წინააღმდეგობა


საკვანძო მუხლები:

რიცხვნი 22 : 22 ; იესო ნავეს ძე 5 : 13 ; 1მეფეთა 1 : 6 ; 3მეფეთა 11 : 14 ; ესთერი 7 : 6 ; ფსალმუნები 70 : 13 ; ზაქარია 3 : 2 ; ლუკა 21 : 15 ; საქმენი მოციქულთა 6 : 10 ; საქმენი მოციქულთა 7 : 51 ; იაკობი 4 : 6 ; 1პეტრე 5 : 8 ; რომაელთა 9 : 19 ; რომაელთა 13 : 2 ; 1კორინთელთა 16 : 9 ; ფილიპელთა 1 : 28 ; 1ტიმოთე 5 : 14 ; 2ტიმოთე 3 : 8 ; ებრაელთა 10 : 27 ; ებრაელთა 12 : 4 ;
=2.10.30 წინააღმდეგობა

ბოროტისადმი:
- სატანისადმი - უფალი გიკრძალავს, სატანავ ზაქ.3,2
- მტრებისადმი - მე მოგცემთ ბაგესა და სიბრძნეს, რომელთაც ვერ დაუპირისპირდებიან და ვერც შეეპასუხებიან თქვენი მოწინააღმდეგენი ლუკ.21,15
- ამპარტავნებს ეწინააღმდეგება ღმერთი იაკ.4,6
- ცოდვისადმი - ჯერ კიდევ არ შეწინააღმდეგებიხართ ცოდვას სისხლამდე საბრძოლველად ებრ.12,4

წინააღმდეგობა კეთილისადმი:
- ვერ შეძლეს დაპირისპირებოდნენ სიბრძნესა და სულს, რომლითაც ის ლაპარაკობდა საქ.6,10
- ქედფიცხელნო, გულით და ყურით წინადაუცვეთელნო, თქვენ ყოველთვის ეწინააღმდეგებით სულიწმიდას საქ.7,51
- ღვთის ნებას ვინ აღუდგება წინ? რომ.9,19
- ხელმწიფების მოწინააღმდეგე ეწინააღმდეგება ღმერთის დადგენილებას, ხოლო მოწინააღმდეგენი სასჯელს დაიტეხენ თავზე რომ.13,2
- ეწინააღმდეგებიან ჭეშმარიტებას, როგორც გონებით გახრწნილი, რწმენაში უვარგისი ადამიანები 2ტიმ.3,8

მოწინააღმდეგეებად, მტრებად იწოდებიან წმ. წერილში:
- სატანა - მღვიძარენი იყავით! იფხიზლეთ! თქვენი მოწინააღმდეგე ეშმაკი დაძრწის, როგორც მბრდღვინავი ლომი, და ეძებს, ვინ შთანთქას 1პეტ.5,8
- სახარების ქადაგების მოწინააღმდეგეები - გამეღო ფართო კარი, ქმედითი მსახურებისთვის, ოღონდ მოწინააღმდეგენიც მრავლად არიან 1კორ.16,9
- წინ აღდგომილი ანგელოზი რიცხ.22,22
- ისრაელის მტრები იესნ.5,13
- მეტოქე ფენინა 1მფ.1,6
- ღმერთის მიერ აღდგენილი მტერი 3მფ.11,14.23
- ებრაელების მტერი - ჰამანი ესთ.7,6

მორწმუნეთა დამოკიდებულება მტრებისადმი:
- ილოცეთ მათთვის ფს.70,13
- გამოიყენეთ ღმერთის მიერ მოწოდებული იარაღი ლუკ.21,15
- ნურაფერში შეუშინდებით მოწინააღმდეგეს, ეს მათთვის დაღუპვის ნიშანია, თქვენთვის კი - ხსნისა, და ეს ღვთისგან არის ფლპ.1,28
- მტერს ლანძღვის არანაირი საბაბი არ მისცეთ 1ტიმ.5,14
- გახსოვდეთ ღვთის მსჯავრი მათ მიმართ - მოწინააღმდეგეთა შთანთქმისთვის გამზადებული აგიზგიზებული ცეცხლი ებრ.10,27

2.10.30 Противиться - сопротивляться
Чис.22,22 Иисн.5,13; 1цар.1,6; 3цар.11,14.23 Есф.7,6 Пс.70,13 Зах.3,2 Лук.21,15 Деян.6,10; 7,51 Иак.4,6; 1Пет.5,8 Рим.9,19; 13,2; 1Кор.16,9 Флп.1,28; 1Тим.5,14; 2Тим.3,8 Евр.10,27; 12,4