მაამებლობის ავ-კარგი


საკვანძო მუხლები:

ლევიანნი 19 : 15 ; 2ნეშტთა 10 : 7 ; მათე 14 : 6 ; მარკოზი 6 : 22 ; საქმენი მოციქულთა 12 : 3 ; იაკობი 4 : 4 ; რომაელთა 15 : 2 ; 1კორინთელთა 9 : 22 ; 1კორინთელთა 10 : 33 ; გალატელთა 1 : 10 ; კოლასელთა 3 : 22 ; 1თესალონიკელთა 2 : 4 ; 2ტიმოთე 4 : 3 ;
=4.18.71 მაამებლობის ავ-კარგი

- არ იყო პირმოთნე გლახაკის მიმართ და არ მიეპირფერო ძლიერს ლევ.19,15
- თუ კეთილი იქნები ამ ხალხისათვის, აამებ მათ და კეთილ სიტყვებს ეტყვი, მაშინ სამუდამოდ შენი მსახურნი იქნებიან 2ნეშ.10,7
- ჰეროდიას ასულმა იცეკვა შეკრებილთა წინაშე და აამა ჰეროდეს მათ.14,6 მარ.6,22
- როცა დაინახა, რომ (იაკობის მოკვლით) იუდევლებს აამა, პეტრეც დააპატიმრა საქ.12,3
- ვისაც წუთისოფლის მეგობრობა სურს, იგი ღმერთის მტერი ხდება იაკ.4,4
- ყოველი ჩვენგანი უნდა აამებდეს თავის მოყვასს სასიკეთოდ, ასაშენებლად რომ.15,2
- ყველასთვის ყველაფერი გავხდი, რათა როგორმე მეხსნა ზოგიერთები 1კორ.9,22
- ვაამებ ყველას ყველაფერში და სარგებლობას ვეძებ არა ჩემთვის, არამედ მრავალთათვის, რათა გადარჩნენ 1კორ.10,33
- ახლა ადამიანების დარწმუნებას ვცდილობ თუ ღმერთისას? თუ ვცდილობ ადამიანებს ვაამო? ადამიანებს რომ ვაამებდე, ქრისტეს მსახური აღარ ვიქნებოდი გალ.1,10
- მონებო, ყველაფერში დაემორჩილეთ თქვენს ხორციელ ბატონებს, არა მოჩვენებითი სამსახურით, როგორც კაცთმაამებლებმა, არამედ გულწრფელად, როგორც ღვთისმოშიშებმა კოლ.3,22
- ვაამებთ არა ადამიანებს, არამედ ღმერთს, რომელიც ცდის ჩვენს გულებს 1თეს.2,4
- დადგება დრო, როდესაც საღ მოძღვრებას არ მიიღებენ, არამედ თავიანთი გულისთქმებით ამოირჩევენ ყურის მაამებელ მასწავლებლებს 2ტიმ.4,3

4.18.71 Человекоугодники
Лев.19,15; 2Пар.10,7 Матф.14,6 Мар.6,22 Деян.12,3 Иак.4,4 Рим.15,2; 1Кор.9,22; 10,33 Гал.1,10 Кол.3,22; 1Фес.2,4; 2Тим.4,3