დღეს, აწმყო დრო, ახლა


საკვანძო მუხლები:

ლუკა 16 : 25 ; იოანე 4 : 23 ; იოანე 5 : 23 ; იოანე 9 : 25 ; იოანე 13 : 7 ; 1იოანე 2 : 28 ; რომაელთა 5 : 9 ; რომაელთა 13 : 11 ; 1კორინთელთა 15 : 20 ; 2კორინთელთა 6 : 2 ; გალატელთა 2 : 20 ; ეფესელთა 3 : 5 ; კოლასელთა 1 : 22 ; 2თესალონიკელთა 2 : 7 ; ებრაელთა 2 : 8 ; ებრაელთა 9 : 24 ; ებრაელთა 12 : 26 ; ლევიანნი 8 : 34 ; საქმენი მოციქულთა 24 : 13 ; მეორე რჯული 2 : 18 ;
=2.1.134 დღეს, აწმყო დრო, ახლა

მისი კავშირი:
- ძველ აღთქმასთან - "დგება ჟამი და დადგა კიდეც" იოან.4,23-26
- წარსულთან - "არ ვიცი, ის კაცი ცოდვილია თუ არა. ერთი რამ ვიცი - ბრმა ვიყავი, ახლა კი ვხედავ” იოან.9,25
- მომავალთან - იესომ უთხრა მას: "ახლა არ იცი, რას ვაკეთებ, მერე კი გაიგებ” იოან.13,7.19
- ორ მდგომარეობას შორის - აბრაამმა უთხრა: შვილო, გაიხსენე რომ შენსავე სიცოცხლეში მიიღე შენი სიკეთე, ლაზარემ კი - მხოლოდ ბოროტი. ამიტომ ახლა ის ინუგეშება, შენ კი იტანჯები ლუკ.16,25
- მოცემულ და ხელგაშვებულ მდგომარეობას შორის - უთხრა მათ იესომ: ბრმები რომ იყოთ, ცოდვაც არ გექნებოდათ; ახლა კი ამბობთ, ვხედავთო, და ცოდვაც თანა გაქვთ იოან.9,41

ეს სიტყვა გამოიყენება, როცა საუბარია ქრისტეს:
- განდიდებაზე - ახლა განდიდდა ძე კაცისა იოან.13,31
- მეორედ მოსვლაზე - ჰოდა ახლა, მასში დარჩით, შვილებო, რათა რომ გამოცხადდება, გაბედულება გვქონდეს და არ შევრცხვეთ მისი მოსვლისას 1იოან.2,28
- ქრისტეს მიერ შერიგებაზე - ღმერთითაც ვიქადით ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მიერ, რომლის მეშვეობითაც მივიღეთ ახლა შერიგება რომ.5,11
- აღდგომაზე - [აწ] მკვდრეთით აღსდგა ქრისტე, განსვენებულთაგან პირველნაყოფი 1კორ.15,20
- ქრისტესადმი დაქვემდებარებაზე - ყოველივე მას დაუქვემდებარა, არაფერი დაუტოვებია მისთვის დაუმორჩილებელი. მაგრამ ახლა ჯერ კიდევ ვერ ვხედავთ, რომ ყოველივე მას ემორჩილებოდეს ებრ.2,8
- შუამდგომლობაზე - ქრისტე შევიდა არა ხელთქმნილ წმიდათა წმიდაში, ჭეშმარიტის ანარეკლში, არამედ თვით ცაში, რათა ახლა ჩვენთვის წარდგეს ღვთის წინაშე ებრ.9,24

სიტყვა გამოყენებულია, როცა საუბარია:
- რიტუალის აღსრულებაზე ლევ.8,34
- მოქმედების დაწყებაზე რჯ.2,18
- თაყვანისცემაზე - დგება ჟამი და დადგა კიდეც, როცა ჭეშმარიტი თაყვანისმცემელნი სულითა და ჭეშმარიტებით სცემენ მამას თაყვანს იოან.4,23
- ხელახლა დაბადებაზე - მოდის ჟამი და უკვე არის კიდეც, როცა მკვდრები მოისმენენ ღმერთის ძის ხმას და მსმენელნი გაცოცხლდებიან იოან.5,25
- დაუდასტურებელ ბრალდებაზე საქ.24,13
- გამართლებაზე - ახლა, როცა გავმართლდით მისი სისხლით, მისით გადავრჩებით რისხვისაგან რომ.5,9
- ხსნაზე - იმოქმედეთ, რადგან იცით რა დროა ახლა, რომ დადგა ძილისაგან თქვენი გამოღვიძების ჟამი. ვინაიდან ახლა უფრო ახლოა ჩვენი ხსნა, ვიდრე მაშინ, როცა ვირწმუნეთ რომ.13.11
- გამარჯვებაზე - ქრისტესთან ერთად ვარ ჯვარცმული! მე უკვე აღარ ვცოცხლობ, არამედ ქრისტე ცოცხლობს ჩემში. ახლა რომ სხეულში ვცხოვრობ, რწმენით ვცოცხლობ, ღვთის ძეში გალ.2,20
- შერიგებაზე - აწ მისი სიკვდილით შეგირიგათ მისსავე ხორციელ სხეულში, რათა წმიდანი, უბიწონი და უბრალონი წარგადგინოთ თავის წინაშე კოლ.1,22

ახლანდელი ჟამი დახასიათებულია როგორც:
- შესაფერისი - ვინაიდან ამბობს: "შესაფერ დროს გიპასუხე და ხსნის დღეს შეგეწიე”. აჰა, ახლაა შესაფერი ჟამი; აჰა, ახლაა ხსნის დღე 2კორ.6,2
- გამოცხადებათა დრო - ადრინდელ თაობებში არ გამოცხადებიათ ადამიანთა შვილებს, როგორც ახლა გამოეცხადა მის წმიდა მოციქულებს და წინასწარმეტყველებს სულით ეფ.3,5
- ურჯულო, ბოროტი - ურჯულოების საიდუმლო უკვე მოქმედებს, ოღონდ ახლა არის შემკავებელი, სანამ გაყვანილ იქნება შუაგულიდან 2თეს.2,7
- ქვეყნიერების დასასრულის მოლოდინი - ვისმა ხმამაც ქვეყანა შესძრა მაშინ, ხოლო აწ ამგვარად გვამცნო: „ერთხელ კიდევ შევძრავ არა მარტო ქვეყანას, არამედ ცასაც“ ებრ.12,26

2.1.134 Сегодня - в настоящее время, ныне
Лев.8,34 Вт.2,18 Лук.16,25 Ин.4,23-26; 5,23; 9,25.41; 13,7.19.31 Деян.24,13; 1Ин.2,28 Рим.5,9.11; 13,11; 1Кор.15,20; 2Кор.6,2 Гал.2,20 Еф.3,5 Кол.1,22; 2Фес.2,7 Евр.2,8; 9,24; 12,26