ბიბლია გრავიტაციის, დედამიწის მიზიდულობის შესახებ


საკვანძო მუხლები:

4მეფეთა 6 : 6 ; იობი 26 : 7 ; კოლასელთა 1 : 17 ; ებრაელთა 1 : 3 ;
=1.1.229 ბიბლია გრავიტაციის, დედამიწის მიზიდულობის შესახებ

- მან განავრცო ჩრდილოეთი სიცარიელეზე, არაფერზე დაჰკიდა დედამიწა იობ.26,7
ბიბლიის ეს მუხლი აღწერს (პოეტურად) იმ ფაქტს, რომ დადამიწა არ უპყრია არანაირ სხვა ობიექტს – ესაა სრულიად წარმოუდგენელი და უცნაური რამ ძველი მწერლებისთვის. ნათქვამია, რომ სინამდვილეში დედამიწა დაცურავს კოსმიურ სივრცეში.

- [ქრისტე] არის უწინარეს ყოვლისა და ყოველივე მისით დგას კოლ.1,17
ბერძნული ზმნა დგას (συνισταω sunistao) ნიშნავს: ადგილზე დამაგრებას, მოჭიდებას, შენარჩუნებას. სიტყვა დგას აწმყო გასრულებულ დროშია და მიუთითებს განგრძობად მდგომარეობაზე, რომელიც წარმოიქმნა წარსული ნამოქმედარის შედეგად. ერთერთი ფიზიკური მექანიზმი, რომელზეც აქაა საუბარი, აშკარად მიზიდულობის ძალაა, რაც დაადგინა შემოქმედმა და დღესაც მოქმედია. უბრალოდ წარმოიდგინეთ: უცებ რომ შეჩერდეს მიზიდულობის ძალა, უეჭველად გამოიწვევდა ქაოსს. ზეციური სხეულები ვერ დამაგრდებოდნენ ადგილზე, დედამიწა, მთვარე და ვარსკვლავები დაიშლებოდნენ მცირე ნაწილებად.

- [ქრისტეს] თავისი ძალის სიტყვით უპყრია ყოველივე ებრ.1,3
სიტყვა უპყრია (φερω pherō) კვლავ აღწერს დამაგრებას, მოჭიდებას და შენარჩუნებას და გრავიტაციაზე მიუთითებს. სიტყვა უპყრია ნიშნავს წონის შენარჩუნებასთან ერთად კონტროლს სამყაროს შიგნით ყველა მოქმედ ძრაობასა და ცვლილებებზე. ეს უსასრულო ვალდებულება აღესრულება უფლის სიტყვით, რითაც დაიწყო არსებობა თვით სამყარომ.

- [ელისემ] ტოტი მოჭრა, ჩააგდო და ამოტივტივდა რკინა 4მფ.6,6
აქ აღწერილია ის, რომ სასწაულებრივად მოხდა გრავიტაციული ძალის დაძლევა წყალში ჩავარდნილი ცულის ზემოთ ამოსვლით.

1.1.229 Библия о гравитации - притяжении земли
4цар.6,6 Иов.26,7 Кол.1,17 Евр.1,3