ყოველივე ღმერთს ეკუთვნის, ქვეყნიერების პატრონია


საკვანძო მუხლები:

გამოსვლა 9 : 29 ; გამოსვლა 19 : 5 ; მეორე რჯული 10 : 14 ; იესო ნავეს ძე 3 : 11 ; 3მეფეთა 8 : 27 ; 2ნეშტთა 6 : 18 ; ნეემია 9 : 6 ; ფსალმუნები 23 : 1 ; ფსალმუნები 49 : 12 ; ესაია 66 : 1 ; იერემია 27 : 5 ; 1კორინთელთა 10 : 26 ; დაბადება 31 : 9 ; რომაელთა 11 : 35 ; იობი 9 : 12 ; 1კორინთელთა 3 : 23 ;
=2.2.2. ყოველივე ღმერთს ეკუთვნის, ქვეყნიერების პატრონია

დაბ.31,9 გამ.9,29,, 19,5 რჯ.10,[14] იესნ.3,11,, 3მფ.8,27,, 2ნეშ.6,18 ნეემ.9,6 იობ.9,12 ფს.23,1,, 49,12 ეს.66,1 იერ.27,5.6 რომ.11,35.36,, 1კორ.3,23; 10,26.28

ბიბლიის მუხლები

დაბადება 31
9. წაართვა ღმერთმა მამათქვენს საქონელი და მე მომცა.

გამოსვლა 9
29. უთხრა მოსემ: როგორც კი გავალთ ქალაქიდან, ხელს გავიწვდი უფლისკენ და შეწყდება გრგვინვა და გადიღებს სეტყვაც, ვინძლო მიხვდე, რომ უფლისაა ეს ქვეყანა.

გამოსვლა 19
5. ამიერიდან თუ შეისმენთ ჩემს სიტყვას და დაიცავთ ჩემს აღთქმას, ჩემს საკუთრებად გამოგარჩევთ ყველა ხალხისგან, რადგან ჩემია მთელი ქვეყანა.

მეორე რჯული 10
14. აჰა, უფლის, შენი ღვთისაა ცანი და ცანი ცათანი, ქვეყანა და ყველაფერი, რაც მასშია.

იესო ნავეს ძე 3
11. აჰა, მთელი ქვეყნის პატრონის აღთქმის კიდობანი თქვენს თვალწინ გადალახავს იორდანეს.

3მეფეთა 8
27. ნუთუ ნამდვილად იმკვიდრებს მიწაზე ღმერთი? აჰა, ვერ იტევენ მას ცანი და ცანი ცათანი, როგორ დაიტევს ეს ჩემი აშენებული სახლი?

2ნეშტთა 6
18. ნუთუ ნამდვილად იმკვიდრებს მიწაზე ღმერთი? აჰა, ვერ იტევენ მას ცანი და ცანი ცათანი, როგორღა დაიტევს ეს ჩემი აშენებული სახლი?

ნეემია 9
6. უფალო, შენ ერთადერთი ხარ; შენ შეჰქმენ ცანი და ცანი ცათანი თავისი მორთულობით, მიწა და ყველაფერი, რაც მასზეა, ზღვები და რაც მათშია; ამის ყველაფერის მაცოცხლებელი შენა ხარ და ზეცის მხედრობა შენ გეთაყვანება. 

იობი 9
12. აჰა, წარიტაცებს და ვინ დააკავებს? ვინ ეტყვის რას აკეთებო?

ფსალმუნი 23
1. საგალობელი დავითისა. უფლისა არის ქვეყნიერება და სავსება მისი, სამყარო და მისი მკვიდრნი.

ფსალმუნი 49
12. თუ მომშივდა, არ გეტყვი შენ, რადგან ჩემია მსოფლიო და სავსება მისი.

ესაია 66
1. ასე ამბობს უფალი: ცა ტახტია ჩემი და ქვეყანა კვარცხლბეკი ჩემი. სად არის სახლი, რომელსაც მიშენებთ მე და სად არის ადგილი, ჩემი დასავანებელი?

იერემია 27
5. მე შევქმენი მიწა, ადამიანი და ბირუტყვი მიწის პირზე ჩემი დიდი ძალითა და მოღერებული მკლავით, და მას ჩავაბარე, ვინც წრფელად მიჩნდა ჩემს თვალში.
6. ამიერიდან მთელი ეს ქვეყნები ნაბუქოდონოსორს, ბაბილონის მეფეს, ჩემს მორჩილს, უნდა ჩავაბარო ხელში; ველის მხეცებიც მისთვის ჩამიბარებია, რათა ემორჩილებოდნენ მას.

რომაელთა 11
35. ან ვინ რა მისცა მას წინასწარ, რომ უკან დაუბრუნოს?
36. რადგან ყოველივე მისგან, მის მიერ და მის მიმართ არის. მას დიდება უკუნისამდე. ამინ!

1კორინთელთა 3
23. თქვენ ხომ ქრისტესი ხართ, ქრისტე კი ღმერთისაა.

1კორინთელთა 10
26. რადგანაც უფლისაა დედამიწა და სავსება მისი.
27. თუ რომელიმე ურწმუნო მიგიპატიჟებთ და თქვენც ინებებთ ეწვიოთ, ჭამეთ ყველაფერი, რასაც შემოგთავაზებენ, და ნურაფერს გამოიძიებთ სინიდისის გამო.
28. მაგრამ თუ ვინმე გეტყვით: ეს კერპთათვის შენაწირიაო, ნურც მის გამო შეჭამთ, ვინც გეტყვით, და ნურც სინიდისის გამო, რადგანაც უფლისაა დედამიწა და სავსება მისი.


2.2.2. Все принадлежить Богу
Быт.31,9 Исх.9,29,, 19,5 Втор.10,[14] Иис.3,11,, 3цар.8,27,, 2Пар.6,18 Неем.9,6 Иов.9,12 Пс.23,1,, 49,12 Ис.66,1 Иер.27,5.6 Рим.11,35.36,, 1Кор.3,23; 10,26.28