ღმერთი სულგრძელია, დიდსულოვანი, მრავლის მომთმენი


საკვანძო მუხლები:

დაბადება 15 : 16 ; დაბადება 18 : 26 ; გამოსვლა 34 : 6 ; რიცხვნი 14 : 18 ; ნეემია 9 : 17 ; ფსალმუნები 85 : 15 ; ფსალმუნები 102 : 8 ; ფსალმუნები 144 : 8 ; სიბრძნე სოლომონისა 15 : 1 ; იონა 4 : 2 ; მიქა 7 : 18 ; ნაუმი 1 : 3 ; მალაქია 3 : 6 ; იაკობი 5 : 10 ; 2პეტრე 3 : 8 ; რომაელთა 2 : 4 ; რომაელთა 3 : 25 ; რომაელთა 9 : 22 ; 1კორინთელთა 13 : 7 ; 2კორინთელთა 6 : 6 ; გალატელთა 5 : 22 ; ეფესელთა 4 : 2 ; კოლასელთა 1 : 11 ; 2ტიმოთე 3 : 10 ; 2ტიმოთე 4 : 2 ; ებრაელთა 6 : 12 ;
=2.2.29. ღმერთი სულგრძელია, დიდსულოვანი, მრავლის მომთმენი

გამოვლინდა:
- მის სახელში გამ.34,[6]
- ცოდვის მიტევებაში რიცხ.14,18 მიქ.7,18
- შებრალებაში ფს.85,15; 102,8; 144,8
- სიკეთეში სიბრ.15,1
- რისხვის ჭურჭლების დაზოგვაში ნაუმ.1,3 რომ.9,22
- ლმობიერი ავლა ცოდვილებისგან რომ.2,4
- ადამიანთა ხსნის სურვილში 2პეტ.3,9.15

ღმერთის დიდხანს თმენის მაგალითები:
- ამორეველები დაბ.15,16
- სოდომი დაბ.18,23-32
- ისრაელი ნეემ.9,17.30.31
- ნინევია იონ.4,2.10.11
- ქვეყნიერება რომ.3,25

დამოკიდებულება მისდამი:
- არ უგულველვყოთ რომ.2,4
- ვიცოდეთ 2პეტ.3,8
- გამოვიყენოთ მოსამზადებლად მალ.3,1-6

როგორც ქრისტიანული სათნოება:
- წინასწარმეტყველებთან იაკ.5,10
- ძველი აღთქმის წმინდანებთან ებრ.6,12
- სული წმიდის ნაყოფი გალ.5,22
- ვლინდებოდა მოციქულ პავლეში 2კორ.6,6
- იქადაგებოდა როგორც სათნოება ეფ.4,2
- ვლინდება მორწმუნის ცხოვრებაში კოლ.1,11
- დაყენებულია მაგალითად 2ტიმ.3,10
- აუცილებელია მქადაგებლებისთვის 2ტიმ.4,2
- არის სიყვარულის გამოხატულება 1კორ.13,7

ბიბლიის მუხლები

დაბადება 15
16. მხოლოდ მეოთხე თაობაში მობრუნდებიან აქეთ, როცა აივსება ამორეველების უკეთურებათა საწყაული.

დაბადება 18
26. უთხრა უფალმა: თუ ვპოვე სოდომ-ქალაქში ორმოცდაათი მართალი, შევიწყალებ მთელს მაგ ადგილს მათი გულისათვის.

გამოსვლა 34
6. ჩაიარა უფალმა მის წინ და შეჰღაღადა მოსემ: უფალო, უფალო! ღმერთო მწყალობელო და შემბრალებელო, სულგრძელო, დიდმადლიანო და ჭეშმარიტო.

რიცხვნი 14
18. სულგრძელია უფალი და დიდმადლიანი, დანაშაულისა და ცოდვის მიმტევებელი, შურისმგებელი, მამათა ცოდვის მომკითხავი შვილებისგან მესამე და მეოთხე თაობაში.

ნეემია 9
17. არც გაგონება ინდომეს, არც ის შენი საკვირველებანი გაიხსენეს, მათ რომ გაუკეთე. ქედი გაიფიცხეს და თავიანთი ურჩობით ბელადი დაიყენეს მონობაში დასაბრუნებლად. მაგრამ შენ ღმერთი ხარ, შემნდობი, მოსიყვარულე და გულმოწყალე; რისხვისას დინჯი ხარ, წყალობის გაღებისას კი უხვი, ამიტომაც არ მიატოვე ისინი.

ფსალმუნი 85
15. ხოლო შენ, უფალო, ღმერთო შემბრალევ და ლმობიერო, მრავლის მომთმენო, დიდმოწყალე და ჭეშმარიტი ხარ.

ფსალმუნი 102
8. შემბრალე და ლმობიერია უფალი, სულგრძელი და მრავალმოწყალე.

ფსალმუნი 144
8. გულმოწყალე და შემბრალეა უფალი, სულგრძელი და დიდად მოწყალე.

სიბრძნე სოლომონისა 15
1. ხოლო შენ, ღმერთო ჩვენო, კეთილი და ჭეშმარიტი ხარ, სულგრძელი და ყოვლის განმგებელი წყალობით.

