რჯულის, მცნებების, ღვთის სამართლისა და წესების სწავლება


საკვანძო მუხლები:

გამოსვლა 24 : 12 ; მეორე რჯული 4 : 1 ; მეორე რჯული 1 : 5 ; მეორე რჯული 5 : 1 ; მეორე რჯული 6 : 1 ; მეორე რჯული 27 : 8 ; მეორე რჯული 31 : 9 ; მეორე რჯული 32 : 46 ; მეორე რჯული 33 : 4 ; იესო ნავეს ძე 8 : 32 ; 4მეფეთა 17 : 26 ; 4მეფეთა 22 : 8 ; 2ნეშტთა 14 : 3 ; 2ნეშტთა 17 : 9 ; 2ნეშტთა 34 : 14 ; ეზრა 7 : 10 ; ნეემია 8 : 1 ; ნეემია 9 : 3 ; ნეემია 10 : 28 ; ფსალმუნები 93 : 12 ; ფსალმუნები 118 : 18 ; ესაია 1 : 10 ; ესაია 2 : 3 ; ესაია 8 : 20 ; იერემია 18 : 18 ; იერემია 31 : 32 ; მიქა 4 : 2 ; ანგია 2 : 11 ; მალაქია 2 : 6 ; მათე 5 : 19 ; საქმენი მოციქულთა 28 : 23 ; იაკობი 1 : 25 ; რომაელთა 2 : 17 ; 2კორინთელთა 3 : 3 ; გალატელთა 3 : 24 ; გამოსვლა 12 : 24 ; გამოსვლა 18 : 20 ; გამოსვლა 28 : 43 ;
=3.41.9. რჯულის, მცნებების, ღვთის სამართლისა და წესების სწავლება

- დამოძღვრა, სწავლა გამ.12,24; 18,20; 24,[12]; 28,43 რჯ.4,1.5.14; 5,1; 6,1,, 31,9.11.12.24-26; 32,46; 33,4.10; 4მფ.17,26.27; 2ნეშ.17,9 ეზრ.7,10-12.25 ნეემ.8,1-3.9; 9,14 მალ.2,6.7 საქ.28,23

- დამოძღვრილები ნეემ.10,28 ფს.118,79; 2კორ.3,3

- განმარტება რჯ.1,5,, ნეემ.8,7.8

- ჩაწერა რჯ.27,8,, იესნ.8,32

- მივიწყებული რჯულის წიგნის პოვნა 4მფ.22,8; 2ნეშ.34,14.15

- ძიება 2ნეშ.14,3 ეზრ.7,10 ეს.8,20

- გულმოდგინება, სწავლის, ჩაწვდომის სურვილი ნეემ.8,13 ფს.118,95.96.99.117 ეს.2,3 მიქ.4,2 ანგ.2,11 იაკ.1,25

- ყოველდღე კითხვა ნეემ.8,18,, 9,3

- უფალი - მასწავლებელი ფს.93,12,, 118,18.19.33.34.48.49.64.66.68.73.98.102.108.124.125.135.170.171 

- უფალი გულზე აწერს თავის სიტყვას იერ.31,32.33

- ქადაგება, მოწოდება ეს.1,10

- რჯულის მოძღვრისადმი წინააღმდეგობა იერ.18,18

- ვინც დაარღვევს მცნებებს და ისე ასწავლის მათ.5,19 რომ.2,17-23

- რჯული ჩვენი აღმზრდელი, ქრისტესთან მიმყვანი გალ .3,24 

ბიბლიის მუხლები

გამოსვლა 12
24. წესად დაიცავთ ამას, როგორც თქვენთვის, ისე თქვენი შვილებისთვის სამარადისოდ.


გამოსვლა 24
12. უთხრა უფალმა მოსეს: ამოდი ჩემთან მთაზე და აქ იყავი; მოგცემ ფიქალებს - რჯულსა და მცნებებს, მათ დასამოძღვრად რომ დავწერე. 

