მცნებები ჩავიბეჭდოთ გულში და აღვასრულოთ სიყვარულით


საკვანძო მუხლები:

გამოსვლა 20 : 6 ; მეორე რჯული 5 : 29 ; მეორე რჯული 7 : 9 ; მეორე რჯული 11 : 1 ; მეორე რჯული 30 : 2 ; იოანე 14 : 15 ; 1იოანე 5 : 3 ; 2იოანე 1 : 6 ;
=3.41.22 მცნებები ჩავიბეჭდოთ გულში და აღვასრულოთ სიყვარულით

გამ.20,[6] რჯ.5,29; 7,9; 11,1.18; 30,2.10 ინ.14,15.21; 1ინ.5,3; 2ინ.1,6

ბიბლიის მუხლები

გამოსვლა 20
6. ათასწილ სიკეთის მზღველი ჩემს მოყვარულთათვის და ჩემი მცნებების დამმარხველთათვის.

მეორე რჯლი 5
29 ნეტავ ისეთი გული ჰქონოდათ, რომ შინებოდათ ჩემი და დაეცვათ ყველა ჩემი მცნება ყოველდღე, რათა კარგად ყოფილიყვნენ ისინი და მათი ძენი უკუნისამდე.

მეორე რჯული 7
9. იცოდე, რომ უფალი, შენი ღმერთი მტკიცე ღმერთია, შემნახველი ათას თაობაში აღთქმისა და წყალობისა მის მოყვარულთათვის და მათთვის, ვინც დაიცავს მის მცნებებს.

მეორე რჯული 11
1. სულ მუდამ გიყვარდეს უფალი, შენი ღმერთი, შეუსრულეთ ვალი, წესი, სამართალი და მცნებები.
18. გულში და სულში ჩაიდევით ეს ჩემი სიტყვები, ხელზე შეიბით ნიშნად და შუბლზე დაიბეჭდეთ სამახსოვროდ.

მეორე რჯული 30
2. მიბრუნდები უფლის, შენი ღმერთისაკენ, და შეისმენ მის სიტყვას, როგორც გარიგებ დღეს, შენს შვილებთან ერთად მთელი შენი გულითა და სულით,
10. რადგან შეისმენ უფლის, შენი ღმერთის სიტყვას და დაიცავ მის ცნებებს და წესებს, რომლებიც ამ რჯულის წიგნშია ჩაწერილი. მიუბრუნდები უფალს, შენს ღმერთს, მთელი შენი გულითა და სულით.

იოანე 14
15. თუ გიყვარვართ, დაიცავით ჩემი მცნებანი.
21. ვისაც აქვს ჩემი მცნებანი და იცავს მათ, მას ვუყვარვარ, ხოლო ვისაც მე ვუყვარვარ, შეიყვარებს მას მამაჩემი; მეც შევიყვარებ და ჩემს თავს გამოვუცხადებ მას.

1იოანე 5
3. ვინაიდან ღვთის სიყვარული ისაა, რომ ვიმარხავდეთ მის მცნებებს; მისი მცნებები კი მძიმე როდია.

2იოანე 1
6. სიყვარული კი ისაა, რომ მივსდევდეთ მისი მცნებების გზას; აი, მცნება, რომელიც გსმენიათ დასაბამიდან, რათა მისი გზით იაროთ.

__თემაზე წერდნენ__
***
ალბათ მძიმე ცდუნებასაც ვერ ავცდებით, უხეიროდაც მოვიქცევით, მაგრამ გვიჯობს, ისევ მხურვალე გული გვქონდეს – თუნდ ამის გამო ზოგჯერ შეცდომაც ჩავიდინოთ, - ვიდრე გონებაშეზღუდულნი და მეტისმეტად ფრთხილნი ვიყოთ, უნდა გვიყვარდეს, რაც შეიძლება მეტად გვიყვარდეს, რამეთუ ძალა ჭეშმარიტი – სიყვარულშია. ვისაც უყვარს, ის ბევრსაც ქმნის, ბევრი რამ ძალუძს და სიყვარულით რაც კეთდება, კარგად კეთდება . . . კაცს ერთგული სიყვარულით ის უნდა უყვარდეს, რაც ღირსია სიყვარულისა, თავისი გრძნობა უმნიშვნელოს, არაფრის მაქნისს, უღირსს არა შეალიოს და ძალაცა და გამჭრიახობაც თანდათან უფრო შეემატება.
__ ვან გოგი __

***
სიყვარულის მეშვეობით იქცევა ადამიანი მეკავშირედ ღვთაებრივსა და მიწიერ საუფლოს შორის.
__ ვ. სოლოვიოვი __

***
“მოქმედი ძალა” (სიყვარული) მხოლოდ ადამიანშია გაცნობიერებული და სწორედ ისაა მოწოდებული ცნობიერად და შეგნებულად აწარმოოს მოქმედი სიყვარული... მძლავრად წარუძღვეს ქმნილებათა კრებულს ბედნიერებისკენ.
__ ვ. სოლოვიოვი __

***
სადაც სიყვარულია, ღმერთიც იქ არის.
__ მაჰატმა განდი __

***
რწმენა და ზნე ესევითარი იყო განმჯდარ სიყვარულად ყოველსა ასოსა შიგან და სიღრმეთა სულისასა კაცთა.
__ ჭაბუა ამირეჯიბი __

3.41.22 Вложи в сердце заповеди, и исполняй с любовью
Исх.20,[6] Вт.5,29; 7,9; 11,1.18; 30,2.10 Ин.14,15.21; 1Ин.5,3; 2Ин.1,6