განათლება - ჭეშმარიტი ცოდნა


საკვანძო მუხლები:

ფსალმუნები 17 : 29 ; ფსალმუნები 18 : 8 ; ესაია 60 : 19 ; იოანე 1 : 9 ; იოანე 16 : 13 ; საქმენი მოციქულთა 26 : 18 ; 1კორინთელთა 2 : 14 ; 1კორინთელთა 4 : 5 ; 1კორინთელთა 13 : 12 ; ეფესელთა 1 : 18 ; ებრაელთა 6 : 4 ;
=1.6.78 განათლება - ჭეშმარიტი ცოდნა

ჭეშმარიტი განათლების წყაროები:
- ღმერთი - ანთებს ჩემს ლამპარს უფალი; ჩემი ღმერთი სინათლედ მიქცევს სიბნელეს ფს.17,29
- ღვთის სიტყვა - მცნება უფლისა სპეტაკია, შუქს აძლევს თვალებს ფს.18,8
- [ღვთისმსახურნი წარმართებისთვის] თვალების ასახელად, წყვდიადიდან სინათლისკენ და სატანის ძალაუფლებიდან ღმერთისკენ მოსაქცევად საქ.26,18
- [ლოცვა რათა ღმერთმა] გაანათლოს თქვენი გონების თვალნი ეფ.1,18

განათლების ხარისხი:
- ახლა ნაწილობრივ ვიცი, ხოლო მაშინ კი ისე შევიცნობ, როგორც მე ვარ შეცნობილი, ღმერთის მიერ 1კორ.13,12
- [მშვინვიერი] მიწიერი ადამიანი არ ღებულობს იმას, რაც ღვთის სულისაგან არის, ვინაიდან უგუნურებად მიიჩნევს და არც ძალუძს შეცნობა, რადგან სულიერად არის განსასჯელი 1კორ.2,14
- [სრულყოფილი განათლება იქნება ზეცაში] მზე აღარ გექნება დღის სინათლედ და მთვარის ბრწყინვალება აღარ გაგინათებს, რადგან უფალი გეყოლება მარადიულ სინათლედ და შენი ღმერთი - შენს დიდებად ეს.60,19

სულიერი განათლება:
- [სახარების ნათელი] იყო სინათლე ჭეშმარიტი, რომელიც წუთისოფლად მომსვლელ ყველა ადამიანს უნათებს იოან.1,9
- [სული წმიდა] შეგიძღვებათ სრულ ჭეშმარიტებაში იოან.16,13
- ქრისტეს მიღებით განათლებული ებრ.6,4
- ნუ განსჯით დროზე ადრე, სანამ უფალი არ მოვა, რომელიც გაანათებს ბნელში დამალულს და გამოაჩენს გულის ზრახვებს! 1კორ.4,5

1.6.78 Просвещение - истинное знание
Пс.17,29; 18,8 Ис.60,19 Ин.1,9; 16,13 Деян.26,18; 1Кор.2,14; 4,5; 13,12 Еф.1,18 Евр.6,4