თანამოზიარეობა, თანამონაწილეობა, თანამშრომლობა, წილის ქონა


საკვანძო მუხლები:

დაბადება 49 : 6 ; რიცხვნი 10 : 32 ; ფსალმუნები 118 : 63 ; იგავნი 5 : 17 ; იგავნი 14 : 10 ; იგავნი 29 : 24 ; მათე 23 : 30 ; საქმენი მოციქულთა 2 : 42 ; 1პეტრე 4 : 13 ; 1პეტრე 5 : 1 ; 2პეტრე 1 : 4 ; 1იოანე 1 : 3 ; 2იოანე 1 : 11 ; რომაელთა 1 : 11 ; რომაელთა 11 : 17 ; რომაელთა 15 : 27 ; 1კორინთელთა 1 : 9 ; 1კორინთელთა 10 : 16 ; 2კორინთელთა 1 : 7 ; 2კორინთელთა 6 : 15 ; 2კორინთელთა 8 : 4 ; 2კორინთელთა 13 : 14 ; გალატელთა 2 : 9 ; გალატელთა 6 : 6 ; ეფესელთა 3 : 6 ; ფილიპელთა 1 : 7 ; ფილიპელთა 2 : 1 ; ფილიპელთა 3 : 10 ; ფილიპელთა 4 : 14 ; კოლასელთა 1 : 12 ; 1ტიმოთე 5 : 22 ; 1ტიმოთე 6 : 18 ; 2ტიმოთე 2 : 3 ; ფილიმონი 1 : 6 ; ებრაელთა 1 : 9 ; ებრაელთა 2 : 4 ; ებრაელთა 3 : 1 ; ებრაელთა 6 : 4 ; ებრაელთა 12 : 10 ; ებრაელთა 13 : 16 ; გამოცხადება 1 : 9 ; გამოცხადება 18 : 4 ; საქმენი მოციქულთა 4 : 35 ; 3იოანე 1 : 8 ; ეფესელთა 5 : 7 ; 1თესალონიკელთა 3 : 2 ; 1კორინთელთა 9 : 23 ; რიცხვნი 32 : 18 ; ფილიმონი 1 : 17 ; იესო ნავეს ძე 19 : 49 ;
=2.1.125 თანამოზიარეობა, თანამონაწილეობა, თანამშრომლობა, წილის ქონა

- მათ საკრებულოს ნუმც ზიარებულა ღირსება ჩემი! დაბ.49,6
- თუ წამოგვყვები, თქვენც გაზიარებთ იმ სიკეთეს, რასაც მოგვმადლებს ღმერთი რიცხ.10,32
- არ დავბრუნდებით ჩვენს სახლებში, ვიდრე ისრაელის თითოეული ძე არ დაიმკვიდრებს თავის სამკვიდრებელს რიცხ.32,18
- სამკვიდრო წილის მიცემა იესნ.19,49
- თანაზიარი ვარ ყველასი, ვინც შენი მოშიშია ფს.118,63
- მხოლოდ შენი იყოს და უცხოები არ დაგეზიარონ იგავ.5,17
- გულმა უწყის თავისი საწუხარი და მის სიხარულს უცხო ვერავინ გაიზიარებს იგავ.14,10
- ქურდთან ნადავლის მოზიარე საკუთარი თავის მტერია იგავ.29,24
- ამბობთ: ჩვენი მამების დროს რომ გვეცხოვრა, არ ვიქნებოდით მათი თანამოზიარენი წინასწარმეტყველთა სისხლში მათ.23,30
- ერთავად მოციქულთა სწავლასა და ზიარებაში, პურის გატეხასა და ლოცვაში იყვნენ საქ.2,42
- [თანხა] თითოეულს უნაწილდებოდა, ვისაც რა სჭირდებოდა საქ.4,35
- ხარობდეთ, როგორც ქრისტეს ვნებათა თანაზიარნი, რათა მისი დიდების გამოცხადებითაც იხარებდეთ და ილხენდეთ 1პეტ.4,13
- მე, თანახუცესი, ქრისტეს ვნებათა მოწმე და თანამოზიარე დიდებისა, რომელიც უნდა გაცხადდეს 1პეტ.5,1
- მოგვეცა უაღრესად დიდი და ძვირფასი აღთქმანი, რათა მათი მეშვეობით გავხდეთ ღვთიური ბუნების ზიარნი 2პეტ.1,4
