ფილოსოფიის შესახებ ღვთის სიტყვა


საკვანძო მუხლები:

საქმენი მოციქულთა 17 : 18 ; რომაელთა 1 : 20 ; 1კორინთელთა 1 : 19 ; 1კორინთელთა 3 : 19 ; კოლასელთა 2 : 8 ; 1ტიმოთე 6 : 20 ;
=1.6.94 ფილოსოფიის შესახებ ღვთის სიტყვა

- ზოგიერთმა ეპიკურელმა და სტოელმა ფილოსოფოსმა კამათი დაუწყო [პავლეს] საქ.17,18
- ქვეყნიერების დასაბამიდან, ქმნილებათა განხილვით შეიცნობა უხილავნი ღვთისა – მისი მარადიული ძალა და ღვთაებრივობა – ასე რომ, ვერ გამართლდებიან ისინი. რადგან შეიცნეს ღმერთი და არ ადიდეს, როგორც ღმერთი, არც მადლობდნენ, არამედ ამაო გახდა მათი გონიერება და დაუბნელდათ უმეცარი გული. თავიანთ თავს ბრძენთ უწოდებენ და გამოსულელდნენ რომ.1,20-22
- ბრძენთა სიბრძნეს მოვსპობ და გონიერთა გონიერებას უკუვაგდებ. სად არის ბრძენი? სად არის მწიგნობარი? სად არის ქვეყნიერების მოკამათე? განა სისულელედ არ აქცია ღმერთმა ქვეყნიერების სიბრძნე? 1კორ.1,19.20
- ამ წუთისოფლის სიბრძნე უგუნურებაა ღვთის წინაშე, როგორც სწერია: მათ ცბიერებაში შეიპყრობს ბრძენთ. და კიდევ: „იცის უფალმა ბრძენთა ზრახვანი, რომ ამაოა ისინი” 1კორ.3,19.20
- იფხიზლეთ, არავინ წარგატყვევოთ ფილოსოფიითა და ამაო ტყუილებით, ადამიანური გადმოცემებისა და სამყაროს სტიქიათა მიხედვით და არა ქრისტეს მიხედვით კოლ.2,8
- განერიდე ამქვეყნიურ ლაყბობას და ეგრეთწოდებული მოძღვრების უკუღმართ დებულებებს, ზოგიერთებმა რომ აღიარეს და რწმენას ჩამოშორდნენ 1ტიმ.6,20.21

1.6.94 Философия
Деян.17,18 Рим.1,20-22; 1Кор.1,19.20; 3,19.20 Кол.2,8; 1Тим.6,20.21