ადამიანის ბუნება ქრისტეს მიღებამდე და შემდეგ


საკვანძო მუხლები:

2პეტრე 1 : 4 ; 2პეტრე 2 : 12 ; რომაელთა 1 : 26 ; რომაელთა 2 : 14 ; გალატელთა 4 : 8 ; ეფესელთა 2 : 3 ;
=1.6.77 ადამიანის ბუნება ქრისტეს მიღებამდე და შემდეგ

ხელახლად დაუბადებელ კაცთა ბუნება:
- ისინი კი როგორც პირუტყვნი, ბუნებით შესაპყრობად და მოსასპობად გაჩენილნი, თავიანთ ხრწნილებაშივე ლპებიან, ვინაიდან გმობენ იმას, რაც არ გაეგებათ 2პეტ.2,12
- ბუნებრივი ურთიერთობის წესის დამრღვევნი არიან რომ.1,26.27
- წარმართნი, რომელთაც რჯული არ გააჩნიათ, ბუნებით რჯულისმიერს აკეთებენ, თუმცა რჯული არა აქვთ, თავისი თავის რჯული არიან რომ.2,14
- მაშინ, როცა არ იცნობდით ღმერთს, ემსახურებოდით [კერპებს], რომლებიც ბუნებით ღმერთები არ არიან გალ.4,8
- [ვიდრე ქრისტეს გავყვებოდით] მიმოვდიოდით ყველანი, ჩვენი ხორციელი გულისთქმებით და ვასრულებდით ხორცისა და გულის ზრახვათა ნებას, და ბუნებით რისხვის შვილები ვიყავით, როგორც დანარჩენები ეფ.2,3

ქრისტეში ხელახლად შობილთა ბუნება:
- მოგვეცა უაღრესად დიდი და ძვირფასი აღთქმანი, რათა მათი მეშვეობით გავხდეთ ღვთიური ბუნების ზიარნი, განვერიდებით რა გულისთქმით გამოწვეულ ხრწნილებას ამ ქვეყანაზე 2პეტ.1,4

1.6.77 Природа, естество, сущность человека
2Пет.1,4; 2,12 Рим.1,26.27; 2,14 Гал.4,8 Еф.2,3