განდიდება უფლის

საკვანძო მუხლები:

გამოსვლა 18 : 10 ; მეორე რჯული 3 : 23 ; მეორე რჯული 32 : 3 ; ფსალმუნები 7 : 17 ; ფსალმუნები 8 : 2 ; ფსალმუნები 9 : 2 ; ფსალმუნები 15 : 7 ; ფსალმუნები 23 : 10 ; ფსალმუნები 65 : 1 ; ფსალმუნები 71 : 15 ; ფსალმუნები 112 : 1 ; ფსალმუნები 113 : 25 ; ფსალმუნები 118 : 171 ;
3.9.4. __

გამ. 18,10.11; რჯ.3,23.24; 32,3.4 ფს.7,17; 8,2; 9,2; 15,7; 23,10; 65,1.2.17; 71,15; 112,1-3; 113,25.26; 118,171 მათ.9,8; 11,25; 15,31; 21,8.9.15.16 ლუკ.19,39.40 ებრ.13,15

ბიბლიის მუხლები

გამოსვლა 18
10. თქვა ითრომ: კურთხეულია უფალი, რომელმაც გიხსნათ ეგვიპტელთა და ფარაონის ხელიდან, რომელმაც იხსნა ერი ეგვიპტელთა მონობისგან.
11. ახლა კი ვიცი, რომ ყველა ღმერთზე დიდია უფალი, რადგან იხსნა ხალხი ეგვიპტელთა ხელიდან, როდესაც მზვაობრობდნენ მასზე.

მეორე რჯული 3
23. ასე ვილოცე მაშინ უფლის მიმართ:
24. უფალო, ჩემო პატრონო! შენ დაუწყე შენს მორჩილს შენი სიდიადისა და მაგარი ხელის ჩვენება; რომელი ღმერთია ცად და მიწად, რომ სჩადიოდეს ისეთ საგმირო საქმეებს, როგორსაც შენ სჩადიხარ?

მეორე რჯული 32
3. რადგან ვახსენებ უფლის სახელს, დიდება მიაგეთ ჩვენს ღმერთს!
4. კლდეა იგი, სრულყოფილია მისი ქმნილება, რადგან სამართლიანია მისი ყოველი გზა. ჭეშმარიტებაა ღმერთი, არა სიცრუე; მართალი და წრფელია იგი.

ფსალმუნი 7
17. ვადიდებ უფალს მისი სიმართლით და ვუგალობებ უზენაესი უფლის სახელს.

ფსალმუნი 8
2. უფალო, ჩვენო მბრძანებელო! რაოდენ დიდია შენი სახელი მთელ ქვეყანაზე, ცათა ზემოთ სწვდება შენი დიდება.

ფსალმუნი 9
2. გადიდებ, უფალო, მთელი გულით, ვილაპარაკებ შენს სასწაულებს.

ფსალმუნი 15
7. ვადიდებ უფალს, რომ დამარიგა; ღამღამობით მწვრთნიან ჩემი გულისთქმანი.

ფსალმუნი 23
10. ვინ არის ეს მეფე დიდებისა? უფალი ძალთა. ის არის მეფე დიდებისა. სელა. 

ფსალმუნი 65
1. გუნდის ლოტბარს. გალობა - ფსალმუნი. შეჰღაღადეთ ღმერთს, მთელო ქვეყნიერებავ.
2. უგალობეთ მისი სახელის ღირსებას, პატივი ეცით მის დიდებულებას.
17. მას მოვუხმობდი ჩემი ბაგეებით და აღვამაღლე იგი ჩემი ენით.

ფსალმუნი 71
15. იცოცხლებს და მისცემენ მას არაბეთის ოქროს და ილოცავენ მისთვის მუდამ, ყოველდღე აკურთხებენ მას.

ფსალმუნი 112
1. ადიდეთ უფალი! ადიდეთ, მორჩილნი უფლისა, ადიდეთ უფლის სახელი!
2. იყოს სახელი უფლისა კურთხეული ამიერიდან უკუნისამდე.
3. მზის აღსავლიდან დასავალამდე განდიდებულია სახელი უფლისა.

ფსალმუნი 113
25. არათუ მკვდრები აქებენ უფალს და ან ყოველი ქვესკნელს შთასული,
26. არამედ ჩვენ ვადიდებთ უფალს ამიერიდან უკუნისამდე. ადიდეთ უფალი! 

ფსალმუნი 118
171. წარმოთქვამენ ჩემი ბაგენი ქებას, რადგან მასწავლე წესები შენი.

მათე 9
8. ამის მხილველი ხალხი განცვიფრდა და ადიდებდა ღმერთს, რომელმაც ასეთი ძალა მისცა ადამიანებს.

მათე 11
25. იმ ხანად იესომ პასუხად თქვა: გადიდებ, მამაო, ცისა და მიწის უფალო, ვინაიდან ბრძენთა და გონიერთ დაუფარე ყოველივე ეს, და გაუცხადე ჩვილ ბალღებს. 

