განგმირვა, განწონვა, ჩხვლეტა, ხვრეტა


საკვანძო მუხლები:

რიცხვნი 24 : 8 ; იესო ნავეს ძე 10 : 30 ; მსაჯულნი 5 : 26 ; 2მეფეთა 23 : 21 ; 4მეფეთა 18 : 21 ; იობი 40 : 24 ; ფსალმუნები 21 : 16 ; ფსალმუნები 37 : 2 ; იგავნი 12 : 18 ; ესაია 7 : 25 ; ესაია 36 : 6 ; ეზეკიელი 28 : 24 ; ეზეკიელი 29 : 7 ; იოანე 19 : 34 ; ებრაელთა 4 : 12 ; რიცხვნი 21 : 35 ; იესო ნავეს ძე 11 : 10 ;
=1.7.72 განგმირვა, განწონვა, ჩხვლეტა, ხვრეტა

სიტყვასიტყვით:
- მოკვლა, ცოცხლად არ დატოვება რიცხ.21,35
- განგმირა მახვილის პირით იესნ.10,30; 11,10
- სისარას საფეთქელი მსაჯ.5,26
- გამოსტაცა შუბი ეგვიპტელს და მისივე შუბით განგმირა 2მფ.23,21
- მესიის ხელ-ფეხის ფს.21,16
- ყოველ მთას, რომელიც ითოხნებოდა, ვერ მიუახლოვდები რადგან შეგეშინდება ნარ-ეკლისა და მჩხვლეტავი ბუჩქნარისა ეს.7,25
- ერთმა ჯარისკაცმა შუბით გაუგმირა ფერდი იესოს იოან.19,34

გადატანით:
- [ღმერთის მსჯავრი] თავისი ისრებით განგმირავს რიცხ.24,8
- [ეგვიპტის დაუნდობლობა] ეგვიპტეს დაეყრდნო, რომელიც ხელისგულში შეესობა ყველას, ვინც მას დაეყრდნობა და გაუხვრეტს 4მფ.18,21 ეს.36,6
- ვინ შეიპყრობს მას? ვინ გაუხვრეტს ცხვირს ჩანგლებით? იობ.40,24
- შენი ისრები ჩემშია განწონილი ფს.37,2
- ზოგი ისე ლაპარაკობს, თითქოს მახვილით ჩხვლეტდეს იგავ.12,18
- აღარ ეყოლება ისრაელის სახლს მჩხვლეტავი ეკალი და მტკივნეული ხიწვი ეზეკ.28,24
- [ეგვიპტელები ისრაელიანებს] როცა ხელს გავლებდნენ, იმსხვრეოდი და ჩხვლეტდი მათ მკლავებს ეზეკ.29,7
- ღვთის სიტყვა არის ცოცხალი, მოქმედი და ყოველგვარ ორლესულ მახვილზე უფრო ბასრი, და აღწევს სამშვინველისა და სულის, სახსართა და ტვინთა გაყოფამდე, და განსჯის გულის ზრახვებსა და აზრებს ებრ.4,12

1.7.72 Прокол чем нибудь острым
Чис.21,35; 24,8 Иисн.10,30; 11,10 Суд.5,26; 2цар.23,21; 4цар.18,21 Иов.40,24 Пс.21,16; 37,2 Пр.12,18 Ис.7,25; 36,6 Иез.28,24; 29,7 Ин.19,34 Евр.4,12