ასპარეზი, სარბიელი, საღვაწი


საკვანძო მუხლები:

მეორე რჯული 33 : 11 ; 2მეფეთა 2 : 14 ; ესთერი 6 : 3 ; იგავნი 4 : 26 ; იგავნი 5 : 21 ; ეკლესიასტე 2 : 10 ; ეკლესიასტე 3 : 13 ; ეკლესიასტე 5 : 18 ; ეკლესიასტე 9 : 11 ; ესაია 12 : 5 ; ესაია 53 : 11 ; იერემია 8 : 6 ; იერემია 12 : 5 ; ლუკა 13 : 24 ; საქმენი მოციქულთა 13 : 25 ; საქმენი მოციქულთა 20 : 24 ; რომაელთა 15 : 30 ; რომაელთა 16 : 9 ; 1კორინთელთა 9 : 1 ; 1კორინთელთა 15 : 10 ; 1კორინთელთა 16 : 9 ; 2კორინთელთა 10 : 16 ; გალატელთა 2 : 2 ; ფილიპელთა 1 : 30 ; ფილიპელთა 2 : 12 ; კოლასელთა 2 : 1 ; კოლასელთა 4 : 7 ; 1თესალონიკელთა 1 : 3 ; 1ტიმოთე 6 : 12 ; 2ტიმოთე 2 : 5 ; 2ტიმოთე 3 : 10 ; 2ტიმოთე 4 : 7 ; ებრაელთა 10 : 32 ; ებრაელთა 12 : 1 ;
=4.9.8 ასპარეზი, სარბიელი, საღვაწი

