სიმტკიცე გადაწყვეტილებაში


საკვანძო მუხლები:

გამოსვლა 14 : 13 ; გამოსვლა 17 : 12 ; რუთი 1 : 18 ; იობი 23 : 11 ; ესაია 26 : 3 ; იერემია 35 : 6 ; დანიელი 1 : 8 ; 1პეტრე 5 : 9 ; 2პეტრე 1 : 10 ; 2პეტრე 3 : 17 ; რომაელთა 8 : 37 ; 1კორინთელთა 7 : 37 ; 1კორინთელთა 9 : 27 ; 1კორინთელთა 15 : 58 ; გალატელთა 5 : 1 ; გალატელთა 6 : 9 ; ეფესელთა 3 : 16 ; ეფესელთა 4 : 15 ; ეფესელთა 6 : 10 ; ფილიპელთა 3 : 14 ; კოლასელთა 2 : 5 ; კოლასელთა 4 : 12 ; 2ტიმოთე 1 : 12 ; ებრაელთა 3 : 6 ; ებრაელთა 11 : 1 ; ებრაელთა 12 : 7 ; გამოცხადება 3 : 10 ;
=4.20.38 სიმტკიცე გადაწყვეტილებაში

- ნუ გეშინიათ, მტკიცედ იდექით და დაინახავთ, რომ მალე შეგეწევათ უფალი გამ.14,13
- დაუმძიმდა მოსეს ხელები; აიღეს ლოდი, ქვეშ დაუდეს და დაჯდა მასზე, ხოლო აჰარონმა და ხურმა ხელები დაუჭირეს, ერთმა ერთი და მეორემ მეორე მხრიდან. მზის ჩასვლამდე მტკიცე იყო მისი ხელები გამ.17,12
- დაინახა ნაყომიმ, რომ მტკიცედ გადაწყვიტა მასთან ერთად წასვლა რუთმა რუთ.1,18
- მტკიცედ მისდევს ჩემი ტერფი მის ნაფეხურებს, მის გზას ვიცავდი და გვერდზე არ გადამიხვევია იობ.23,11
- აზრებში მტკიცეს სრულყოფილ სიმშვიდეში დაიფარავ, რადგან შენზეა მონდობილი ეს.26,3
- ჩვენ არ ვსვამთ ღვინოს, რადგან ასე გვიბრძანა იონადაბმა, რექაბის ძემ, ჩვენმა მამამ: ღვინო არც თქვენ დალიოთ და არც თქვენმა შვილებმა უკუნისამდეო! იერ.35,6
- დანიელმა გულში ჩაიდო, არ გაუწმიდურებულიყო სამეფო ულუფით და მეფის სასმელი ღვინით დან.1,8
- წინ აღუდექით [ეშმაკს] მტკიცე რწმენით 1პეტ.5,9
- გულმოდგინედ ეცადეთ განამტკიცოთ თქვენი მოწოდება და რჩეულობა; თუ ასე მოიქცევით, არასოდეს წაიბორძიკებთ 2პეტ.1,10
- გაფრთხილდით, რომ არ აჰყვეთ ურჯულოთა ცდომილებებს და არ დაკარგოთ თქვენი სიმტკიცე 2პეტ.3,17
- [დევნას] ვძლევთ ჩვენი მოყვარულის მეშვეობით რომ.8,37
- ვინც მტკიცედ გადაწყვიტა თავის გულში, რომ არ უჭირს, არამედ უფლობს საკუთარ ნებაზე, და იმგვარად განსაჯა თავის გულში, რომ დაიცვას თავისი ქალწულობა, კარგად იქცევა 1კორ.7,37
- ვთრგუნავ და ვიმონებ ჩემს სხეულს, რათა სხვებს რომ ვუქადაგებ, თვითონ უღირსი არ აღმოვჩნდე 1კორ.9,27
- იყავით მტკიცენი და შეურყეველნი, მუდამ იუხვეთ უფლის საქმეში 1კორ.15,58
- თავისუფლებისათვის გაგვათავისუფლა ქრისტემ: მაშ, მტკიცედ იდექით და ნუღარ დაიდგამთ მონობის უღელს გალ.5,1
- სიკეთის კეთება ნუ მოგწყინდებათ, რადგან თავის დროზე მოვიმკით თუ არ მოვიქანცებით! გალ.6,9
- მოგცეთ ძალა თავისი დიდების სიმდიდრით, რათა მისი სულის მეშვეობით განმტკიცდეთ შინაგან კაცში ეფ.3,16
- სიყვარულით მივსდევდეთ ჭეშმარიტებას და ყოველმგრივ ვიზრდებოდეთ [ქრისტეში] ეფ.4,15
- გამაგრდით უფლით და მისი ძალის სიმტკიცით ეფ.6,10
- ხელთ იპყარით ღვთის საჭურველი, რათა უკეთურ დღეს შეგეძლოთ წინააღმდეგობა და, ყოვლის მძლეველნი, კვლავ მტკიცედ იდგეთ ეფ.6,13
- ვილტვი მიზნისკენ, ღვთის უზენაესი მოწოდების ჯილდოსკენ ქრისტე იესოში ფლპ.3,14
- ვხედავ თქვენს წესიერებას და თქვენი რწმენის სიმტკიცეს ქრისტეში კოლ.2,5
- [ეპაფრა] იღწვის თქვენთვის ლოცვებში, რათა მოწიფულნი და მტკიცედ დაჯერებულნი წარსდგეთ ღვთის სრულ ნებაში კოლ.4,12
- ვიცი ვინ ვიწამე, და მწამს, რომ ძალუძს მას იმ დღემდე დაიცვას ის საწინდარი, რომელიც მომენდო 2ტიმ.1,12
- [ქრისტეს] სახლი ვართ, თუ ბოლომდე მტკიცედ შევინახავთ გაბედულებასა და იმედის სიამაყეს ებრ.3,6.14
- რწმენა არის მტკიცედ დარწმუნება იმაში, რისი იმედიც გვაქვს, დადასტურება იმისა, რასაც ვერ ვხედავთ ებრ.11,1
- წვრთნას გაუძელით ებრ.12,7
- რაკი დაიცავი სიტყვა ჩემი მოთმინებისა, მეც დაგიცავ განსაცდელის ჟამისგან, რომელიც მოვა მთელს ქვეყანაზე, რომ გამოსცადოს დედამიწის მკვიდრნი გმცხ.3,10

4.20.38 Стойкость - твердость в решении
Исх.14,13; 17,12 Руф.1,18 Иов.23,11 Ис.26,3 Иер.35,6 Дан.1,8; 1Пет.5,9; 2Пет.1,10; 3,17 Рим.8,37; 1Кор.7,37; 9,27; 15,58 Гал.5,1; 6,9 Еф.3,16; 4,15; 6,10.13 Флп.3,14 Кол.2,5; 4,12; 2Тим.1,12 Евр.3,6.14; 11,1; 12,7 Отк.3,10