მეორე რჯული 1
5. იორდანეს გაღმა მოაბის მხარეში დაიწყო მოსემ ამ რჯულის განმარტება და თქვა:

მეორე რჯული 4
1. ახლა ისმინე, ისრაელო, წესი და სამართალი რომელსაც გასწავლი, რათა გადარჩეთ და წახვიდეთ და დაიმკვიდროთ ქვეყანა, რომელსაც უფალი, თქვენი ღმერთი, გაძლევთ.
5. იცოდე, მე გასწავლეთ თქვენ წესი და სამართალი, როგორც მიბრძანა უფალმა, ჩემმა ღმერთმა, რომ სწორად მოიქცეთ იმ ქვეყანაში, რომლის დასამკვიდრებლადაც მიდიხართ.
14. მე მიბრძანა მაშინ უფალმა მესწავლებინა თქვენთვის წესი და სამართალი, რათა შეასრულოთ ისინი იმ ქვეყანაში, რომლის დასამკვიდრებლადაც მიდიხართ.

მეორე რჯული 5
1 და მოუწოდა მოსემ მთელს ისრაელს, და უთხრა მათ: ისმინე, ისრაელ, წესები და სამართალნი, რომელსაც მე ვიტყვი დღეს თქვენს გასაგონად. და შეისწავლეთ ისინი და ეცადეთ მათი შეასრულება.

მეორე რჯული 6
1. აი, მცნება, წესი და სამართალი, რომელიც გამოგიცხადათ უფალმა, თქვენმა ღმერთმა, და გასწავლათ მათი შესრულება იმ ქვეყანაში, რომლის დასამკვიდრებლადაც მიდიხართ;

მეორე რჯული 27
8. დააწერე ქვებზე ამ რჯულის ყოველი სიტყვა გარკვევით და მკაფიოდ.

მეორე რჯული 31
9. დაწერა მოსემ ეს რჯული და მისცა იგი ლევიან მღვდლებს, საუფლო აღთქმის კიდობნის მტვირთველთ, და ისრაელის მთელს უხუცესობას.
11. როცა გამოცხადდება მთელი ისრაელი უფლის, შენი ღმერთის, წინაშე იმ ადგილზე, რომელსაც აირჩევს იგი, წაიკითხე ეს რჯული მთელი ისრაელის გასაგონად.
12. შეკრიბე ხალხი, კაცები, ქალები და ბავშვები, მდგმურები, რომლებიც შენს კარზე ცხოვრობენ, რომ გაიგონონ, რომ ისწავლონ და ეშინოდეთ უფლის, შენი ღმერთისა, დაიცვან და შეასრულონ ამ რჯულის ყოველი სიტყვა.
24. როცა ბოლომდე დაასრულა მოსემ ამ რჯულის სიტყვების ჩაწერა წიგნში,
25. ასე უბრძანა მოსემ ლევიანებს, უფლის აღთქმის კიდობნის მტვირთველთ:
26. აიღეთ ეს რჯულის წიგნი და გვერდით დაუდევით უფლის, შენი ღმერთის აღთქმის კიდობანს, და იყოს იქ შენს მოწმედ.

მეორე რჯული 32
46. და უთხრა მათ: გული დაუდევით თითოეულ სიტყვას, რომელსაც ჩაგაგონებთ დღეს, უანდერძეთ თქვენს შვილებს, რომ დაიცვან და შეასრულონ ამ რჯულის თითოეული სიტყვა.

მეორე რჯული 33
4. რჯული გვიანდერძა მოსემ - იაკობის კრებულის მემკვიდრეობა.
10. ასწავლიან შენს სამართალს იაკობს და შენს რჯულს - ისრაელს, მოგართმევენ საკმეველს საყნოსელად და აღსავლენ მსხვერპლს სამსხვერპლოზე.

იესო ნავეს ძე 8
32. იქ გადაწერა იესომ ქვებზე მოსეს რჯული, რომელიც დაწერილი ჰქონდა მოსეს ისრაელიანთა წინაშე.

