ღმერთის გულმოწყალება და მადლი


საკვანძო მუხლები:

გამოსვლა 15 : 13 ; გამოსვლა 34 : 6 ; რიცხვნი 14 : 18 ; მეორე რჯული 4 : 31 ; მეორე რჯული 5 : 10 ; 2ნეშტთა 5 : 13 ; 2ნეშტთა 20 : 21 ; 2ნეშტთა 30 : 9 ; ნეემია 9 : 17 ; ფსალმუნები 24 : 10 ; ფსალმუნები 85 : 5 ; ფსალმუნები 102 : 8 ; ფსალმუნები 110 : 4 ; ფსალმუნები 111 : 4 ; ფსალმუნები 135 : 26 ; ფსალმუნები 144 : 8 ; იერემია 31 : 2 ; იერემია 33 : 11 ; გოდება იერემიასი 3 : 22 ; იოველი 2 : 13 ; იონა 4 : 2 ; მიქა 7 : 18 ; იოანე 1 : 14 ; 1პეტრე 5 : 10 ; რომაელთა 6 : 23 ; ეფესელთა 1 : 7 ; ეფესელთა 2 : 4 ; ტიტე 3 : 5 ; სიბრძნე სოლომონისა 15 : 1 ; ზირაქი 16 : 1 ; 3ეზრა 7 : 1 ;
2.2.27. ღმერთის გულმოწყალება და მადლი

გამ.34,[6] რიცხ.14,18.19 რჯ.4,31 ფს110,4,, 144,8.9 სიბრძ.15,1 იოვ.2,13 იონ.4,2 მიქ.7,18,, 3ეზრ.7,66 ინ.1,14; 1პეტ.5,10 ტიტ.3,5 

- გვატარებს თავისი მადლით გამ.15,[13]

- მწყალობელი მის მოყვარულთათვის რჯ.5,10; 2ნეშ.30,9 ფს.24,10; 85,5; 102,8.11; 111,4

- სიყვარულით გამღები უხვი წყალობისა ნეემ.9,17 ეფ.2,4

- ღვთის მადლის სიმდიდრე ეფ.1,7; 2,7

- მადლის შემნახავია ნეემ.9,32 იერ.31,2

- უკუნისამდეა წყალობა მისი 2ნეშ.5,13; 20,21 ფს.135,26 იერ.33,11 გოდ.3,22 რომ.6,23

- რამდენადაც დიდია მისი წყალობა, იმდენად დიდად გვამხილებს ზირაქ.16,12

ბიბლიის მუხლები

გამოსვლა 15
13. ატარე შენი მადლით ეს ხალხი და გამოიხსენი; მიიყვანე შენი ძლიერებით შენი სიწმიდის სამკვიდრებელში.

გამოსვლა 34
6. ჩაიარა უფალმა მის წინ და შეჰღაღადა მოსემ: უფალო, უფალო! ღმერთო მწყალობელო და შემბრალებელო, სულგრძელო, დიდმადლიანო და ჭეშმარიტო.

რიცხვთა 14
18. სულგრძელია უფალი და დიდმადლიანი, დანაშაულისა და ცოდვის მიმტევებელი, შურისმგებელი, მამათა ცოდვის მომკითხავი შვილებისგან მესამე და მეოთხე თაობაში.
19. შეუნდე დანაშაული ამ ხალხს შენი დიდი მადლისამებრ, როგორც პატიობდი ცოდვას ამ ხალხს ეგვიპტიდან მოყოლებული აქამდე.

მეორე რჯული 4
31. რადგან მოწყალე ღმერთია უფალი, შენი ღმერთი, არ მიგატოვებს, არ დაგღუპავს და არ დაივიწყებს შენს მამა-პაპასთან ფიცით დადებულ აღთქმას.

მეორე რჯული 5
10 და წყალობის მქმნელი ათასეულთათვის, ჩემს მოყვარულთა და ჩემი მცნებების დამცველთათვის.

2ნეშტთა 5
13. ხმაშეწყობილნი იყვნენ მესაყვირენი და მგალობელნი, რათა ერთხმად ეგალობათ უფლისთვის და ედიდებინათ), როცა იქუხა საყვირებისა და წინწილების ხმამ, უფლის ქებით: რადგან კეთილია იგი, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი, მაშინ სახლი, უფლის სახლი, ღრუბელმა აავსო.

