წმიდა ადგილის მიმართ კრძალულება


საკვანძო მუხლები:

ლევიანნი 22 : 24 ; მეორე რჯული 12 : 2 ; გამოსვლა 3 : 5 ; გამოსვლა 34 : 3 ; იოანე 4 : 20 ; ლევიანნი 6 : 26 ;
=4.1.1 წმიდა ადგილის მიმართ კრძალულება

გამ.3,5; 34,3 ლევ.6,26; 22,24 რჯ.12,2.5.6.8-10.21.22 იოან.4,20.21

ბიბლიის მუხლები

გამოსვლა 3
5 უთხრა მას უფალმა: "ნუ მოუახლოვდები; გაიხადე ფეხსამოსი ფეხთაგან, რადგან ეს ადგილი, რომელზეც დგახარ, წმიდა მიწაა”.

გამოსვლა 34
3. არავინ გამოგყვეს და ნურც ვინმე გამოჩნდება მთელ მთაზე, არც ცხვარმა და ძროხამ მოძოვოს ამ მთის წინ”.

ლევიანთა 6
26. მღვდელს, რომელმაც ცოდვისთვის შესწირა, შეუძლია შეჭამოს იგი; წმიდა ადგილზე შეიჭამოს, საკრებულო კარვის ეზოში.

ლევიანთა 22
24. საქონელი, რომელსაც ყვერები დაჭყლეტილი, ან დაჩეჩქვილი, ან მოგლეჯილი, ან მოჭრილი აქვს, არ შესწირო უფალს. თქვენს მიწაზე ეს არ გააკეთოთ.

მეორე რჯული 12
2. გაანადგურეთ ყოველი ადგილი, სადაც კი თქვენს მიერ აყრილ ხალხებს უმსახურიათ თავიანთი ღმერთებისთვის: მაღალ მთებზე და გორაკებზე, ყოველი ხემხვივანის ძირას.
5. არამედ ის ადგილი ეძებეთ და იქ მიდით, რომელსაც ყველა თქვენს შტოთა შორის ამოირჩევს უფალი, თქვენი ღმერთი, თავისი სახელის დასადებად, თავის სავანედ.
6. იქ მიიტანეთ თქვენი აღსავლენი მსხვერპლი და საკლავი. თქვენი მეათედი, თქვენი ხელის ძღვენი, თქვენი აღთქმული, თქვენი შესაწირავი, საქონლისა და ცხვრის პირველმოგებული.
8. ნუ მოიქცევით ისე, როგორც ახლა აქ ვიქცევით თითოეული ჩვენგანი, ვისაც როგორ მოსწონს.
9. რადგან ჯერ კიდევ არ მივსულვართ განსასვენებელში და სამკვიდრებელში, რომელსაც უფალი, შენი ღმერთი გაძლევს.
10. გახვალთ იორდანეს გაღმა და დასახლდებით ქვეყანაში, რომელსაც უფალი, თქვენი ღმერთი, გიმტკიცებთ სამკვიდროდ. მოგასვენებთ გარეშემო მტრებისაგან და იცხოვრებთ მშვიდად.
21. თუ შენგან შორს იქნა ის ადგილი, რომელსაც ამოირჩევს უფალი, შენი ღმერთი, თავისი სახელის დასადებად, დაკალი უფლის მოცემული საქონელი და ცხვარი, როგორც დაგარიგე, და ჭამე შენს ქალაქებში შენი გულის სურვილით.
22. ოღონდ, როგორც ქურციკი და ირემი იჭმევა, ისე ჭამე იგი. გაუწმიდურებულმა და გაწმიდავებულმა ერთად ჭამონ.

იოანე 4
20. ჩვენი მამები ამ მთაზე სცემდნენ თაყვანს, თქვენ კი ამბობთ, იერუსალიმშია ის ადგილი, სადაც თაყვანს უნდა სცემდნენო”.
21. იესომ მიუგო: "დედაკაცო, მერწმუნე, დგება ჟამი, როცა არც ამ მთაზე და არც იერუსალიმში აღარ სცემთ თაყვანს მამას.

4.1.1. Скромность перед святым местом
Исх.3,5; 34,3 Лев.6,26; 22,24 Втор.12,2.5.6.8-10.21.22 Ин.4,20.21