- რაც ვისმინეთ და ვიხილეთ, იმას გაუწყებთ, რათა თქვენც ეზიაროთ ჩვენთან ერთად, ხოლო ჩვენ ვეზიარებით მამას და ძეს მისას - იესო ქრისტეს 1იოან.1,3
- თუ ვამბობთ, მას ვეზიარებითო და ბნელში კი დავდივართ, ვცრუობთ და არ ვიქცევით ჭეშმარიტების თანახმად 1იოან.1,6
- ხოლო თუ ნათელში დავდივართ, როგორც თვითონვეა ნათელში, მაშინ ერთმანეთს ვეზიარებით და მისი ძის - იესო ქრისტეს სისხლი ყოველგვარი ცოდვისგან გაგვწმენდს 1იოან.1,7
- ვინც მას მოიკითხავს, მის ბოროტ საქმესაც ეზიარება 2იოან.1,11
- ჭეშმარიტების თანამშრომელნი გავხდეთ 3იოან.1,8
- ძალიან მსურს თქვენი ნახვა, რათა გაგიზიაროთ სულიერი ნიჭი თქვენს განსამტკიცებლად რომ.1,11
- ზოგი რტო გადატყდა და შენ, ველური ზეთისხილი, მათ შორის დაემყენ და გახდი ზეთისხილის ფესვის ნოყიერების თანაზიარი რომ.11,17
- წარმართნი სულიერად მათი თანაზიარნი გახდნენ [მაკედონიამ და აქაიამ ინებეს შემწეობა აღმოეჩინათ უპოვარ წმიდათათვის, რომელნიც არიან იერუსალიმს] რომ.15,27
- ერთგულია ღმერთი, რომელმაც მოგიწოდათ მის ძესთან, ჩვენს უფალ იესო ქრისტესთან მოზიარეობისათვის 1კორ.1,9
- სახარების თანამონაწილეობისთვის პავლე ყველასთვის ყველაფერი გახდა 1კორ.9,23
- პური ერთია, ჩვენ კი მრავალნი - ერთი სხეული, რადგან ყველა ერთი პურიდან ვეზიარებით 1კორ.10,16.17
- ვინც მსხვერპლიდან ჭამს, განა ისინი სამსხვერპლოს ზიარნი არ არიან? 1კორ.10,18
- რასაც ისინი სწირავენ, ეშმაკებს სწირავენ და არა ღმერთს. მე კი არ მინდა, რომ ეშმაკთა ზიარნი გახდეთ 1კორ.10,20
- არ შეგიძლიათ უფლის სუფრასაც ეზიაროთ და ეშმაკთა სუფრასაც 1კორ.10,21
- როგორც ჩვენი ტანჯვების თანამოზიარენი ხართ, ასევე ნუგეშისაც 2კორ.1,7
- რა წილი აქვს მორწმუნეს ურწმუნოსთან? 2კორ.6,15
- დაჟინებით გვთხოვდნენ, რომ წმიდანთა მომსახურებაში მოზიარეობის უფლება მიგვეცა 2კორ.8,4
- ტიტე... ჩემი თანაზიარი და თანამშრომელია თქვენდამი მსახურებაში 2კორ.8,23
- ღმერთს ადიდებენ თქვენი... ხელგაშლილობისა და წრფელი მოზიარეობის გამო 2კორ.9,13
- უფალ იესო ქრისტეს მადლი, ღვთის სიყვარული და სულიწმიდის ზიარება ყველა თქვენგანს, ამინ! 2კორ.13,14
- კეფამ და იოანემ თანაზიარობის მარჯვენა გამოგვიწოდეს მე და ბარნაბას გალ.2,9
- სიტყვით დამოძღვრილი ყოველივე კეთილს უზიარებდეს თავის დამმოძღვრავს გალ.6,6
- წარმართებიც თანამემკვიდრეები, სხეულის ნაწილები და აღთქმის თანაზიარნი არიან ქრისტეში ხარების მეშვეობით ეფ.3,6