4მეფეთა 17
26. უთხრეს აშურის მეფეს: ხალხებმა, რომელიც შენ აჰყარე და სამარიის ქალაქებში ჩაასახლე, არ იციან იმ ქვეყნის ღმერთის ჩვეულება, ამიტომაც მიუსია მათ ლომები, რომლებიც მუსრს ავლებენ მათ, რადგან არ იციან იმ ქვეყნის ღმერთის ჩვეულება.
27. ბრძანება გასცა აშურის მეფემ: გაგზავნეთ იქ ვინმე მღვდელი იქიდან გადმოსახლებულთაგან. წავიდეს და იცხოვროს იქ და ასწავლოს მათ იმ ქვეყნის ღმერთის ჩვეულება.

4მეფეთა 22
8. უთხრა ხილკია მღვდელმთავარმა შაფან მწერალს: რჯულის წიგნი ვიპოვე უფლის სახლში. მისცა ხილკიამ წიგნი შაფანს და წაიკითხა მან.

2ნეშტთა 14
3. უბრძანა იუდას გამოეძია უფალი, თავისი მამა-პაპის ღმერთი, და შეესრულებინა მისი რჯული და მცნებები.

2ნეშტთა 17
9. მოძღვრავდნენ ხალხს იუდაში და თან ჰქონდათ უფლის რჯულის წიგნი. მოიარეს იუდას ყველა ქალაქი და დამოძღვრეს ხალხი.

2ნეშტთა 34
14. როცა უფლის სახლში მიტანილი ვერცხლი გამოჰქონდათ, ხილკიაჰუ მღვდელმა მოსეს ხელით მოცემული უფლის რჯულის წიგნი იპოვა.
15. უთხრა ხილკიაჰუმ შაფან მწერალს: რჯულის წიგნი ვიპოვე უფლის სახლში. და ჩააბარა ხილკიაჰუმ წიგნი შაფანს.

ეზრა 7
10. რადგან გულს იდვა ეზრამ უფლის რჯულის ძიება, მისი შესრულება, და წესისა და სამართლის სწავლება ისრაელში.
11. აჰა, პირი წერილისა, რომელიც მისცა მეფე ართახშასთამ ეზრას - მღვდელს, მწიგნობარს, უფლის მცნებათა და წესთა მოძღვარს ისრაელში:
12. ართახშასთა, მეფეთა მეფე, ეზრას, მღვდელს, ცათა ღმერთის რჯულის სრულყოფილ მოძღვარს, ასე და ასე.
25. შენ კი, ეზრა, შენი ღმერთის სიბრძნით, რომელიც შენს ხელთაა, დაადგინე მსაჯულები და მოსამართლეები, რომლებიც სამართალს გაუჩენენ მთელს ერს, მდინარისგაღმელს, ყველას, ვინც იცის შენი ღმერთის რჯული, ხოლო ვინც არ იცის, ასწავლეთ.

