პური ჩვენი არსობისა მოგვეც ჩვენ ღღეს


საკვანძო მუხლები:

გამოსვლა 16 : 15 ; იგავნი 30 : 8 ; ესაია 33 : 16 ; მათე 6 : 11 ; ლუკა 11 : 3 ; იოანე 6 : 34 ;
=3.16.2. პური ჩვენი არსობისა მოგვეც ჩვენ ღღეს

გამ.16,15-21 იგავ.30,8 ეს.33,16 მათ.6,11.34 ლუკ.11,[3] იოან.6,34 

ბიბლიის მუხლები

გამოსვლათა 16
15. დაინახეს ისრაელიანებმა და ეკითხებოდნენ ერთმანეთს, ეს რა არისო, რადგან არ იცოდნენ რა იყო. უთხრა მათ მოსემ: ეს არის პური, საჭმელად რომ მოგცათ უფალმა.
16. ასე აქვს ნაბრძანები თქვენთვის უფალს: თითოეულმა იმდენი შეაგროვეთ, რამდენიც საჭმელად გჭირდებათ; კაცზე თითო გომერი, სულადობის კვალობაზე; ყველამ თქვენ-თქვენს კარავში მყოფთათვის შეაგროვეთ.
17. ასე მოიქცნენ ისრაელიანები: შეაგროვეს, ვინ ბევრი, ვინ ცოტა.
18. არწყეს გომერით; არც ბევრის შემგროვებელს აღმოაჩნდა ზედმეტი და არც მცირეს შემგროვებელს კლებია რამე. თითოეულს იმდენი ჰქონდა შეგროვილი, რამდენიც საჭმელად სჭირდებოდა.
19. უთხრა მათ მოსემ: დილისთვის არვინ მოიტოვოს ნარჩენები.
20. არ დაუჯერეს მოსეს. და დილისთვის მოიტოვეს ნარჩენები. გაუჩნდა მატლი და ამყრალდა, და გაურისხდა მათ მოსე.
21. აგროვებდნენ დილაობით რამდენიც სჭირდებოდათ საჭმელად; მზის მცხუნვარებაში კი დნებოდა.

იგავნი 30
8. სიცრუე და ტყუილი მაშორე, ნურც სიღარიბეს მიმცემ და ნურც სიმდიდრეს, საარსებო პურით მასაზრდოვე,

ესაია 33
16. აი, ვინ დაივანებს მაღალში; კლდეთა სიმაგრეები იქნება მისი საფარი, მიეცემა მური და ექნება წყალი დაუწყვეტელი.

მათე 6
11. პური ჩვენი არსობისა მოგვეც ჩვენ დღეს.
34. ნუ ზრუნავთ ხვალინდელი დღისათვის, რადგან ხვალე თვითონ იზრუნებს თავისას: ყოველ დღეს ეყოფა თავისი საზრუნავი.

ლუკა 11
3. პური ჩვენი არსობისა მოგვეც ჩვენ ყოველდღე

იოანე 6
34. მაშინ უთხრეს: "უფალო, მუდამ გვაძლიე ეს პური”.

3.16.2. Хлеб наш насушный дай нам на сей день
Исх.16,15-21 Прит.30,8 Ис.33,16 Матф.6,11.34 Лук.11,[3] Ин.6,34