- ნუ იქნებით [ურჩების] თანაზიარნი ეფ.5,7
- ნუ ეზიარებით ბნელის უნაყოფო საქმეს, არამედ უმეტესად ამხილეთ ეფ.5,11
- ყველანი ჩემი თანაზიარნი ხართ მადლში ფლპ.1,7
- თანაზიარობა სულისა ფლპ.2,1
- მიხარია და თანაზიარი ვარ თქვენი სიხარულისა ფლპ.2,17.18
- მის ტანჯვებში მოზიარეობა ფლპ.3,10; 2ტიმ.2,3
- კარგად მოიქეცით, რომ გაიზიარეთ ჩემი გასაჭირი ფლპ.4,14
- სიხარულით ჰმადლობდეთ ღმერთსა და მამას, რომელმაც იმის ღირსნი გვყო, რომ წმიდათა ხვედრს ვზიარებოდით ნათელში კოლ.1,12
- ტიმოთე, ჩემი თანამშრომელი სახარებაში 1თეს.3,2
- ნაჩქარევი ხელდასხმისგან თავი შეიკავე, ნუ გახდები სხვათა ცოდვების მოზიარე 1ტიმ.5,22
- გულუხვნი იყვნენ და გამზიარებელნი 1ტიმ.6,18
- მოღვაწეს წილი უნდა ჰქონდეს თავის ნაღვაწში 2ტიმ.2,6
- ზიარება შენი რწმენისა შეეწიოს ყოველივე კეთილის შემეცნებას ფილიმ.1,6
- თუ თანაზიარად მიგაჩნივარ, ისე მიიღე, თითქოს მე ვიყო ფილიმ.1,17
- შეიყვარე სიმართლე და მოიძულე ურჯულოება, ამიტომაც გცხო ღმერთმა, შენმა ღმერთმა სიხარულის ზეთი უფრო უხვად, ვიდრე შენს თანაზიართ ებრ.1,9
- დამოწმებულ იქნა ღვთიური ნიშნებით, სასწაულებით, სხვადასხვა ძალებით და წმიდა სულის მისი ნებისამებრ გაზიარებით ებრ.2,4
- რაკი შვილები სისხლისა და ხორცის მოზიარენი არიან, თავადაც ეზიარა სისხლსა და ხორცს [ქრისტე] ებრ.2,14
- ძმანო წმიდანო, ზეციური მოწოდების ზიარნო ებრ.3,1
- ქრისტეს თანაზიარნი გავხდით, თუკი რწმენის საწყისს მტკიცედ დავიცავთ ბოლომდე ებრ.3,14
- მიიღეს ზეციური ნიჭი და სულიწმიდის მოზიარენი გახდნენ ებრ.6,4
- [ვემორჩილებოდეთ წვრთნას ღმერთისგან, რათა] წილი გვქონდეს მის სიწმიდეში ებრ.12,10
- ნუ დაივიწყებთ ქველმოქმედებას და ნურც იმას, რომ თქვენი სიკეთე უწილადოთ სხვებს ებრ.13,16
- მე, იოანე, თქვენი ძმა და იესო ქრისტეს ურვის, სუფევისა და მოთმინების თანაზიარი გმცხ.1,9
- გამოდი, მაგისგან, ჩემო ხალხო, რათა არ ეზიაროთ მის ცოდვებს გმცხ.18,4

2.1.125 Причастность
Быт.49,6 Чис.10,32; 32,18 Иисн.19,49 Пс.118,63 Пр.5,17; 14,10; 29,24 Матф.23,30 Деян.2,42; 4,35; 1Пет.4,13; 5,1; 2Пет.1,4; 1Ин.1,3.6.7; 2Ин.1,11; 3Ин.1,8 Рим.1,11; 11,17; 15,27; 1Кор.1,9; 9,23; 10,16-18.20.21; 2Кор.1,7; 6,15; 8,4.23; 13,14 Гал.2,9; 6,6 Еф.3,6; 5,7.11 Флп.1,7; 2,1.17.18; 3,10; 4,14 Кол.1,12; 1Фес.3,2; 1Тим.5,22; 6,18; 2Тим.2,3.6 Филим.1,6.17 Евр.1,9; 2,4.14; 3,1.14; 6,4; 12,10; 13,16 Отк.1,9; 18,4