ნეემია 8
1. როგორც ერთი კაცი, შეიკრიბა მთელი ერი იმ მოედანზე, წყლების კარიბჭის წინ რომ არის, და უთხრეს ეზრა მწიგნობარს, მოეტანა მოსეს რჯულის წიგნი, რომელიც უფალმა მისცა ისრაელს.
2. ეზრა მღვდელმა მეშვიდე თვის პირველ დღეს გამოიტანა რჯული კრებულის წინაშე, რომელიც შედგებოდა კაცებისგან, ქალებისგან და ყველა იმათაგან, ვისაც გაგების უნარი შესწევდა.
3. წყლების კარიბჭესთან რომ მოედანია, იქ კითხულობდა მას განთიადიდან შუადღემდე კაცების, ქალებისა და გამგებთა წინაშე. მთელი ერის ყური რჯულის წიგნზე იყო მიპყრობილი.
7. იესო, ბანი, შერებია, იამინი, ყაკუბი, შაბთაი, ჰოდია, მაყასეია, კელიტა, ყაზარი, იოზაბადი, ხანანი, ფელაია და ლევიანები მათ წინ მდგომ ხალხს რჯულს განუმარტავდნენ.
8. კითხულობდნენ ღვთის რჯულის წიგნიდან, განმარტავდნენ და ხალხსაც ესმოდა წაკითხული.
9. ნეემიამ, განმგებელი რომ იყო, ეზრამ, მღვდელმა და მწიგნობარმა, და ლევიანებმა, ხალხს რომ მოძღვრავდნენ, უთხრეს მთელ ხალხს: ეს დღე წმიდაა უფლისთვის, თქვენი ღმერთისთვის, ნუ იგლოვებთ და ნუ იტირებთ! (რადგან რჯულის სიტყვების გამგონე, მთელი ხალხი ქვითინებდა).
13. მეორე დღეს მთელი ერის მამისსახლთა თავკაცებმა, მღვდლებმა და ლევიანებმა ეზრა მწიგნობართან მოიყარეს თავი, რათა ჩასწვდომოდნენ რჯულის სიტყვებს.
18. ყოველდღე კითხულობდნენ ღვთის რჯულის წიგნს, პირველიდან უკანასკნელ დღემდე. შვიდ დღეს იზეიმეს და მერვე დღეს კი საზეიმო თავყრილობა ჰქონდათ წესისამებრ. 

ნეემია 9
3. იდგნენ თავ-თავიანთ ადგილას, დღის მეოთხედში და უფლის, თავიანთი ღმერთის რჯულის წიგნს კითხულობდნენ, მეორე მეოთხედში კი აღსარებას ამბობდნენ და თაყვანს სცემდნენ უფალს, თავიანთ ღმერთს.
14. ასწავლე მათ შენი წმიდა შაბათი; მცნებები, წესები და რჯული დაუწესე შენი მორჩილის, მოსეს ხელით.

ნეემია 10
28. დანარჩენი ხალხი - მღვდლები, ლევიანები, კარისმცველნი, მგალობელნი, შეწირულნი, უცხო ქვეყანთა ხალხს გამორიდებულნი და ღვთის რჯულისკენ მოქცეულნი, მათი ცოლები, ვაჟები, ასულები, ყველა მცოდნე და გამგები,

ფსალმუნი 93
12. ნეტარია კაცი, რომელსაც დასჯი, უფალო, და შენს რჯულს ასწავლი.

ფსალმუნი 118
18. აღმიხილე თვალნი და ვჭვრეტდე საოცრებებს შენი რჯულისას.
19. მწირი ვარ ქვეყანაზე, ნუ დამიმალავ შენს მცნებებს.
33. მიჩვენე, უფალო, გზა შენთა წესთა და დავიცავ ბოლომდე.
34. გამაგებინე და დავიცავ შენს რჯულს და შევინახავ მთელი გულით.
48. ხელთ აღვაპყრობ შენთა მცნებათა მიმართ, რომლებიც მიყვარს, და ვისაუბრებ შენს წესებზე.
49. გაუხსენე შენს მორჩილს სიტყვა, რომლითაც დამაიმედე მე.
64. შენი წყალობით, უფალო, სავსეა ქვეყნიერება, მასწავლე შენი კანონმდებლობა.
66. კეთილი აზრი და გაგება მასწავლე, რადგან ვირწმუნე შენი მცნებანი.
68. კეთილი ხარ და კეთილმოქმედი; მასწავლე წესები შენი.
73. შენმა ხელებმა შემქმნა და წარმმართა; შთამაგონე და ვისწავლი შენს მცნებებს.
79. დაბრუნდნენ ჩემთან მოშიშნი შენნი და მცოდნენი შენი მცნებებისა.
95. მიდარაჯდებიან ბოროტნი, რომ დამღუპონ; შენს მცნებებს ღრმად ვუკვირდები.
96. ყოველნაირი სრულქმნილების მინახავს ბოლო; ვრცელია შენი მცნებანი ფრიად.
98. ჩემს მტრებზე მეტად დამაბრძენე შენი მცნებით; რადგან მარადის ჩემია იგი.
99. ყველა ჩემს მოძღვარზე გონიერი გავხდი, რადგან შენი მცნებანი სააზროვნიაა ჩემი.
102. შენთა სამართალთაგან არ გადამიხვევია, რადგანაც შენ მასწავლიდი.
108. აღთქმანი ჩემი პირისა ისურვე - გთხოვ, უფალო, და სამართალნი შენნი მასწავლე.
117. შემეწიე და გადავრჩე, და ჩავწვდვბი შენს წესდებებს ყოველთვის.
124. მოიმოქმედე შენი მორჩილისთვის შენი წყალობისამებრ და წესები შენი მასწავლე.
125. მორჩილი ვარ შენი; გონიერ-მყავ, რათა შევიმეცნო მცნებანი შენნი.
135. შენი სახე მოაშუქე შენს მორჩილს და მასწავლე წესები შენი.
170. მოვიდეს ჩემი ვედრება შენს წინაშე, რადგან მასწავლე წესები შენი.
171. წარმოთქვამენ ჩემი ბაგენი ქებას, რადგან მასწავლე წესები შენი.

