წყევლა


საკვანძო მუხლები:

დაბადება 3 : 17 ; დაბადება 4 : 11 ; დაბადება 9 : 25 ; დაბადება 49 : 7 ; რიცხვნი 22 : 6 ; მეორე რჯული 21 : 23 ; მეორე რჯული 28 : 15 ; იესო ნავეს ძე 6 : 17 ; იესო ნავეს ძე 7 : 12 ; იესო ნავეს ძე 22 : 20 ; მსაჯულნი 5 : 23 ; 1მეფეთა 17 : 43 ; ესაია 65 : 20 ; მათე 26 : 74 ; მარკოზი 11 : 21 ; რომაელთა 9 : 3 ; 1კორინთელთა 12 : 3 ; გალატელთა 1 : 8 ; გალატელთა 3 : 13 ;
=3.51.59 წყევლა

- ადამს უთხრა: რაკი შენს დედაკაცს დაუჯერე და შეჭამე ხის ნაყოფი, რომლის ჭამა აკრძალული მქონდა შენთვის, მიწა დაიწყევლოს შენს გამო დაბ.3,17
- ამიერიდან დაწყევლილი ხარ მიწისაგან, რომელმაც გახსნა პირი, რათა მიეღო შენი ძმის სისხლი შენი ხელიდან დაბ.4,11
- წყეულიმც იყოს ქანაანი! თავისი ძმების მორჩილთა მორჩილი იყოს! დაბ.9,25
- წყეულიმც იყოს მათი [სიმონის და ლევის] რისხვა, რადგან შეუპოვარია, და მათი გულისწყრომა, რადგან სასტიკია! დავაქუცმაცებ მათ იაკობში და მიმოვფანტავ ისრაელში! დაბ.49,7
- მოდი და დამიწყევლე ეს ხალხი, რადგან ჩემზე ძლიერია იგი. იქნებ მაშინ შევძლო მისი დამარცხება და ქვეყნიდან განდევნა, რადგან ვიცი, ვისაც შენ ლოცავ, დალოცვილია, და ვისაც სწყევლი, დაწყევლილია რიცხ.22,6-12
- ღვთის მიერ არის დაწყევლილი ხეზე ჩამოკიდებული რჯ.21,23
- თუ არ გაიგონებ უფლის, შენი ღმერთის სიტყვას, არ დაიცავ და არ შეასრულებ ყველა მის მცნებას და წესებს, რომელთაც გიცხადებ დღეს, გადმოვა შენზე ყველა ეს წყევლა და გეწევა რჯ.28,15-45
- უფლისათვის უნდა იქნას დარისხებული ქალაქი და ყველაფერი, რაც მასშია; მხოლოდ მეძავი რახაბი და ყველა, ვინც მასთან ერთად არის მის სახლში, უნდა გადარჩნენ, რადგან ჩვენი მიგზავნილი მსტოვრები დამალა იესნ.6,17
- ერიდეთ დარისხებულს, რომ თავადაც არ გახდეთ დარისხებული. არაფერი აიღოთ დარისხებულიდან, რომ შეჩვენებას არ მისცეთ ისრაელის ბანაკი და უბედურება არ დაატეხოთ თავზე იესნ.6,18
- დაიფიცა იესომ: წყეულიმც იყოს უფლის წინაშე ის კაცი, ვინც აღადგენს და ააშენებს ამ ქალაქს, იერიხონს. თავის პირმშოზე დააფუძნებს მას და თავის უმცროსზე დადგამს მის კარიბჭეს იესნ.6,26
- ვერ გაუმკლავდებიან მტრებს ისრაელიანები და ზურგს შეაქცევენ მათ, რადგან დარისხებულნი არიან. აღარ ვიქნები თქვენთან, თუ არ მოსპობთ თქვენს შორის დარისხებულს იესნ.7,12
- განა ყაქან ზარახის ძე არ იყო, დარისხებულს რომ შეჰბედა? მაგრამ რისხვა ისრაელის მთელს საზოგადოებას დაატყდა თავს. მარტო ის არ მომკვდარა მისი დანაშაულის გამო იესნ.22,20
- დაწყევლეთ მეროზი, ამბობს ანგელოზი უფლისა, დაწყევლეთ, დაწყევლეთ მისი მკვიდრნი, რადგან არ გამოვიდნენ უფლის საშველად, უფლის საშველად ვაჟკაცებთან ერთად! მსაჯ.5,23
- დასწყევლა ფილისტიმელმა დავითი თავისი ღმერთების სახელით 1მფ.17,43
- ჭაბუკივით მოკვდება ასი წლის კაცი, ცოდვილი კი ას წელსაც დაწყევლილი იქნება ეს.65,20
- [პეტრე] მოჰყვა წყევლას და ფიცს, რომ არ იცნობს იმ კაცს მათ.26,74
- გაახსენდა პეტრეს და უთხრა მას: რაბი! შეხედე, ლეღვის ხე, შენ რომ დასწყევლე, გამხმარა მარ.11,21
- [მოციქული პავლე] ვისურვებდი თვითონვე ვყოფილიყავი შეჩვენებული და ქრისტესაგან მოკვეთილი ჩემი ძმების, ჩემი სისხლისა და ხორცის გამო რომ.9,3
- ვერავინ, ვისაც ღვთის სული ალაპარაკებს, ვერ იტყვის, იესო შეჩვენებულიაო 1კორ.12,3
- ჩვენ კი არა, თვით ანგელოსმა ზეცითაც რომ გახაროთ სხვა სახარება, და არა ის, რაც გვიხარებია, წყეულიმც იყოს გალ.1,8
- ვინც სხვა რამეს გახარებთ და არა იმას, რაც მიგიღიათ, წყეულიმც იყოს გალ.1,9
- ქრისტემ გამოგვისყიდა რჯულის წყევლისაგან და თვითონ დაიწყევლა ჩვენთვის: რადგანაც დაწერილია: „წყეულია ყველა, ვინც ჰკიდია ძელზე“ გალ.3,13

3.51.59 Проклятие

Быт.3,17; 4,11; 9,25; 49,7 Чис.22,6-12 Вт.21,23; 28,15-45 Иисн.6,17.18.26; 7,12; 22,20 Суд.5,23; 1цар.17,43 Ис.65,20 Матф.26,74 Мар.11,21 Рим.9,3; 1Кор.12,3 Гал.1,8.9; 3,13