მათე 15
31. ასე რომ, უკვირდა ხალხს, როცა ხედავდა, რომ ლაპარაკობდნენ მუნჯნი, იკურნებოდნენ საპყარნი, დადიოდნენ კოჭლნი და ხედავდნენ ბრმანი: და ადიდებდნენ ისრაელის ღმერთს.

მათე 21
8. დიდძალი ხალხი თავის სამოსელს უფენდა გზაზე: სხვები კი ხის ტოტებს ჭრიდნენ და გზაზე უფენდნენ.
9. ხოლო ხალხი, წინ რომ უძღოდა და უკანაც მისდევდა მას, ღაღადებდა და ამბობდა: ოსანა დავითის ძეს! კურთხეულია მომავალი უფლის სახელით! ოსანა მაღალთა შინა!
15. როდესაც იხილეს მღვდელმთავრებმა და მწიგნობრებმა მის მიერ ქმნილი სასწაულნი და ტაძარში მოყიჟინე ბალღები, რომლებიც ამბობდნენ: ოსანა დავითის ძეს! - განრისხდნენ. 
16. და უთხრეს მას: გესმის, რას ამბობენ ისინი? ხოლო იესომ მიუგო მათ: დიახ! არასოდეს წაგიკითხავთ: ჩვილთა და მეძუძურთა პირით დაიმკვიდრე დიდება?

ლუკა 19
39. ზოგიერთმა ფარისეველმა ხალხიდან უთხრა მას: მოძღვარო, შერისხე შენი მოწაფეები.
40. ხოლო იესომ მიუგო: გეუბნებით: ესენი რომ დადუმდნენ, ქვები დაიწყებენ ღაღადს.

ებრაელთა 13
15. ამიტომ მისი მეშვეობით გამუდმებით ვწირავდეთ ღმერთს ქების მსხვერპლს, ანუ ბაგეთა ნაყოფს, რომელნიც აღიარებენ მის სახელს.

ე წიგ1-296 

__თემაზე წერდნენ__
*** 
ესრეთ იქების სახიერებაი დიდთა ღმრთისმეტყველთა მიერ, ვითარცა კეთილი და ვითარცა სიკეთე, ვითაცა სიყვარული და ვითარცა საყვარელი 
__ვახტანგ გორგასალი__

*** 
უფალო ჩემო, მე ვარ მონა შენი და ძე მხევლისა შენისა. დალეწე ბორკილი ჩემი. შემოგწირავ მსხვერპლს ქებითა დიდითა. გადიდებდეს გული ჩემი და ენა ჩემი, და ყოველი ძვალი ჩემი და ძალი ჩემი იტყოდეს: ვინ არს შენი მსგავსი, უფალო? მიპასუხე და მიუგე ჩემს სულს: მე ვარ მხსნელი შენი. ვინ ვიყავ მე? რა ვიყავ მე? ბოროტით იყო სავსე საქმე ჩემი, და თუ საქმე არა, სიტყვა ჩემი, და თუ სიტყვა არა, ნება ჩემი. მაგრამ შენ კეთილი ხარ და გულმოწყალე, უფალო ჩემო. 
__ნეტარი ავგუსტინე__

*** 
მოეც სინათლე გონებასა ჩემსა... რათა აღმოვთქვა ქებაი... 
__იოანე მინჩხი__

*** 
ქება ვით კადრო, ყოვლად ქებულო, ამ საოცარი შესაქმისათვის!...
იკმევა კვამლი, იწვის ნათელი, კვლავ სამიჯნუროდ გვიხმობს ბატონი...
ავხედავ ზეცას: ლაჟვარდებიდან მესათნოება უცხო სახება,
დავხედავ მიწას: - მწყევლის მავანი...
ზე - სიყვარული გვეჩარდახება, - ქვე - გვემდურება ქვეწარმავალი.
ვინ აღაჩინა ქვეყნის ხატება, ვინ მიათვალა აგურს აგური....
დისკო მთვარისა ბრუნავს ნებაზე... რამ აღაჩინა ნათლის ტაგანი?...
ცაო, გენუკვი, - ფიქრი გამანდე! 
__შემუელ ჰანაგიდი__

*** 
ეჰა, ბერწო სულო ჩემო, და ნაყოფთაგან სუდო - აღჰყუავენ ღმრთისა მიერ და ნაყოფიერი ესრეთ ღაღადებ: არაი ვინ არს წმიდაი, არაი ვინ არს მართალ, შენებრ უფალო. 
__გრიგოლ ხანძთელი__