2ნეშტთა 20
21. დაეთათბირა ხალხს და დაუყენა უფალს მგალობელნი, წმიდა სამოსელში გამოწყობილნი, რომ ექოთ უფალი შეიარაღებულთა წინ გამოსვლისას, ეთქვათ: ადიდეთ უფალი, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი.

2ნეშტთა 30
9. თუ დაუბრუნდებით უფალს, შებრალებას ჰპოვებენ თქვენი ძმები და შვილები იმათ წინაშე, ვინც ისინი დაატყვევეს, და დააბრუნებენ ამ ქვეყანაში, რადგან მოწყალე და შემბრალეა უფალი, ღმერთი თქვენი. პირს აღარ შეიბრუნებს თქვენგან, თუ დაუბრუნდებით მას.

ნეემია 9
17. არც გაგონება ინდომეს, არც ის შენი საკვირველებანი გაიხსენეს, მათ რომ გაუკეთე. ქედი გაიფიცხეს და თავიანთი ურჩობით ბელადი დაიყენეს მონობაში დასაბრუნებლად. მაგრამ შენ ღმერთი ხარ, შემნდობი, მოსიყვარულე და გულმოწყალე; რისხვისას დინჯი ხარ, წყალობის გაღებისას კი უხვი, ამიტომაც არ მიატოვე ისინი.
32. ახლა კი, ღმერთო ჩვენო, ღმერთო დიდო, ძლიერო, აღთქმისა და მადლის შემნახველო, ნუღარ იცოტავებ ყველა იმ შეჭირვებას, ჩვენ, ჩვენს მეფეებს, ჩვენს მთავრებს, ჩვენს მღვდლებს, ჩვენს წინასწარმეტყველებს, ჩვენს მამა-პაპასა და მთელ ჩვენს ხალხს რომ შეგვემთხვა აშურის მეფეთა დროიდან დღესამომდე. 

ფსალმუნი 24
10. ყველა გზა უფლისა წყალობაა და ჭეშმარიტება მის აღთქმათა და მცნებათა შემნახველთათვის.

ფსალმუნი 85
5. რადგან შენ, უფალო, კეთილი და შემბრალე ხარ, და დიდად მოწყალე ყველას მიმართ, ვინც მოგიხმობს.
15. ხოლო შენ, უფალო, ღმერთო შემბრალევ და ლმობიერო, მრავლის მომთმენო, დიდმოწყალე და ჭეშმარიტი ხარ.

ფსალმუნი 102
8. შემბრალე და ლმობიერია უფალი, სულგრძელი და მრავალმოწყალე.
11. რადგან, რაოდენ ცა მაღალია დედამიწაზე, მისი წყალობაც ძლიერია მის მოშიშთა მიმართ.

ფსალმუნი 110
4. სამახსოვროდ ქმნა საოცრებანი თვისნი, მოწყალე და შემბრალებელია უფალი.

ფსალმუნი 111
4. ამოაბრწყინებს სიბნელეში შუქს, გულწრფელთათვის მოწყალე, შემბრალე და მართალი.

ფსალმუნი 135
26. ადიდეთ ცათა ღმერთი, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი.

ფსალმუნი 144
8. გულმოწყალე და შემბრალეა უფალი, სულგრძელი და დიდად მოწყალე.
9. კარგია უფალი ყველას მიმართ და მისი წყალობაა ყველა მის ნამოქმედარზე.

სიბრძნე სოლომონისა 15
1. ხოლო შენ, ღმერთო ჩვენო, კეთილი და ჭეშმარიტი ხარ, სულგრძელი და ყოვლის განმგებელი წყალობით.

სიბრძნე ზირაქისა 16
12. რამდენადაც დიდია მისი წყალობა, იმდენად დიდია მხილება მისგან და კაცს მისი საქმეების მიხედვით განსჯის.

იერემია 31
2. შორიდან მომევლინა უფალი: სამარადისო სიყვარულით შეგიყვარე, ამიტომაც მადლი შეგინახე.

