ქერუბიმების გამოსახულებანი


საკვანძო მუხლები:

გამოსვლა 25 : 18 ; 1მეფეთა 4 : 4 ; 3მეფეთა 6 : 23 ; 3მეფეთა 8 : 6 ; 1ნეშტთა 28 : 18 ; 2ნეშტთა 3 : 10 ; ეზეკიელი 41 : 18 ; ებრაელთა 9 : 5 ; გამოსვლა 37 : 8 ;
=2.9.14. ქერუბიმების გამოსახულებანი

- კიდობანზე გამ. 25,[18]-20.22; 37,7-9; 1მფ. 4,4; 3მფ.8,6.7; 1ნეშ.28,18 ებრ.9,5

- ქანდაკებები ზეთისხილის ხისგან გამოთლილი 3მფ. 6,23-28; 2ნეშ.3,10-13

- კედლებზე 3მფ.6,29; ეზეკ. 41,18.20 

-კრეტსაბმელზე 2ნეშ.3,14

ბიბლიის მუხლები

გამოსვლა 25
18. ოქროსგან გამოჭედავ ორ ქერუბიმს და სახურავის ორსავე კიდეზე დაამაგრებ. 
19. ერთ ქერუბიმს ერთს კიდეზე დაამაგრებ, მეორე ქერუბიმს - მეორე კიდეზე. სახურავის ზემოთ ორსავე კიდეზე დაამაგრე ქერუბიმები.
20. თავსზემოთ ჰქონდეთ ფრთები გადმოშლილი ქერუბიმებს, რომ ფრთებმა დაფარონ სახურავი; პირი ერთმანეთისკენ ჰქონდეთ მიქცეული, სახურავს უნდა დაჰყურებდნენ ქერუბიმები.
22. მანდ მოგევლინები ხოლმე, სახურავზე, ორ ქერუბიმს შორის, მოწმობის კიდობანზე რომ არიან, და ყველაფერს გამოგიცხადებ, რაც ისრაელიანებისათვის უნდა გაბრძანებინოთ.

გამოსვლა 37
7. გააკეთა ოქროს ორი ქერუბიმი; ოქროსაგან გამოჭედა ისინი; სახურავის ორსავე კიდეზე განალაგა.
8. ერთი ქერუბიმი ერთ კიდეზე, მეორე ქერუბიმი მეორე კიდეზე. სახურავიდან გამოიყვანა ქერუბიმები ორსავე კიდეზე.
9. ფრთები გაშლილი ჰქონდათ ქერუბიმებს და ფარავდნენ თავიანთი ფრთებით სახურავს, სახით ერთმანეთისკენ იყვნენ მიქცეულნი, სახურავისკენ ჰქონდათ მიქცეული სახეები.

1მეფეთა 4
4. შეთვალა ხალხმა სილოამში და მოიტანეს ქერუბიმებზე მჯდარი ცაბაოთ უფლის აღთქმის კიდობანი; ელის ორი ვაჟი - ხოფნი და ფინხასი ახლდა ღვთის აღთქმის კიდობანს.

3მეფეთა 6
23. გააკეთა დაბირში ორი ქერუბიმი ზეთისხილის ხისგან, რომლის სიმაღლე ათი წყრთა იყო. 
24. ერთი ფრთა ხუთი წყრთა ჰქონდა ქერუბიმს, მეორე ფრთაც ხუთი წყრთა. ათი წყრთა იყო ერთი ფრთის ბოლოდან მეორე ფრთის ბოლომდე.
25. ათი წყრთა იყო მეორე ქერუბიმიც; ორივე ქერუბიმს ერთი ზომა და ერთი სახე ჰქონდა.
26. ერთი ქერუბიმის სიმაღლე ათი წყრთა იყო, ასევე მეორე ქერუბიმისაც.
27. დადგა ქერუბიმები შიდა სახლის შუაგულში; გაშლილი ჰქონდათ ფრთები ქერუბიმებს; ერთი ქერუბიმის ფრთა ერთ კედელს სწვდებოდა, მეორე ქერუბიმის ფრთა - მეორე კედელს; ხოლო სახლის შუაგულისკენ მიმართული მათი ფრთები ერთმანეთს ეხებოდნენ.
28. ოქროთი დაფერა ქერუბიმები.
29. სახლის მთელს კედლებზე ირგვლივ - შიგნიდან და გარედან, ქერუბიმების, ფინიკის ხეებისა და გაშლილი ყვავილების გამოსახულებანი მოაჩუქურთმა.

3მეფეთა 8
6. დაასვენეს მღვდლებმა უფლის აღთქმის კიდობანი თვის განკუთვნილ ადგილზე, ტაძრის დაბირში, წმიდათა წმიდაში, ქერუბიმთა ფრთებქვეშ.
7. რადგან ფრთები ჰქონდათ გადაშლილი ქერუბიმებს კიდობნის ადგილზე და ზემოდან ფარავდნენ ქერუბიმები კიდობანს და კეტებს.

1ნეშტთა 28
18. საკმევის სამსხვერპლოსთვის გასუფთავებული ოქრო წონასთან ერთად, და გეგმა ეტლისა და ოქროს ქერუბიმებისა, რომელთა ფრთებიც გადაშლილი და გადაფარებული იყო უფლის აღთქმის კიდობანზე.

2ნეშტთა 3
10. წმიდათაწმიდის სახლში გააკეთა ორი ქერუბიმის ქანდაკება და ოქროთი დაფერა ისინი.
11. ქერუბიმების ფრთები სიგრძით ოცი წყრთა იყო, ერთის ფრთა - ხუთწყრთიანი, და სახლის კედელს ეხებდა. მეორის ფრთაც - ხუთწყრთიანი, მეორე ქერუბიმის ფრთას ეხებოდა.
12. მეორე ქერუბიმის ფრთაც - ხუთწყრთიანი, სახლის კედელს ეხებოდა. მეორის ფრთაც - ხუთწყრთიანი, პირველი ქერუბიმის ფრთას ეხებოდა.
13. ამ ქერუბიმების ფრთები ოც წყრთაზე იყო გაშლილი. ისინი თავიანთ ფეხებზე იდგნენ და პირისახე სახლისკენ ჰქონდათ მიქცეული.
14. გააკეთა კრეტსაბმელი ლურჯი, ძოწეული, მეწამული ნართისგან და სელისგან და მასზე ქერუბიმები გამოსახა.

ეზეკიელი 41
18. ამოკვეთილი იყო ქერუბიმები და პალმები; პალმა ქერუბიმსა და ქერუბიმს შორის იყო, ორი სახე ჰქონდა ყოველ ქერუბიმს. 
20. იატაკიდან შესასვლელის თავამდე ქერუბიმები და პალმები იყო გამოხატული; ასევე ტაძრის კედელზე.

ებრაელთა 9
5. ხოლო მათ ზემოთ - ქერუბიმნი დიდებისა, სალხინებლის საჩრდილობლად, თუმცა აქ დაწვრილებით ვერ ვილაპარაკებთ მათზე. 

2.9.14. Изображения херувимов над ковчегом, на стенах и на завеси
Исх. 25,[18]-20.22; 37,7-9; 1цар. 4,4; 3цар. 6,23-29; 8,6.7; 1пар. 28,18; 2пар. 3,10-14 Иез. 41,18.20 Евр. 9,5