ქების საგალობლები ტექსტებით 1996 წლის კრებულიდან


საკვანძო მუხლები:

ფსალმუნები 33 : 1 ;
=3.20.9 ქების საგალობლები ტექსტებით 1996 წლის კრებულიდან

საგალობელი № 9 (ფსალმუნი 33,1-4 მიხედვით)
https://www.youtube.com/watch?v=iKnCBOMYSKQ&ab_channel=IliaXizana
ტექსტი:
1. განვადიდებ უფალს მუდამჟამს,
მარადია მისი დიდება ჩემს ბაგეზე.
უფლით იქადის ჩემი სული
და მორჩილთ იხსნის უფალი.
მისამღერი:
ადიდეთ უფალი ჩემთან ერთად (3-ჯერ)
და განვადიდოთ მისი სახელი (2-ჯერ)
ტექსტი:
2. მოიშიშეთ უფლისა წმიდანო მისნო,
ეძიეთ მშვიდობა და მიჰყევით მას
ბოროტნი წაიქცევიან და მორჩილთ იხსნის უფალი.
მის: იგივე
3. მრავალი სიავე ხვდება მართალ კაცს,
და ყველაფრისაგან იხსნის უფალი.
ის იცავს მის ყოველ ძვალს
და მორჩილთ იხსნის უფალი.
მის: იგივე

საგალობელი №90
1. როდესაც შენთან მოვდივარ იესო,
მუდამ ვივსები სულით.
ხოტბას შეგასხამ შენ ერთადერთო,
გადიდებ მთელი გულით.
კურთხეულია შენი სახელი,
კურთხეულია ზეცა.
ანგელოზნი გიგალობენ - ქება მაღალ ღმერთსა!
მისამღერი:
ჩემო მფარველო ღმერთო,
ნუგეშო ერთადერთო, იესო,
მხოლოდ შენ გიგალობს ჩემი წმინდა გული, უფალო.
მზად არის ჩემი გული,
რომ გადიდო სიყვარულით, იესო,
რამეთუ ზეცაზე დიდია წყალობა შენი.
2. შენი წყალობა დიდია ჩემზე,
ჩემო მფარველო მწყემსო,
მე ვიგალობებ შენს სიწმინდეზე
ყველგან მყოფელო ღმერთო.
სამოთხის მადლი შენ დამიბრუნე,
შენ გამაცოცხლე ღმერთო,
სიბნელისაგან გამომისყიდე,
გადიდებ ერთადერთო!
მის: იგივე

საგალობელი №137 შენსკენ აღვაპყარ ჩემი თვალები
1. შენსკენ აღვაპყარ ჩემი თვალები, ზეცაში მყოფო იესო,
გულის სიღრმიდან მოგიხმობ, უფალო, გული ჩემი გელოდება შენ.
მის:
შენსკენ მიზიდავს შენი ტკბილი ძახილი, იესო.
შენით ხარობს გული ჩემი, უფალო ღმერთო,
თაყვანს გცემ და ვეტრფი შენს წმინდა სახელს, უფალო.
გენდობი შენ, ჩემო სიცოცხლე. (2-ჯერ)
2. ვიწვდი ჩემს ხელებს შენსკენ, უფალო, ჩემს სულს მოსწყურდი იესო.
ხელი მომკიდე უფალო ჩემო, შენთან მინდა სიცოცხლე.
მის: იგივე

საგალობელი: ელშადაი, ყოვლისშემძლე უფალი
1. ნეტარია ის კაცი, ვინც სოფლის გზას არ მისდევს,
უფლის სიყვარულისთვის სასუფეველს იმკვიდრებს.
მის:
ელშადაი, ელშადაი, ყოვლისშემძლე უფალი,
ჩვენზე მუდამ მზრუნველი და ჩვენც გულით ვუმღერით.
ელშადაი, ელშადაი, ყოვლისშემძლე უფალი,
ჩვენზე მუდამ მზრუნველი, ელშადაი.
2. ქება მეფეთა მეფეს, ჩვენს ძლიერ ღმერთს დიდება,
არც გვინდა რომ მოგვწყინდეს ჩვენ უფლის განდიდება.
მის: იგივე
3. ჩემი გული შეძრწუნდა ამ ბნელ წუთისოფელში.
თვისი მადლით დაგვიხსნის ყოვლისშემძლე უფალი.
მის: იგივე

საგალობელი - როგორ გადაგიხადო მადლობა
1. ცოდვის მორევში ჩაფლული,
ღვთისაგან განრიდებული ვიტანჯებოდი,
შველას ვითხოვდი.
გამოჩნდა მხსნელი ზეციდან,
მიმიღო თავისი მადლით ცნობის ძედ და
გული ჩემი განკურნა.
მის:
როგორ გადაგიხადო, როგორ გადაგიხადო, როგორ გადაგიხადო მადლობა,
ჩემი სულის დახსნითვის, ჩემი გადარჩენისთვის მინდა გადაგიხადო მადლობა
2. სულში თოვს სიცარიელე, უშინაარსო ცხოვრება.
ვერ ვერეოდი, არც სრულდებოდა.
უფალმა მისი წყალობით ზეციდან დამაჯილდოვა.
მან სულიწმიდით ამავსო და მომნათლა.
მის: იგივე