2 .
კენანი, მაჰალალელი, იარედი,
3 .
ხანოქი, მეთუშელახი, ლამექი,
4 .
ნოე, სემი, ქამი და იაფეთი.
5 .
იაფეთის ძენი: გომერი, მაგოგი, მადაი, იავანი, თუბალი, მეშექი და თირასი.
6 .
გომერის ძენი: აშქენაზი, რიფათი და თოგარმა.
7 .
იავანის ძენი: ელიშა, თარშიშა, ქითიმი და როდანიმი.
8 .
ქამის ძენი: ქუში, მიცრაიმი, ფუტი და ქანაანი.
9 .
ქუშის ძენი: სება, ხავილა, საბთა, რაყმა და საბთეხა. რაყმას ძენი: შება და დედანი.
10 .
ქუშმა შვა ნიმროდი, ის გახდა პირველი მეომარი ქვეყანაზე.
11 .
მიცრაიმმა შვა ლუდიმი, ყანამი, ლეჰაბი და ნაფთუხი,
12 .
ფათრუსი და ქასლუხი, რომელთაგანაც ფილისტიმელნი და ქაფთორელნი გამოვიდნენ.
13 .
ქანაანმა შვა ციდონი, თავისი პირმშო, და ხეთი,
14 .
იებუსელნი, ამორელნი, გირგაშელნი,
15 .
ხიველნი, ყარკელნი და სინელნი,
16 .
არვადელნი, ცემარელნი და ხამათელნი.
17 .
სემის ძენი: ყელამი, აშური, არფაქშადი, ლუდი, არამი, ყუცი, ხული, გეთერი და მეშექი.
18 .
არფაქშადმა შვა შელახი, შელახმა შვა ყებერი.
19 .
ორი ძე შეეძინა ყებერს: ერთის სახელი იყო ფელეგი, რადგან მის დღეებში გაიყო ქვეყანა, მისი ძმის სახელი იყო იოკტანი.
20 .
იოკტანმა შვა ალმოდადი, შალეფი, ხაცარმავეთი, იარახი,
21 .
ჰადორამი, უზალი, დიკლა,
22 .
ღებალი, აბიმაელი, შება,
23 .
ოფირი, ხავილა, იობაბი - ყველა ესენი იოკტანის ძენი არიან.
24 .
სემი, არფაქშადი, შელახი,
25 .
ყებერი, ფელეგი, რეღუ,
26 .
სერუგი, ნახორი, თერახი,
27 .
აბრამი - იგივე აბრაჰამი.
28 .
აბრაჰამის ძენი: ისაკი და ისმაელი.
29 .
მათი მოდგმა: ისმაელის პირმშო ნებაიოთი, კედარი, ადბეელი და მიბსამი,
30 .
მიშმაყი, დუმა, მასა, ხადადი, თემა,
31 .
იეტური, ნაფიში და კედამა; ესენი არიან ისმაელის ძენი.
32 .
შვა ძენი კეტურამ, აბრაჰამის ხარჭამ: ზიმრანი, იაკშანი, მედანი, მიდიანი, იშბაკი და შუახი. იაკშანის ძენი: შება და დედანი.
33 .
მიდიანის ძენი: ღეფა, ყეფერი, ხანოხი, აბიდაყი და ელყადა; ყველა ესენი კეტურას ძენი იყვნენ.
34 .
აბრაჰამმა შვა ისაკი. ისაკის ძენი: ესავი და ისრაელი.
35 .
ესავის ძენი: ელიფაზი, რეღუელი, იეყუში, იაყლამი და კორახი.
36 .
ელიფაზის ძენი: თემანი, ომარი, ცეფი, გაყთამი, კენაზი, თიმნაყი და ყამალეკი.
37 .
რეღუელის ძენი: ნახათი, ზერახი, შამა და მიზა.
38 .
სეყირის ძენი: ლოტანი, შობალი, ციბყონი, ყანა, დიშონი, ეცერი და დიშანი.
39 .
ლოტანის ძენი: ხორი, ჰომამი; თიმნაყი კი ლოტანის და იყო.
40 .
შობალის ძენი: ყალიანი, მანახათი, ღებალი, შეფი და ონამი. ციბყონის ძენი: აია და ყანა.
41 .
ყანას ძე: დიშონი. დიშონის ძენი: ხამრანი, ეშბანი, ითრანი და ქერანი.
42 .
ეცერის ძენი: ბილჰანი, ზაყავანი, იაყაკანი. დიშონის ძენი: ყუცი და არანი.
43 .
ესენი არიან ის მეფენი, ედომის მიწაზე რომ მეფობდნენ, ვიდრე ისრაელის ძეებზე მეფე გამეფდებოდა: ბელაყი ბეყორის ძე. მისი ქალაქის სახელი იყო დინჰაბა.
44 .
მოკვდა ბელაყი და მის ნაცვლად გამეფდა იობაბ ზერახის ძე ბოცრადან.
45 .
მოკვდა იობაბი და მის ნაცვლად ხუშამი გამეფდა, თემანის ქვეყნიდან.
46 .
მოკვდა ხუშამი და მის ნაცვლად ბედადის ძე ჰადადი გამეფდა, მან გაანადგურა მიდიანელნი მოაბის ველზე. მისი ქალაქის სახელი იყო ყავითი.
47 .
მოკვდა ჰადადი და მის ნაცვლად სამლა მასრეკელი გამეფდა.
48 .
მოკვდა სამლა და მის ნაცვლად შაული გამეფდა, მდინარისპირა რეხობოთიდან.
49 .
მოკვდა შაული და მის ნაცვლად ბაყალ-ხანანი გამეფდა, ყაქბორის ძე.
50 .
მოკვდა ბაყალ-ხანანი და მის ნაცვლად ჰადადი გამეფდა. მისი ქალაქის სახელი იყო ფაყი, მისი ცოლის სახელი - მეჰეტაბელი, მატრედის ასული, ასული მეზაჰაბისა.
51 .
მოკვდა ჰადადი და გახდნენ ედომის მთავრები: მთავარი თიმნაყი, მთავარი ყალია, მთავარი იეთეთი,
52 .
მთავარი აჰოლიბამა, მთავარი ელა, მთავარი ფინონი,
53 .
მთავარი კენაზი, მთავარი თემანი, მთავარი მიბცარი,
54 .
მთავარი მაგდიელი, მთავარი ყირამი. ესენი იყვნენ ედომის მთავრები.