იონა წინასწარმეტყველის წიგნი


საკვანძო მუხლები:

4მეფეთა 14 : 25 ; იონა 1 : 1 ;
=2.11.46 იონა წინასწარმეტყველის წიგნი

გათ-ხეფერელი წინასწარმეტყველის, იონა (მტრედი) ამითაის ძის 4მფ.14,25 სახელი დაედო საფუძვლად ამ წიგნს. იგია მთავარი გმირი. არსად არ წერია, რომ თავად იონამ დაწერა წიგნი, მაგრამ მე-2 თავში ლოცვა წარმოთქმულია პირველ პირში. გადმოცემით სწორედ მას მიეწერება ავტორობა.
წიგნის დანიშნულებაზე მიმდინარეობს დავები. მას მიიჩნევენ ლეგენდად, იგავად, მითად ან წინასწარმეტყველურ ალეგორიად; მასში ხედავენ აგრეთვე მესიანურ თქმულებას.
გამოითქვა მოსაზრებაც, რომ წიგნში მხატვრულადაა მოთხრობილი ლეგენდარულ პერსონაჟზე, რომლის სახელიც დავიწყებულია.
არის მოსაზრებაც, რომ იონაში განხორციელდა ტყვეობის შემდგომი იუდაიზმის კრიტიკა და ანალიზი. ქალაქი ნინევია არის არაებრაული სამყარო, სადაც უნდა იქნას მიტანილი უწყება ჭეშმარიტ ღმერთზე და რომ ღვთის მოწყალება შეეხება ყველა მათ, ვინც მოინანიებს მის წინაშე.
ალეგორიული განმარტებით იონა წარმოადგენს ისრაელის მისიას განუცხადოს ქვეყნიერებას ღვთის ჭეშმარიტება, რაც ისრაელმა არ შეასრულა და დიდმა თევზმა - ბაბილონმა ჩაყლაპა. მისი ამონთხევა განასახიერებს ტყვეობიდან განთავისუფლებას. იონას უკმაყოფილება წარმართებზე გამოხატავს ებრაელების სულიერ მდგომარეობას ტყვეობის შემდეგ.
არიან ისტორიულად აღმქმელი კომენტატორებიც, რომ ყველაფერი ეს მართლაც მოხდა.

იონა წინასწარმეტყველის წიგნის მოკლე განხილვა
https://www.youtube.com/watch?v=ZK2uyhsJNNQ

2.11.46 Книга пророка Ионы