ბიბლიის ქართული გამოცემების სიმფონიისთვის

- აკურთხე, უფალო, მისი ძალა, და კეთილად მოხედე მისი ხელის ნაღვაწს რჯ.33,11
- უთხრა აბნერმა იოაბს: „გამოვიდნენ ჭაბუკები და იასპარეზონ ჩვენს წინაშე.“ მიუგო იოაბმა: „გამოვიდნენ!“ 2მფ.2,14
- რა პატივი და დიდება მიაგეს მორდექაის ამ ღვაწლისთვის? ესთ.6,3
- გათელე სარბიელი შენი ფეხისა და ყოველი შენი გზა განმტკიცდება იგავ.4,26
- უფლის თვალწინაა კაცის გზები და მის ყოველ სარბიელს ის თელავს იგავ.5,21
- არცერთი სიამე არ მოვაკელი ჩემს გულს, რადგან ხარობდა იგი ჩემი ნაღვაწით, და ეს იყო საზღაური ჩემი შრომისა ეკლ.2,10
- შემძულდა მთელი ჩემი ნაღვაწი, რაც ვიღვაწე მზისქვეშეთში, რადგან უნდა დავუტოვო კაცს, რომელიც ჩემს შემდეგ მოვა ეკლ.2,18
- ვინ იცის, ბრძენი იქნება ის თუ უგუნური, რომელიც დაეპატრონება მთელ ჩემს ნაღვაწს, ჩემი შრომითა და სიბრძნით რომ მოვიპოვე მზისქვეშეთში. და აჰა, ესეც ამაოებაა ეკლ.2,19
- და გულგატეხილად შევაქციე ზურგი მთელ ჩემს ნაღვაწს მზისქვეშეთში ეკლ.2,20
- რადგან ისე ხდება, რომ ადამიანი შრომობს ბრძნულად, ცოდნით და ნიჭიერებით, და ნაღვაწი კი სხვას ხვდება წილად, რომელსაც ამაზე არ უშრომია. და ესეც ამაოებაა და დიდი ბოროტება ეკლ.2,21
- თუ ვინმე ჭამს და სვამს და სიკეთეს ხედავს მთელ მის ნაღვაწში, ეს ღვთისგან აქვს მას ნაბოძები ეკლ.3,13
- ნახოს სიკეთე მთელი თავისი ნაღვაწიდან ეკლ.5,18
- ისიც შევიტყვე ამ მზისქვეშეთში, რომ მკვირცხლთა ნებაზე არაა რბოლა ეკლ.9,11
- უმღერეთ უფალს, რადგან დიდებულად იღვაწა ეს.12,5
- [მესია] თავისი სულის ნაღვაწს კმაყოფილებით იხილავს ეს.53,11
- ყურს ვუგდებდი და მოვისმინე, რომ სიმართლეს არ ლაპარაკობენ, არავინ ნანობს თავის ბოროტებას, არავინ ამბობს: რა დავაშავეო? თითოეული თავის სარბიელს უბრუნდება, ომში შევარდნილი ცხენივით იერ.8,6
- თუ მორბენლებთან ირბინე და დაიქანცე, ცხენებს როგორღა შეეჯიბრები? იერ.12,5
- იღვაწეთ, რათა შეხვიდეთ ვიწრო კარით ლუკ.13,24
- იოანე ნათლისმცემლის სარბიელი საქ.13,25
- სიცოცხლე არად მიღირს, ოღონდაც კი დავასრულო ჩემი სარბიელი და მსახურება, რაც მომენდო უფალ იესოს მიერ საქ.20,24
- ჩემთან ერთად იღვაწეთ ჩემთვის, როცა ღვთის მიმართ ლოცულობთ რომ.15,30
- მოიკითხეთ ურბანუსი, ჩვენი თანამოღვაწე ქრისტეში რომ.16,9
- განა თქვენ ჩემი ნამოღვაწარი არა ხართ უფალში? 1კორ.9,1
- ნუთუ არ იცით, რომ ასპარეზობისას ყველანი რბიან, მაგრამ მხოლოდ ერთი მიიღებს ჯილდოს? ისე ირბინეთ, რომ მიიღოთ 1კორ.9,24
- ისე როდი გავრბივარ, თითქოს არ ვიცოდე, რისთვის; და არც მუშტებს ვიქნევ ისე, თითქოს ჰაერსა ვცემდე 1კორ.9,26
- ყველა მათგანზე მეტი ვიღვაწე, თუმცა მე კი არა, არამედ ღვთის მადლმა, რომელიც არის ჩემთან 1კორ.15,10
- გაიღო ჩემთვის ღვაწლის დიდი კარი 1კორ.16,9
- არ მოვყვებით ქადილს იმით, რაც გამზადებული დაგვხვდება სხვისი ღვაწლის წყალობით 2კორ.10,16
- [იერუსალიმში] წარვუდგინე მათ სახარება, რომელსაც ვქადაგებდი წარმართებს შორის; განსაკუთრებით წარვუდგინე იგი წარმოჩენილთ, ამაოდ ხომ არ დავრბივარ ან ვშრომობ-მეთქი გალ.2,2
- ისეთივე ღვაწლით, რომელიც ჩემში გიხილავთ და ახლაც გესმით, რომ ვიღვწი ფლპ.1,30
- შიშითა და ძრწოლით იღვაწეთ თქვენს სახსნელად ფლპ.2,12
- მსურს იცოდეთ, რაოდენი ღვაწლი მაქვს თქვენზე კოლ.2,1
- ტიქიკოსი, საყვარელი ძმა, სანდო მსახური და თანამოღვაწე უფალში კოლ.4,7
- გამუდმებით ვიგონებთ თქვენი რწმენის საქმეს, სიყვარულის ღვაწლს და მოთმინებას... 1თეს.1,3
- იღვაწე რწმენის კეთილი ღვაწლით 1ტიმ.6,12
- ხოლო, კიდეც რომ იასპარეზოს ვინმემ, გვირგვინს ვერ მიიღებს, თუ წესების გარეშე იასპარეზებს 2ტიმ.2,5
- შენ კი გამოჰყევ ჩემს მოძღვრებას, სარბიელს, ზრახვას, რწმენას, დიდსულოვნებას, სიყვარულს, მოთმინებას 2ტიმ.3,10
- კეთილი ღვაწლით მიღვაწნია, სარბიელი გამილევია, რწმენა შემინახავს 2ტიმ.4,7
- დაითმინეთ ტანჯვის უდიდესი ღვაწლი ებრ.10,32
- ჩამოვიშოროთ ყოველგვარი სიმძიმე თუ ხელ-ფეხ შემკვრელი ცოდვა და მოთმინებით გავლიოთ ჩვენს წინაშე მდებარე სარბიელი ებრ.12,1

4.9.8 Ристалище, поприще, трудище - площадь для состязаний
Вт.33,11; 2цар.2,14 Есф.6,3 Пр.4,26; 5,21 Екк.2,10.18-21; 3,13; 5,18; 9,11 Ис.12,5; 53,11 Иер.8,6; 12,5 Лук.13,24 Деян.13,25; 20,24 Рим.15,30; 16,9; 1Кор.9,1.24.26; 15,10; 16,9; 2Кор.10,16 Гал.2,2 Флп.1,30; 2,12 Кол.2,1; 4,7; 1Фес.1,3; 1Тим.6,12; 2Тим.2,5; 3,10; 4,7 Евр.10,32; 12,1