იერემია 33
11. ხმა სიხარულისა და ხმა შვებისა, ხმა სიძისა და ხმა პატარძლისა, ხმა, რომელიც იტყვის: მადლი მოახსენეთ ცაბაოთ უფალს, რადგან კეთილია უფალი და მადლი მისი სამარადისო! და მიიტანენ სამადლობელ მსხვერპლს უფლის სახლში, რადგან დავაბრუნებ ქვეყნიდან წარტყვენილებს, როგორც თავიდანვე იყვნენ, ამბობს უფალი.

გოდება 3
22. არ დაილევა უფლის მადლი, არ შეწყდება მისი წყალობები;

იოველი 2
13. გულები დაიგლიჯეთ და არა სამოსელი, დაუბრუნდით უფალს, თქვენს ღმერთს; მოწყალე და შემბრალებელია იგი, სულგრძელი და მრავალმადლიანი, და ნანობს ბოროტის ქმნას.

იონა 4
2. ილოცა უფლის მიმართ და უთხრა: ჰე, უფალო, განა ამას არ ვამბობდი, როცა ჯერ კიდევ ჩემს მიწაზე ვიყავი? თავიდანაც იმიტომ გავრბოდი თარშიშში, რომ ვიცოდი, მონანიე და ლმობიერი ღმერთი ხარ, რისხვაგვიანი და მრავალმოწყალე; ნანობ ხოლმე ბოროტისყოფას.

მიქა 7
18. რომელ ღმერთს მოუთმენია შენს გარდა უკეთურება და უპატიებია ცოდვა თავისი სამკვიდროს ნატამალისთვის? ის არ მრისხანებს სამუდამოდ, რადგან წყალობის მოყვარულია.

3ეზრა 7
66. რომ სავსეა გულმოწყალებით, რადგან უხვად იჩენს გულმოწყალებას მათ მიმართ, ვინც არიან, ვინც იყვნენ წინათ და ვინც მომავალში იქნებიან.

იოანე 1
14. სიტყვა ხორცად იქცა და დაემკვიდრა ჩვენს შორის, მადლითა და ჭეშმარიტებით სავსე. და ვიხილეთ დიდება მისი, დიდება მხოლოდშობილისა მამის მიერ.

1პეტრე 5
10. ხოლო ღმერთი ყოველი მადლისა, თავისდა სადიდებლად რომ გიხმოთ იესო ქრისტეს მიერ, თქვენი ხანმოკლე ტანჯვის შემდეგ თვითონვე სრულგყოფთ, დაგამკვიდრებთ, გაგაძლიერებთ და განგამტკიცებთ.

რომაელთა 6
23. ვინაიდან ცოდვის საზღაური არის სიკვდილი, ხოლო ღვთის მადლი - საუკუნო სიცოცხლე, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მიერ. 

ეფესელთა 1
7. ვის მიერაც გვაქვს გამოსყიდვა მისი სისხლით და ცოდვათა მოტევება მისივე მადლის სიმდიდრით,

ეფესელთა 2
4. მაგრამ წყალობით მდიდარმა ღმერთმა, თავისი უშრეტი სიყვარულით რომ შეგვიყვარა,
7. რათა მომავალ საუკუნეთათვის ეჩვენებინა ულევი სიმდიდრე თავისი მადლისა, ჩვენდამი მოწყალებით რომ მოგვმადლა იესო ქრისტეში.

ტიტე 3
5. მან გვიხსნა არა ჩვენს მიერ აღსრულებულ კეთილ საქმეთა გამო, არამედ თავისი წყალობით, ხელახლა შობის განბანითა და სული წმიდის მიერ განახლებით, 


2.2.27. Милосердие Божье
Исх.15,[13]; 34,[6] Чис.14,18.19 Втор.4,31,, 5,10,, 2Пар.5,13,, 20,21,, 30,9 Неем.9,17.32 Пс.24,10,, 85,5.15,, 102,8.11,, 110,4,, 111,4,, 135,26,, 144,8.9 Прем.15,1 Сир.16,12 Иер.31,2; 33,11 Плач.3,22 Иоил.2,13 Ион.4,2 Мих.7,18,, 3Езд.7,66 Ин.1,14; 1Пет.5,10 Рим.6,23 Еф.1,7; 2,4.7 Тит.3,5