საადრეო და საგვიანო წვიმის წინასწარმეტყველების აღსრულება

საკვანძო მუხლები:

ლევიანნი 26 : 4 ; მეორე რჯული 28 : 12 ; ფსალმუნები 71 : 6 ; იგავნი 1 : 23 ; იგავნი 16 : 15 ; ესაია 12 : 3 ; ესაია 30 : 23 ; ესაია 32 : 15 ; ესაია 44 : 3 ; იერემია 3 : 3 ; ეზეკიელი 39 : 29 ; ოსია 6 : 3 ; იოველი 2 : 23 ; ამოსი 4 : 7 ; ზაქარია 12 : 10 ; იოანე 7 : 37 ; საქმენი მოციქულთა 2 : 4 ; საქმენი მოციქულთა 10 : 44 ; საქმენი მოციქულთა 11 : 15 ; საქმენი მოციქულთა 15 : 8 ; 1კორინთელთა 12 : 13 ;
3.30.1. საადრეო და საგვიანო წვიმის წინასწარმეტყველების აღსრულება

- ძველ აღთქმაში ვხედავთ, რომ რჯულს თუ აღასრულებდნენ, ღმერთი აღუთქვამდა დროულ წვიმას ლევ.26,4 რჯ. 28,12 იგავ.16,15 ეს.30,23; 32,20 ოს.6,3 იოვ.2,23

- ცოდვა აკავებდა ღვთის წყალობას და წვიმა არ მოდიოდა იერ.3,3 ამ.4,7.8

- წვიმასთან იყო შედარებული უფლის მოსვლაც ფს.71,6

- სული წმიდის გადმოსვლაც წვიმისა და უხვწყლიანობის სიმბოლოებით იქნა ნაწინასწარმეტყველები იგავ.1,23,, ეს.12,3,, 32,15,, 44,3.4 იერ.3,3 ეზეკ.39,29 იოვ.2,[28.29]  ზაქ.12,10 ინ.7,37-39 

- წინაასწარმეტველების აღსრულება საქ.2,4.16-18

- აღსრულდა მას შემდეგ,, როცა იესო ქრისტე ამაღლდა და მიიღო სული წმიდის აღთქმა საქ.2,33

- სული წმიდის ნიჭის მისაღებად საჭიროა მონანიება და ნათლისღება ცოდვათა მისატევებლად საქ.2,38.39; 10,44-47,, 11,15.16,, 15,8

- ყველა სულით მონათლულს ერთი სული გვაქვს ნასვამი 1კორ.12,13 

ბიბლიის მუხლები

ლევიტელთა 26
4. თავის დროზე მოგცემთ წვიმას და მიწაც მოგცემთ თავის მოსავალს, მინდვრის ხეები მოგცემენ თავიანთ ნაყოფს.

მეორე რჯული 28
12. გაგიღებს უფალი თავის მადლიან საუნჯეს - ცას, რომ მოსცეს მიწას წვიმა თავის დროზე და აკურთხოს შენი ხელის ყოველი ნამუშაკევი. ბევრ ხალხებს მისცემ სესხს, თავად კი არავისგან ისესხებ.

ფსალმუნი 71
6. იგი ჩამოვა, როგორც წვიმა მოთიბულ მდელოზე. როგორც წვეთები, მიწას რომ რწყავენ.

იგავნი 1
23. მოუბრუნდით ჩემს დარიგებებს: აჰა, გადმოგაღვრით ჩემს სულს, გამოგიცხადებთ ჩემს სიტყვებს.

იგავნი 16
15. მეფის ნათელი სახე სიცოცხლეა და მისი წყალობა გაზაფხულის წვიმის ღრუბელივითაა.

ესაია 12
3. სიხარულით ამოხაპავთ წყალს ხსნის წყაროებიდან.

ესაია 30
23. მოსცემს წვიმას შენს თესლს, რომელსაც დათესავ მიწაზე, და პურს - მიწის მოსავალს, რომელიც მსუყე და მაწიერი იქნება; იბალახებს იმ დღეს შენი საქონელი გაშლილ საძოვარზე.

ესაია 32
15. ვიდრე არ გადმოვა ჩვენზე ზეგარდმო სული და უდაბნო წალკოტად არ გადაიქცევა და წალკოტი მაღნარად არ შეირაცხება.
20. ბედნიერები ხართ, ვინც ყველგან თესავთ, სადაც წყალია, და ნებაზე უშვებთ ხარს და სახედარს!

ესაია 44
3. რადგან წყალს მივუღვრი ურწყულს და ნაკადულებს - გამომშრალ მიწას; ჩემს სულს მივუღვრი შენს ნატამალს და ჩემს კურთხევას - შენს შთამომავლებს.
4. აღმოცენდებიან როგორც ჯეჯილი მდელოთა შორის, როგორც ტირიფები წყლისპირებზე.

იერემია 3
3. შეკავდა წვიმები და გაზაფხულის წვიმაც არ მოსულა. მეძავის შუბლი გქონდა, არ გახსოვდა სირცხვილი.

ეზეკიელი 39
29. აღარ მოვარიდებ მათ ჩემს სახეს, რათა გადმოვღვარო ისრაელის სახლზე ჩემი სული, ამბობს უფალი ღმერთი.

ოსია 6
3. შევიცნოთ, ვესწრაფოთ უფლის შეცნობას; განთიადივით საიმედოა მისი ამოსვლა, წვიმასავით მოგვივა, ისხარივით, მიწას რომ რწყავს.

