მარხვა სხვების მიმართ შენდობისა და პატიებისთვის

საკვანძო მუხლები:

გამოსვლა 32 : 11 ; ლევიანნი 23 : 27 ; მეორე რჯული 9 : 18 ; მეორე რჯული 10 : 10 ; ფსალმუნები 105 : 23 ;
3.36.13. __ 

გამ.32,11 ლევ.23,27 რჯ. 9,[18].19; 10,10; 2ეზრ.9,2 ფს.105,23

ბიბლიის მუხლები

გამოსვლა 32
11. ვედრება დაუწყო მოსემ უფალს, თავის ღმერთს და უთხრა: რისთვის უნდა აინთო რისხვით, უფალო, ამ ხალხის მიმართ, რომელიც ეგვიპტიდან გამოგიყვანია დიადი ძალითა და მაგარი მკლავით.

მეორე რჯული 9
18. დავემხე უფლის წინაშე, როგორც უწინ, და ასე ვიყავი ორმოცი დღე და ორმოცი ღამე, უსმელ-უჭმელი, ყველა თქვენი ცოდვის გამო, რომლითაც სცოდავდით, ბოროტებას რომ სჩადიოდით უფლის თვალში და აჯავრებდით მას. 
19. რადგან მეშინოდა რისხვისა და წყრომისა, რომელიც დაგატეხათ უფალმა თქვენს გასანადგურებლალ. ამჯერადაც მისმინა მე უფალმა.

მეორე რჯული 10
10. მე დავრჩი მთაზე მაშინდელივით ორმოც დღეს და ორმოც ღამეს და ამჯერადაც მისმინა მე უფალმა - არ ინება უფალმა შენი დაღუპვა.

2ეზრა 9
2. იქ მყოფს არც პური უჭამია და არც წყალი უსვამს, გოდებდა ერის დიდი ურჯულოების გამო.

ფსალმუნი 105
23. დათქმული ჰქონდა მათი მოსპობა, რომ მოსე, მისი რჩეული, არ დამდგარიყო ნაპრალთან მის წინაშე, რათა გაებრუნებინა რისხვა მისი, და აღარ მოესრა ისინი.