ჩაწერილნი ღმერთის სიცოცხლის წიგნში


საკვანძო მუხლები:

რიცხვნი 11 : 26 ; ფსალმუნები 68 : 29 ; ფსალმუნები 138 : 16 ; ეზეკიელი 13 : 9 ; დანიელი 12 : 1 ; მალაქია 3 : 16 ; ფილიპელთა 4 : 3 ; გამოცხადება 3 : 5 ; გამოცხადება 17 : 8 ; გამოცხადება 20 : 15 ; გამოცხადება 21 : 27 ; დანიელი 7 : 10 ; ლუკა 10 : 20 ; ებრაელთა 12 : 23 ; გამოცხადება 13 : 8 ; გამოცხადება 22 : 19 ; გამოსვლა 32 : 33 ;
=2.13.7. ჩაწერილნი ღმერთის სიცოცხლის წიგნში

გამ.32,[32].33 რიცხ.11,26 ფს.138,16 დან.7,10; 12,1 მალ.3,16 ლუკ.10,20 ფლპ.4,3 ებრ.12,23 გმცხ.3,5

- არ არიან ჩაწერილნი სიცოცხლის წიგნში ფს.68,29 ეზეკ.13,9 გმცხ.13,8,, 17,8; 20,15; 21,27; 22,19

ბიბლიის მუხლები

გამოსვლა 32
32. ახლა მიუტევე მათ ეს ცოდვა, თუ არა და, ამომშალე შენი დაწერილი წიგნიდან.
33. უთხრა უფალმა მოსეს: "ვინც შესცოდა ჩემს წინაშე, იმას ამოვშლი ჩემი წიგნიდან.

რიცხვნი 11
26. ორი კაცი დარჩენილიყო ბანაკში, ერთს ერქვა ელდადი, მეორეს, - მედადი. მათაც დაადგრა სული (ისინი ჩაწერილთა შორის იყვნენ, მაგრამ არ გასულან კარავთან) და ისინიც დაეცნენ ქადაგად ბანაკში.

ფსალმუნი 68
29. ამოიშალონ ცოცხალთა წიგნიდან და წმიდანებთან ნუ ჩაიწერებიან.

ფსალმუნი 138
16. ჩემი ჩანასახი იხილა შენმა თვალებმა და შენს წიგნში ჩაწერილია დღენი მომავალი ჩასახვისა, როცა ჯერ არ არის არც ერთი მათგანი.

ეზეკიელი 13
9. იქნება ჩემი ხელი ფუჭმხილველ წინასწარმეტყველთა და სიცრუის მისანთა წინააღმდეგ; ჩემი ერის საბჭოში არ იქნებიან ისინი, ისრაელის სახლის წიგნში არ ჩაიწერებიან და ისრაელის მიწაზე ვერ მივლენ. მაშინ მიხვდებიან, რომ უფალი ღმერთი ვარ.

დანიელი 7
10. ცეცხლის მდინარე მოედინებოდა და მის წინიდან გამოდიოდა. ათასი ათასეული ემსახურებოდა მას და ათი ათასეული იდგა მის წინაშე; დაჯდა მსაჯული და გადაიშალა წიგნები.

დანიელი 12
1. იმ დროს აღდგება მიქაელი, დიდი მთავარი, შენი ხალხის შვილთა მფარველი. ისეთი მძიმე დრო მოვა, ხალხის გაჩენის დღიდან ამ დრომდე რომ არ ყოფილა. იმ დროს შენი ხალხიდან ყველა გადარჩება, ვინც კი წიგნში ჩაწერილი აღმოჩნდება.

მალაქია 3
16. როცა უფლის მოშიშნი ლაპარაკობენ ერთმანეთში, ყურს უგდებს უფალი, ესმის და იწერება მის წინაშე სამახსოვრო წიგნი უფლის მოშიშთათვის და მისი სახელის მომხსენიებელთათვის.

ლუკა 10
20. თუმცა, ის კი ნუ გახარებთ, რომ სულები გემორჩილებიან. არამედ გიხაროდეთ ის, რომ თქვენი სახელები ზეცაშია ჩაწერილი”.

ფილიპელთა 4
3. შენც გევედრები, ერთგულო თანამდგომო, შეეწიე მათ, ჩემთან ერთად რომ იღვწოდნენ სახარებაში, კლემენტესა და ჩემს სხვა თანამშრომლებთან ერთად, რომელთა სახელებიც ჩაწერილია სიცოცხლის წიგნში.

ებრაელთა 12
23. მოზეიმე საკრებულოს და ცაში ჩაწერილ პირმშოთა ეკლესიას, ყოველივეს გამკითხავ ღმერთს და განსრულებულ მართალთა სულებს;

გამოცხადება 3
5. მძლეველი ასე სისპეტაკით მოსილი ივლის, არ ამოვშლი მის სახელს სიცოცხლის წიგნიდან და ვაღიარებ მის სახელს ჩემი მამისა და მისი ანგელოზების წინაშე.

გამოცხადება 13
8. და თაყვანი სცა მას დედამიწის ყველა მცხოვრებმა, რომელთა სახელებიც არ არის ჩაწერილი სიცოცხლის წიგნში, დაკლულ კრავს რომ აქვს ქვეყნიერების დასაბამიდან.

გამოცხადება 17
8. მხეცი, რომელიც იხილე, იყო და აღარ არის, მაგრამ ამოვა უფსკრულიდან და წარსაწყმედლად წავა, და დედამიწის მკვიდრნი, რომელთა სახელებიც ჩაწერილი არ არის სიცოცხლის წიგნში ქვეყნიერების დასაბამიდან, განცვიფრდებიან, როდესაც იხილავენ მხეცს, რომელიც იყო და აღარ არის, მაგრამ კვლავ მოვა.

გამოცხადება 20
15. ცეცხლის ტბაშივე ჩავარდა, ვინც არ იყო ჩაწერილი სიცოცხლის წიგნში.

გამოცხადება 21
27. ვერ შევა მასში ვერავითარი უწმინდური, ვერცერთი ცრუ და ბილწი, არამედ მხოლოდ ისინი, ვინც ჩაწერილია კრავის სიცოცხლის წიგნში.

გამოცხადება 22
19. ხოლო თუ ვინმე რამეს მოაკლებს ამ წიგნის წინასწარმეტყველების სიტყვებს, ღმერთი მოაკლებს მას წილს სიცოცხლის ხიდან, წმიდა ქალაქიდან და იქიდან, რაც ჩაწერილია ამ წიგნში.

2.13.7. Записанные в книге Божьей
Исх.32,[32].33 Чис.11,26 Пс.68,29; 138,16 Иез.13,9 Дан.7,10; 12,1 Мал.3,16 Лук.10,20 Флп.4,3 Евр.12,23 Отк.3,5; 13,8; 17,8; 20,15; 21,27; 22,19