ესაია 1
10. ისმინეთ უფლის სიტყვა, თქვე სოდომის მთავრებო! ყურადიღეთ ჩვენი ღვთის რჯული, თქვე გომორელებო!

ესაია 2
3. დაიძრება უთვალავი ხალხი და იტყვის: მოდი, ავიდეთ უფლის მთაზე, იაკობის სახლში; გვასწავლოს თავისი გზები და მისი ბილიკებით ვიაროთ, რადგან რჯული სიონიდან გამოვა და უფლის სიტყვა - იერუსალიმიდან.

ესაია 8
20. მიმართეთ რჯულსა და ანდერძს! თუ არ ამბობენ ამ სიტყვის მიხედვით, ნათქვამს არა აქვს აზრი. 

იერემია 18
18. თქვეს: წამო, რამე ვიღონოთ იერემიას წინააღმდეგ; რადგან არ დაკარგვია რჯული მღვდელს, რჩევის უნარი ბრძენკაცს და სიტყვა წინასწარმეტყველს. წამო და ენით ვძლიოთ მას, რომ ყურს აღარ ვუგდებდეთ მის სიტყვებსო.

იერემია 31
32. რადგან ეს არის ის აღთქმა, რომელიც უნდა დავუდო ისრაელის სახლს იმ დროის შემდეგ, ამბობს უფალი. წიაღში ჩავუდებ მათ ჩემს რჯულს და გულზე დავაწერ. მათი ღმერთი ვიქნები მე და ისინი ჩემი ერი იქნებიან.
33. აღარ დაუწყებენ სწავლებას ერთმანეთს, მეზობელი მეზობელს და ძმა ძმას: შეიცანი უფალიო! რადგან ყველას შეცნობილი ვეყოლები დიდიდან პატარამდე, ამბობს უფალი, რადგან ყველას ვაპატიებ დანაშაულს და აღარ გავუხსენებ ცოდვებს.

მიქა 4
2. მოვლენ უამრავი ხალხები და იტყვიან: წამო, ავიდეთ უფლის მთაზე და იაკობის ღვთის ტაძარში, რომ გვასწავლოს თავისი გზები და ვიაროთ მისი ბილიკებით, რადგან სიონიდან გამოდის რჯული და იერუსალიმიდან - უფლის სიტყვა.