იოველი 2
23. სიონის ძენო, იხარეთ და იმხიარულეთ უფლის, თქვენი ღვთის გამო, რადგან მოგცემთ სიმართლის მოძღვარს, გამოგიგზავნის საადრეო და საგვიანო წვიმას, წინანდებურად.
28. ამის შემდეგ მოვაფენ ჩემს სულს ყოველ ხორციელზე და გაქადაგდებიან თქვენი ვაჟები და ასულები; თქვენი უხუცესები ნახავენ სიზმრებს და ჭაბუკები ხილვებს იხილავენ.
29. თქვენს ყმებზეც და მხევლებზეც მოვაფენ იმ დღეს ჩემს სულს.

ამოსი 4
7. წვიმაც კი შეგიწყვიტე მკამდე სამი თვით ადრე; ვაწვიმებდი ერთ ქალაქზე და მეორე ქალაქზე არ ვაწვიმებდი; ერთი ყანა წვიმით ირწყვებოდა, მეორე ყანა კი, უწვიმარი, ხმებოდა.
8. მიეხეტებოდა ორი, სამი ქალაქი ერთ ქალაქში წყლის სასმელად და ვერ იკლავდნენ წყურვილს; მაინც არ მოქცეულხართ ჩემკენ, ამბობს უფალი.

ზაქარია 12
10. გადმოვღვრი დავითის სახლზე და იერუსალიმის მცხოვრებთა თავზე წყალობისა და შეწყალების სულს და მიხილავენ ისინი, რომლებიც განგმირეს მათ; დაიტირებენ მას, როგორც ძხოლოდშობილს ტირიან და გამწარდებიან მის გამო, როგორც პირმშოს გამო მწარდებიან.

იოანე 7
37. ხოლო დღესასწაულის უკანასკნელ, დიდ დღეს ადგა იესო, შეღაღადა და თქვა: ვისაც სწყურია, მოვიდეს ჩემთან და შესვას.
38. ვისაც სწამს ჩემი, როგორც ამბობს წერილი, მისი მუცლიდან წარმოდინდებიან ცოცხალი წყლის მდინარენი.
39. ესა თქვა სულზე, მის მორწმუნეებს რომ უნდა მიეღოთ, ვინაიდან ჯერ კიდევ არ იყო მათზე სული, რადგან ჯერ კიდევ არ განდიდებულიყო იესო.

საქმე 2
4. ყველანი აღივსნენ სულით წმიდით და სხვადასხვა ენებზე ალაპარაკდნენ, როგორც სული ამეტყველებდა მათ.
16. არამედ ეს ითქვა იოველ წინასწარმეტყველის მიერ:
17. „და იქნება უკანასკნელ დღეებში, ამბობს ღმერთი, მივაფენ ჩემი სულისაგან ყველა ხორცს, და იწინასწარმეტყველებენ თქვენი ძენი და თქვენი ასულნი, თქვენი ჭაბუკები იხილავენ ხილვას და თქვენი მხცოვანნი ნახავენ სიზმრებს,
18. ჩემს მონებსა და ჩემს მხევლებს იმ დღეებში მივაფენ ჩემი სულისაგან და იწინასწარმეტყველებენ.
33. ღვთის მარჯვენით ამაღლდა იგი, მამისაგან მიიღო სული წმიდის აღთქმა და მოჰფინა ის, რასაც ხედავთ და ისმენთ.
38. ხოლო პეტრემ უთხრა მათ: მოინანიეთ და ყოველმა თქვენგანმა ნათელ იღოს იესო ქრისტეს სახელით ცოდვათა მისატევებლად, და მიიღებთ სული წმიდის ნიჭს.

საქმე 10
44 ჯერ კიდევ ლაპარაკობდა პეტრე ამ სიტყვებს, რომ სულიწმიდა გადმოვიდა ყველაზე, ვისაც ესმოდა სიტყვა.
45 მორწმუნენი წინადაცვეთილთაგან, რომლებიც პეტრეს მოჰყვნენ, გაოცდნენ, რომ სულიწმიდის ნიჭი წარმართებსაც მოეფინათ,
46 რადგან ესმოდათ, რომ ლაპარაკობდნენ ენებზე და ადიდებდნენ ღმერთს. მაშინ მიუგო პეტრემ:
47 “ვის შეუძლია წყლით ნათლისღება დაუკავოს იმათ, ვინც ჩვენსავით მიიღეს სულიწმიდა?”

საქმე 11
15. ლაპარაკი რომ დავიწყე, სული წმიდა გადმოვიდა მათზე, ისევე, როგორც ჩვენზე თავდაპირველად.
16. მაშინ გამახსენდა სიტყვა უფლისა, რომელმაც თქვა: იოანე წყლით ნათლავდა ხალხს, თქვენ კი სულით წმიდით მოინათლებით.

საქმე 15
8. გულთამხილავი ღმერთი ემოწმა მათ, რაკიღა მათაც ჩვენსავით მისცა სული წმიდა.

1კორინთელთა 12
13. რადგან ყველანი ერთი სულით მოვინათლეთ ერთ სხეულად, იუდეველნიც და ბერძენნიც, მონებიც და თავისუფალნიც, ასე რომ, ყველას ერთი სული გვაქვს ნასვამი.