს მახვილს გაურბოდნენ. მდევარი კი არავინ იქნება. ღონე არ გეყოფათ, რომ მტრებს აღუდგეთ.
38. დაიღუპებით ხალხებში და შეგჭამთ თქვენი მტრების მიწა.
39. დანარჩენები დაილევით თქვენი ცოდვების გამო მტრების ქვეყნებში. თქვენი მამა-პაპის ცოდვების გამოც დაილევით.

მეორე რჯული 28
15. თუ არ გაიგონებ უფლის, შენი ღმერთის სიტყვას, არ დაიცავ და არ შეასრულებ ყველა მის მცნებას და წესებს, რომელთაც გიცხადებ დღეს, გადმოვა შენზე ყველა ეს წყევლა და გეწევა:
25. დაგამხობს უფალი შენი მტრების წინაშე, ერთი გზით წახვალ მისკენ და შვიდი გზით გაექცევი მას. საფრთხობელად იქცევი ამ ქვეყნის ყველა სამეფოსთვის.
30. ქალს დანიშნავ და სხვა კაცი დაწვება მასთან, სახლს აიშენებ და ვერ იცხოვრებ მასში, ვენახს ჩაყრი და ვერ მოისთვლი.
48. დაუწყებ სამსახურს შენს მტრებს, რომელთაც მოგისევს უფალი, შიმშილში, სიმწყურვალეში, სიშიშვლეში და ყოველგვარ გასაჭირში; დაგადგამს ქედზე რკინის უღელს, რომ საბოლოოდ გაგანადგუროს.
49. დაძრავს უფალი ხალხს შენს წინააღმდეგ შორეთიდან, ქვეყნის კიდიდან, არწივივით მოფრინდება ხალხი, რომლის ენას ვერ გაიგებ.
50. მოძალადე ხალხი, რომელიც მოხუცს პატივს არ სცემს და ყმაწვილკაცს არ იბრალებს.
51. დაუწყებს ჭამას შენი საქონლის ნაყოფს და შენი მიწის ნაყოფს და საბოლოოდ გაგაჩანაგებს, არ დაგიგოვებს არც პურს, არც ღვინოს, არც ზეთს, არც საქონლის მონაშენს და არც ცხვრის ნამატს, რომ საბოლოოდ გაგანადგუროს.
52. ალყაში მოგაქცევს მთელს შენს მიწა-წყალზე, ყველგან, ვიდრე არ დაგექცევა მთელს შენს ქვეყანაში მაღალი და მაგარი კედლები, რომელთა იმედი გაქვს. ალყაში მოგაქცევს მთელს შენს მიწა-წყალზე, შენს ქვეყანაში, რომელიც მოგცა უფალმა, შენმა ღმერთმა.
53. დაუწყებ ჭამას შენი მუცლის ნაყოფს, შენი ვაჟებისა და ასულების ხორცს, რომლებიც მოგცა უფალმა, შენმა ღმერთმა, ალყაში და იწროებაში, როცა შეგავიწროებს მტერი.
54. განებივრებული და გაფუფუნებული კაცი ავად დაუწყებს ყურებას თავის მოძმეს და თანამეცხედრეს, თავის დარჩენილ შვილებს, რომლებიც შერჩება მას.
55. არავის მისცემს თავისი შვილების ხორცს, რომელთაც შეჭამს, რადგან არაფერი დარჩება მას ალყაში და იწროებაში, როცა შეგავიწროებს მტერი მთელს შენს მიწა-წყალზე.
56. განებივრებული და გაფუფუნებული ქალი, რომელსაც ფუფუნების და ნებიერობის გამო ფეხიც არ დაუკარებია მიწაზე, ავი თვალით შეხედავს თავის თანამეცხედრეს, თავის ვაჟსა და ასულს,
57. მომყოლს, რომელიც გამოდის მის ფეხებშორის, და თავის შვილებს, რომელთაც დაბადებს, რადგან ჩუმად შეჭამს მათ გაჭირვებისას, ალყაში და იწროებაში, როცა შეგავიწროებს მტერი შენს მიწა-წყალზე.

მეორე რჯული 29
28. მოისროლა ისინი უფალმა თავიანთი მიწიდან რისხვით, ბრაზით და დიდი წყრომით და გადააგდო სხვა ქვეყანაში, სადაც დღეს არიან.

მეორე რჯული 30
1. როცა აგიცხადდება ყველა ეს სიტყვა - კურთხევა და წყეელა, რომელიც გადმოვეცი შენს წინაშე, მოგიბრუნდება გული იმ ხალხთა შორის მყოფს, სადაც ეყოლები გაგდებული უფალს, შენს ღმერთს,

მეორე რჯული 32
21. გამაჯავრეს არაღმერთით, გამაღიზიანეს თავიანთი ამაოებით; მეც გავაჯავრებ მათ არაერით, უგვანი ხალხით გავაღიზიანებ.
25. გარეთ მახვილი გაანადგურებს, შიგნით- შიშისზარი, ჭაბუკსაც და ქალწულსაც, ძუძუთა ბავშვს ჭაღარა კაცთან ერთად.
30. ერთი როგორ დაედევნება ათასს, ორნი როგორ გაყრიან ათიათასს? თუ მათმა მფარველმა არ გასწირა ისინი, თუ უფალმა არ ჩაუგდო ხელში?

1მეფეთა 12
14. თუ გექნებათ უფლის შიში, თუ ემსახურებით მას, თუ შეისმენთ მის სიტყვას და წინ არ აღუდგებით მის ნაბრძანებს, მაშინ დაგიფარავთ უფალი, თქვენი ღმერთი, თქვენცა და მეფესაც, თქვენზე რომ მეფობს.