იონა 4
2. ილოცა უფლის მიმართ და უთხრა: ჰე, უფალო, განა ამას არ ვამბობდი, როცა ჯერ კიდევ ჩემს მიწაზე ვიყავი? თავიდანაც იმიტომ გავრბოდი თარშიშში, რომ ვიცოდი, მონანიე და ლმობიერი ღმერთი ხარ, რისხვაგვიანი და მრავალმოწყალე; ნანობ ხოლმე ბოროტისყოფას.

მიქა 7
18. რომელ ღმერთს მოუთმენია შენს გარდა უკეთურება და უპატიებია ცოდვა თავისი სამკვიდროს ნატამალისთვის? ის არ მრისხანებს სამუდამოდ, რადგან წყალობის მოყვარულია.

ნაუმი 1
3. სულგრძელია უფალი და დიდძალოვანი, დაუსჯელს არავის გაუშვებს; გრიგალშია უფალი და ქარბორბალაშია მისი სავალი; ღრუბელი მის ფერხთა მტვერია.

მალაქია 3
6. რადგან მე, უფალი, არ ვიცვლები, თქვენც არ დაილევით იაკობის ძენო.

იაკობი 5
10. ჭირთათმენისა და სულგრძელობის ნიმუშად გყავდეთ, ძმანო ჩემნო, წინასწარმეტყველნი, რომელნიც ლაპარაკობდნენ უფლის სახელით.

2პეტრე 3
8. ისიც იცოდეთ, საყვარელნო რომ ერთი დღე უფლისათვის როგორც ათასი წელი, და ათასი წელი, როგორც ერთი დღე.
9. არ აყოვნებს უფალი აღთქმის აღსრულებას, როგორც ზოგიერთს ჰგონია, არამედ სულგრძელია თქვენს მიმართ, რადგანაც ვისიმე დაღუპვა კი
15. ჩვენი უფლის სულგრძელობა დასახეთ ხსნად, როგორც ჩვენმა საყვარელმა ძმამ - პავლემაც მოგწერათ მისთვის ბოძებული სიბრძნით.

რომაელთა 2
4. ან აქნებ უგულებელყოფ მისი სიკეთის, ლმობიერებისა თუ სულგრძელობის სიუხვეს და ვერ შეგიგნია, რომ ღვთის სიკეთეს სინანულისაკენ მიჰყავხარ?

რომაელთა 3
25. ქრისტესი, რწმენის მეოხებით წინასწარ რომ დაადგინა ღმერთმა შენდობის მსხვერპლად, რათა ეჩვენებინა მისი სიმართლე უწინდელ ცოდვათა მიტევების გზით,

რომაელთა 9
22. მაგრამ თუ ღმერთი, რომელსაც სურდა ეჩვენებინა თავისი რისხვა და ეუწყებინა თავისი ძალა, მთელი დიდსულოვნებით ზოგავდა შესამუსრად გამზადებულ ჭურჭლებს რისხვისას,

1კორინთელთა 13
7. ყველაფერს იტანს, ყველაფერი სწამს, ყველაფრის იმედი აქვს, ყველაფერს ითმენს.

2კორინთელთა 6
6. სიწმიდეში, შემეცნებაში, სულგრძელობაში, სიწრფელეში, სული წმიდაში, უპირფერო სიყვარულში,

გალატელთა 5
22. ხოლო სულის ნაყოფია: სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, დიდსულოვნება, სიტკბოება, სიკეთე, რწმენა,

ეფესელთა 4
2. მთელი ქედმოდრეკილობით და თვინიერებით, დიდსულოვნებითა და სიყვარულით შეიწყნარეთ ერთმანეთი.

კოლასელთა 1
11. ყოველმხრივ ძლიერდებოდეთ მისი დიდების სიმტკიცით, რათა ყოვლისმთმენნი და სულგრძელნი იყოთ,

2ტიმოთე 3
10. შენ კი გამოჰყევ ჩემს მოძღვრებას, სარბიელს, ზრახვას, რწმენას, დიდსულოვნებას, სიყვარულს, მოთმინებას,

2ტიმოთე 4
2. იქადაგე სიტყვა, თავს ადექ დროულად თუ უდროოდ, ამხილე, შერისხე, შეაგონე მთელი დიდსულოვნებით და სწავლებით,

ებრაელთა 6
12. რათა მცონარებას არ მისცეთ თავი, არამედ ბაძავდეთ მათ, რწმენი თა და დიდსულოვნებით რომ იმკვიდრებენ აღთქმათ.


2.2.29. Долготерпелив наш Бог
Быт.15,16; 18,26 Исх.34,[6] Чис.14,18 Неем.9,17 Пс.85,15,, 102,8,, 144,8 Прем.15,1 Ион.4,2 Мих.7,18 Наум.1,3 Мал.3,6 Иак.5,10; 2Пет.3,8.9.15 Рим.2,4; 3,25; 9,22; 1Кор.13,7; 2Кор.6,6 Гал.5,22 Еф.4,2 Кол.1,11; 2Тим.3,10; 4,2 Евр.6,12