ანგია 2
11. ასე თქვა ცაბაოთ უფალმა: ჰკითხე მღვდლებს რჯული:

მალაქია 2
6. ჭეშმარიტი რჯული იყო მის პირში და უკეთურება არ იპოვებოდა მის ბაგეებში; მშვიდობით და სიმართლით დადიოდა ჩემს წინაშე და მრავალი მოაქცია ბოროტებისგან.
7. რადგან მღვდლის ბაგეები უნდა იმარხავდეს ცოდნას და მისი პირიდან უნდა მოელოდნენ რჯულს, რადგან ცაბაოთ უფლის მოციქულია იგი.

მათე 5
19. ამრიგად, ვინც დაარღვევს თუნდაც ერთს ამ უმცირეს მცნებათაგანს და ასე ასწავლის კაცთაც, უმცირესად იწოდება ცათა სასუფეველში; ხოლო ვინც აღასრულებს და ასწავლის, უდიდესად იწოდება ცათა სასუფეველში.

საქმე მოციქულთა 28
23. დაუნიშნეს დღე და ბევრი მივიდა მის სადგომში; ისიც დილიდან საღამომდე უხსნიდა და უმოწმებდა მათ ღვთის სასუფეველს და ასწავლიდა, რას ამბობენ იესო ქრისტეზე მოსეს რჯული და წინასწარმეტყველნი.

იაკობი 1
25. მაგრამ ვინც გულმოდგინედ აკვირდება თავისუფლების სრულყოფილ რჯულს და კიდევაც მკვიდრდება მასში, არა როგორც გულმავიწყი მსმენელი, არამედ საქმის აღმსრულებელი, ნეტარია თავისი მოქმედებით.

რომაელთა 2
17. აჰა, შენ იუდეველი ხარ, თავს იმშვიდებ რჯულით და იქადი ღმერთს,
18. ვისი ნებაც იცი და, რჯულით განსწავლული, ირჩევ უკეთესს.
19. თვითმრწმენს გგონია, რომ შენა ხარ ბრმათა მეგზური და ბნელში მყოფთა ნათელი,
20. უგუნურთა მასწავლებელი და ყრმათა მოძღვარი, რომელსაც გაქვს ცოდნისა და ჭეშმარიტების ნიმუში რჯულში.
21. კი მაგრამ, სხვებს რომ ასწავლი, რად არ ასწავლი შენსავე თავს?
22. ქადაგებ: არა იპაროო, და იპარავ? ამბობ: არ იმრუშოო, და მრუშობ? კერპები გძაგს და მკრეხელობ?
23. რჯულს იქადი და რჯულის დარღვევით ღმერთს შეურაცხყოფ?

2კორინთელთა 3
3. თქვენ ცხადყოფთ, რომ ქრისტეს წერილი ხართ, ჩვენი მეშვეობით შეთხზული და მელნით კი არა, ცოცხალი ღვთის სულით დაწერილი, არა ქვიფილაზე, არამედ ხორციელი გულის ფიცარზე.

გალატელთა 3
24. ასე რომ, რჯული ჩვენი აღმზრდელი აღმოჩნდა, რომელმაც მიგვგვარა ქრისტეს, რათა რწმენით გავმართლებულიყავით.

3.41.9. Научение (записание, изъяснение) заповедей
Исх.12,24; 18,20; 24,[12]; 28,43 Втор.1,5,, 4,1.5.14,, 5,1,, 6,1,, 27,8,, 31,9.11.12.24,, 32,46,, 33,4.10 Иис.8,32,, 4цар.17,26.27,, 22,8,, 2пар.14,3,, 17,9,, 34,14.15 Езд.7,10-12.25 Неем.8,1-3.7-9.13.18,, 9,3.14,, 10,28 Пс.93,12,, 118,18.19.33.34.46.48.64.66.68.73.79. 95.96.98.99.102.108.117.124.125.135.170.171 Ис.1,10,, 2,3,, 8,20 Иер.18,18,, 31,32.33 Мих.4,2 Агг.2,11 Мал.2,6.7 Матф.5,19 Ин.7,49 Деян.28,23 Иак.1,25 Рим.2,18-23,, 7,1,, 2Кор.3,3 Гал.3,24