*** 
დიდება მარად ცოცხალს, რომელ არს უკვდავ და ყოვლისშემძლებელ ყოველთა მოვლენათა ზედა. __ქანბუ__

***
გთხოვ, მეჩანგეო, ჩანგი გალესო... ცით ანგელოსი გადმოანათებს
და ნათლიერის სიკამკამეში შენ შეგეყრები, უანკარესო!
და შეგიმღერებ: "მოვედ მშიდობით!..." წინ შემეგებენ, ბჭეო კლდოვანო,
რომ მეჩანგეთა ბაგემზეობა შენს შესამკობად ავახმოვანო.
ვაშად აღმოვალ, აღმოვენთები... მზით აღივსება ღრუბლის ქისები
და სასოების საკურთხეველზე კვლავ სიმღერებით შეგემტკიცები... 
__იეჰუდა ჰალევი__

__[უფლის სადიდებელი]__
ისევ შორად ხარ, შორით მინათებ, შუქ მოიეფე ქარში შუქდები
და სასოების უდაბნოიდან ზღვის ციაგივით მეზურმუხტები...
... საღამოისხანს სიზმარეულ ვანში შეველი,
შენ გიგალობდა ღამიეთის ლურჯი-ტყეველი:
რწმენის ფარი ხარ, დაკიდული უფლის ტაძარზე,
მშვენიერების გოდილი ხარ, მოურღვეველი.
ღამის ჩრდილი ხარ, შარავანდიც შენგნით ინთება,
ჟამით შვება ხარ, მეუფეო, ჟამად - კირთება....
დაბლით მწირი ხმობს, მბრძანებელი მაღლა ბრძანდება,
ქება ვით კადრო, უსაგნოა ჩემი ბრალდება:
გზა დაბნელდება უთავბოლო სამკაულებით,
ჭეშმარიტების ბილიკებიც დაიბლანდება.
შენდა მოვილტვი, გევედრები, ურვა მაკმარო, -
განვედ, ფარჩავ და დიბაქსოვილო, ოქრომკედო და რიდე-მაქმანო,
თორემ, ვინ უწყის უადგილო სამშვენისებით
მშვენიერების ხელთუქმნელი კარიც დაგმანო!..
ცეცხლი შენა ხარ, - ჩირაღდანი რისთვის ავანთო,
რაც შემოგწირო ყვავილწნულები, - შუქში ღიღინებს შენი სავარდო...
გინდა განიძარცვო სამეუფო შენი პორფირი,
გინდ სინათლეში ძოწეულით შეინავარდო:
კვართს გაიძრობ და სილამაზე შეგეშველება,
მაგ სიშიშვლეშიც გაბრწყინდება შენი სავსება;
შემოისხამ და: ხორციელი შენი მშვენება
ზეარსებულის სიდიადეს დაემსგავსება.
ვერას შეგმატებს ზეასხმული შენი ბისონი,
ვერც სამკაულთა სინაკლებით დაიძრახები...
მაღლა ბრწყინავენ მშვენებანი მეუფისანი,
ჩაუქრობელი სინათლეა მისი სახელი....
შენ მშვენება ხარ მშვენიერების, - უსამკაულოდ დამშვენებული.
შენ ხარ ტაძარი გაბრწყინებული, შარავანდი ხარ მზესთა კრებულის,
ხარ რაობა და არარაობა, არსიც შენ ხარ და არარსებულიც.
შენ ხარ დიდება დაუბინდავი, ვერცხლის სილბო ხარ, ცეცხლის სიალე....
დღეო ღამისავ, სისავსეო ჟამთა ჟამისავ,
სრულყოფილებავ ხორციელი უმანკოების!.. 
__იეჰუდა ჰალევი__

*** 
შემოდექით მუტრიბებო, დასნო, კვლავაც იამეთ!
აამღერეთ სანთურები, - ცამდე აახმიანეთ,
ახალ ხაზზე - ცამდე აახმიანეთ! ცამდე აახმიანეთ!..
ადიდებდეთ მზესაო, - ყოვლის გამრიგესაო,
ჰანგთა შესხმა-შეფენით, გალობათა შეფენით,
სინათლიდ"ჰალელუია!ან სინათლემდე მეფეს მიეგებენით... 
__იეჰუდა ჰალევი__

*** 
- "ჰალელუია! - ჩემი სიმღერა შეგემერცხლა და შეგეფრთოსანა
ხმა გესათნოვა შეწირულისა, - ჰალელუია!" - წარვთქვი თავიდან,
- "ჰალელუია!" - ლოცვა სულისა კვლავ აღვავლინე სალოცავიდან.
შენ კი... ცის კარვებს რიდე ახადე, ისევ გაბრწყინდა შენი სახატე
და მარტოობის უდაბნოიდან მე - დამაშვრალმა შემოგღაღადე... 
__იეჰუდა ჰალევი__

*** 
გაზაფხულის მზის მკრთალი სხივები შუქს აყენებდნენ ჯვარცმულ მაცხოვარს და ანათებდნენ მის გვამს დალურსმულს. ფრინველთა გალობა ფოთოლთ შრიალი, თითქოს დიდების ჰიმნს უგალობდა ტანჯულს ღვთაებას და ჩემს დაკოდილს, დაუძლურებლს სულს წარიტაცებდა მის სადიდებლად. 
__ეკატერინე გაბაშვილი__